როგორ აღვადგინოთ დსპ-ავეჯის “მოღრღნილი” კუთხე: მარტივი ხერხი მასალის აღსადგენად

ჩვენს დროში, დსპ ფართოდ გავრცელებული მასალაა. სწორედ მისგან ამზადებენ იმ ავეჯის უმეტესობას, რომელსაც ყოფაცხოვრებაში გამოიყენებენ. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მოქალაქეები რეგულარულად აწყდებიან სხვადასხვა პრობლემას, მეტ-ნაკლებად დაკავშირებულს დსპ-ს სიმთელესთან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა აღადგინოთ აღნიშნული მასალა.

როგორც ცნობილია, დსპ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჩვეულებრივ ხეს გამძლეობით. თუმცა, ამ მასალას არა გამძლეობის, არამედ ხელმისაწვდომობისა და სიიაფის გამო იყენებენ. დსპ-ს დეფექტები – ნორმალური მოვლენაა. ადრე თუ გვიან, ამ მასალის ნაკეთობა აუცილებლად დაზიანდება. მეორე მხრივ, დსპ-ს რესტავრირება არც ისე რთულია, თანაც, ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით. არსებობს სხვადასხვა მეთოდიკა, თუმცა, დღეს დსპ-ს “მოღრღნილი” კუთხის აღდგენას გასწავლით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დსპ-ს კუთხეების დაზიანება – ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ამბავია. დეფექტის რესტავრირება მასალის შუაგულში გაცილებით მარტივია. დაფების კუთხეები და კიდეები უფრო ნაკლებად მედეგია და აღდგენის დაბალი პოტენციალი აქვს. მაშ ასე, რესტავრაციისთვის დაგჭირდებათ ციანაკრილატური მომენტალური წებო და ნახერხი(უმჯობესია, მუხის).

აღნიშნვა: წებო აუცილებლად  თხევადი უნდა იყოს და არა გელისებრი.

კუთხის აღდგენის პროცესი, რეალურად, სირთულეს არ წარმოადგენს. ჯერ ვიღებთ ქაღალდის სკოჩს და მისგან “ყალიბს” ვქმნით – ვაწებებთ დაზიანებულ კუთხეზე კუთხის ფორმით. არავითარ შემთხვევაში არ დაჭიმოთ ლენტი ზედმეტად. ახალი კუთხე ოდნავ დიდი უნდა იყოს. ეს იმისათვის, რომ რესტავრაციის პირველი ეტაპის შემდეგ, მისი დამუშავება შესაძლებელი იყოს.

დააწვეთეთ დაზიანებულ მონაკვეთს წებო. ამის შემდეგ, ჩაყარეთ მუხის მტვერი და ნახერხი, დაასხით კიდევ ცოტაოდენი წებო და დატკეპნეთ. მნიშვნელოვანია, რომ მასა მაქსიმალურად მჭიდრო გამოვიდეს. თუ საჭიროა, დაუმატეთ “ნედლეული” და წებო. გააგრძელეთ, სანამ კუთხე არ აღდგება, დაელოდეთ 5-10 წუთი, სანამ კონსტრუქცია გაშრება.

როცა აღდგენილი კუთხე გაშრება, შეიარაღდით ზუმფრით და მოაშორეთ ზედმეტი ნაწილაკები. სულ ესაა 🙂