3 მოქმედი საშუალება სამართებლის გასაახლებლად

რა თმქა უნდა, როცა ძველი სამართებელი დაბლაგვდება, საუკეთესო ვარიანტი ახლის შეძენა ან პირის გამოცვლაა. თუმცა, ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ხანდახან, როცა სამართებელი ძალიან გვჭირდება, ხელთ მხოლოდ ბლაგვი სამართებელი გვაქვს და, ერთი შეხედვით, უკვე უვარგისია.

მნიშვნელოვანია: ალესილი სამართებლის მეორადი გამოყენება არაა რეკომენდებული პარსვისთვის. ასეთი საპარსი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, გარისკვით გამოიყენეთ. მიუხედავად ამისა, უვარგისი, ალესილი საპარსი გამოყენებას ყოფაცხოვრებაშიც ჰპოვებს.

1. ლესვა ჯინსით ან ტყავის ქამრით

სამართებლის ალესვა შეიძლება ჯინსის ქსოვილის გამოყენებით. მოათავსეთ ქსოვილი მყარ, სწორ ზედაპირზე, გამოაბრუნეთ უკუღმა. აიღეთ საპარსი და დაიწყეთ მისი გასმა საწინააღმდეგო მიმართულებით. მჭრელი პირების ხარისხისა და მისი გაცვეთის დონის მიხედვით, 30-100 მოძრაობის შესრულება მოგიხდებათ. ჯინსის ქსოვილი ალესვისას არ დაზიანდება.

ანალოგიურად შეგიძლიათ საპარსის ალესვა ტყავის ნატურალურ ქამარზე. მოათავსეთ იგი მყარ, სწორ ზედაპირზე, წინა მხარით ქვემოთ, და დაიწყეთ საპარსის გასმა “ბეწვის საწინააღმდეგოდ”.

2. ლესვა ქვისა და ზუმფრის გამოყენებით

ზოგიერთი საპარსის ალესვა სალეს ქვაზეც შეიძლება. ერთადერთი მნიშვნელოვანი პირობა ისაა, რომ იგი წყალში კარგად უნდა იყოს ჩალბობილი. ალესვისთვის ისეთივე მოძრაობებია საჭირო, როგორიც პირველ შემთხვევაში. პროცედურის დასრულების შემდეგ, საპარსი კარგად გარეცხეთ. ხშირად, საკმარისია 20-30 ასეთი მოქმედება.

თუ ხელთ წვრილხორკლიანი ზუმფარა(2000-ზე მეტი) გაქვთ, საპარსის ასალესავად მისი გამოყენებაც შეგიძლიათ. სალესი ქვის მსგავსად, ზუმფარაც კარგად უნდა დაასველოთ. ამის შემდეგ, შეასრულეთ 20-50 მოძრაობა სამართებლით. ალესვის შემდეგ, გარეცხეთ ხელსაწყო გამდინარე წყლით.

3. ლესვა ფოლგის გამოყენებით

ეს სამართებლის ალესვის სწრაფი და საკმაოდ ეფექტური მეთოდია. მნიშვნელოვანი პირობა – ფოლგაზე არ უნდა იყოს დეფორმაციები. გაატარეთ საპარსი ფოლგაზე 30-40-ჯერ. მოძრაობა ზუსტად ისევე სრულდება, როგორც ზემოთ აღწერილ მეთოდებში.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, იხილეთ ვიდეოები.