9 იდეა უფანჯრო ოთახის გასაფორმებლად

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ უფანჯრო ოთახში ცხოვრება შეუძლებელია. რეალურად, ეს მცდარი შეხედულებაა. გთავაზობთ 9 იდეას, რომლებიც ამ პრობლემასთან გამკლავებაში განსაკუთრებული ფინანსური ხარჯების გარეშე დაგეხმარებათ.

1. თეთრი ფერი

უფანჯრო ოთახში არასაკმარისია ბუნებრივი განათება, ამიტომ იგი მუქი და უხალისო ჩანს. სიტუაციის გამოსწორება შეუძლია თეთრ ფერს. იგი სივრცეს ვიზუალურად ზრდის და აფართოებს. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ამ ფერს შეუძლია სპექტრის ნებისმიერი ფერის არეკლვა და მათი ოთახში თანაბრად გადანაწილება, რაც ხელს გაძლევთ. ამიტომ, როცა ასეთ ოთახში რემონტის დაწყებას გადაწყვეტთ, აუცილებლად შეღებეთ კედლებიც და ჭერიც ქათქათა თეთრად. ოთახი მოსაწყენი და სტერილური რომ არ იყოს, როგორც საავადმყოფოებში, დაუმატეთ ინტერიერს მკვეთრი დეტალები. ეს შეიძლება იყოს ხალიჩა, ფარდები, დივნის ბალიშები, სურათები და ა.შ.

2. სურათები

თუ თქვენს ბინაში სურათები ჯერ კიდევ არაა, დაუყოვნებლივ გამოასწორეთ ეს ჩავარდნა. ტილო, მიუხედავად მისი ავტორისა და ჟანრისა, ვიზუალურად გარდასახავს ოთახს, აქცევს მას უფრო მკვეთრ და საინტერესო ადგილად. თუმცა, არც ზედმეტი სურათია კარგი – ასე სახლს გადატვირთავთ და ქაოსურს გახდით.

3. ფოტოები კედლებზე

ფოტო კედლის დეკორის სახით – შესანიშნავი ალტერნატივაა პროფესიონალური სურათებისთვის. ფოტოები შესანიშნავად ერწყმის ინტერიერს, ხდის მას მყუდროს, ლამაზს და, რაც მთავარია, ინდივიდუალურს. შეგიძლიათ, თქვენი ფოტოები ჩარჩოებში ჩასვათ ან შეარჩიოთ მხატვრული ფოტოები ინტერნეტიდან. თუ არჩევანს ბუნების ფოტოებზე შეაჩერებთ, აღქმის ეფექტი ისეთივე იქნება, როგორიც ფერწერის შემთხვევაში.

4. ტელევიზორი

ეს ვარიანტი არა ბინებისა და კერძო სახლებისთვის, არამედ საზოგადოებრივი დაწესებულებებისთვისაა(კაფე, რესტორანი, სალონი, კლინიკა). ჩვეულებრივ, აქ ჩვენ ვხედავთ მუსიკალურ კლიპებს, სხვადასხვა ფოტოს, ოღონდ უხმოდ. სწორედ ასე ვიღებთ ჩვენ წვდომას “დიდ სამყაროსთან”, თუმცა, ამასთან, რეკლამა და ზედმეტი ხმაური არ გვაღიზიანებს.

5. სარკე

როცა საუბარია მცირე ზომის ან ძალიან მუქ ოთახებზე, დიზაინერები სიტუაციის გამოსასწორებლად სარკეებს გვთავაზობენ. იმის ხარჯზე, რომ სარკე გარდასახავს ბუნებრივი შუქის ნაკადს, ოთახი ვიზუალურად ფართოვდება. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ყველას არ მოუხდება, რადგან ბევრს არ მოსწონს სარკეში ხშირი ჩახედვა.

6. მცენარეები

როგორც უკვე ვთქვით, უფანჯრო ოთახი ავტომატურად დისკომფორტული ხდება. ამის გამოსასწორებლად, შეიძინეთ რამდენიმე ქოთნით ოთახის მცენარეები. ისინი ოთახს გაალამაზებენ, გაამკვეთრებენ და ჰაერსაც გაწმენდენ. ასეთ ატმოსფეროში არამხოლოდ სუნთქვა, არამედ ყოფნაც გესიამოვნებათ.

7. ვირტუალური ფანჯარა

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ადამიანის ჯანმრთელობასა და განწყობაზე დახატული ფანჯარაც კი დადებითად მოქმედებს. ამიტომ, თუ მხატვროს ნიჭი გაქვთ, დახატეთ ერთ-ერთ კედელზე ფანჯარა და ოთახში სიმყუდროვე იმწამსვე დაისადგურებს. ნახატი ინტერიერსაც გაახალისებს და თქვენც დაგამშვიდებთ.

კიდევ ერთი ვარიანტი – შეუკვეთეთ ვირტუალური ფანჯარა სპეციალიზებულ კომპანიებს. მას ნებისმიერ ადგილას დაკიდებთ და ნახატებს განწყობის მიხედვით შეცვლით.

8. შუშის ჭერის ილუზია

სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ნოვატორებმა მსოფლიოს წარუდგინეს ტექნოლოგია, რომელიც ჭერზე დიდ ფანჯრებსა და გასავალს ბაძავს. თუ ასეთ “ფანჯარას” ჭერზე მოათავსებთ, შეძლებთ ცის, ღრუბლების, ხის ფოთლებისა და სხვ. პროექციის დანახვას. თუმცა, შუშის ჭერის ილუზიის შექმნა ყველა ოთახში არაა შესაძლებელი – ეს ინდივიდუალურია.

9. ფარული ქვეგანათება

ბუნებრივი განათების შეგრძნება რომ გქონდეთ, შეგიძლიათ ფარული განათებები გამოიყენოთ, რაც შედარებით ახალი გადაწყვეტილებაა ინტერიერების დიზაინში. შუქდიოდური ლენტების გამოყენებით, ოთახის ნებისმიერი ნაწილის განათებას შეძლებთ, იქნება ეს ნიშა, ჭერი, დივნის თუ სავარძლის უკანა ადგილები.

კიდევ რამდენიმე რჩევა ოთახების გაფორმების შესახებ იხილეთ სტატიებში: სასარგებლო რჩევები ინტერიერის დიზაინისთვის; როგორ დავსვათ სწორი აქცენტები შოკისმომგვრელი ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად.