
ბაზრებისა და მაღაზიების დახლებზე, და საერთოდ, ჩვენ გარშემო, მუდმივად ჩნდება რაღაც ახალი რამ, რაც ცხოვრებას გაცილებით მოსახერხებელს ხდის. წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, უჩვეულოდ მოგეჩვენებათ, თუმცა გამოყენებაში ისინი ნამდვილად პრაკტიკულია.
- საწოლი-ტუმბო
ამ საწოლს აქვს მრავალფუნქციური ჩონჩხი, რომელიც ბევრი თაროთია აღჭურვილი – ესაა თანამედროვე საძინებლის ფუნქციური დეტალი, რომელიც ოთახში ტუმბოსა და კომოდს შეცვლის.
2. საველოსიპედე გზა
ამ გზაზს უნიკალური საფარი აქვს, რომელიც აღჭურვილია გათბობით და განათებით. ეს ფუნქციები საშუალებას იძლევა, უსაფრთხოდ გადაადგილდნენ ზამთარში და ღამით.
3. მაგიდა დამტენით
გარდა თანამედროვე დიზაინისა, ეს მაგიდა აღჭურვილია USB – პორტით, გაჯეტების დასატენად, და Bluetooth დინამიკით მუსიკისთვის.
4. ბოკალი
ამ ბოკალის უჩვეულო დიზაინი საშუალებას იძლევა, საწრუპავი მილის გამოყენების გარეშე დალიოთ კოქტეილი. ეს იმიტომ, რომ ბოკალს თავისი ჩაშენებული მილი აქვს.
5. დიზაინერული მაგიდა
ეს მაგიდა, კლასიკური ხის ზედაპირით, თანამედროვე ავეჯის კიდევ ერთი მაგალითია – მას LEGO-თი აწყობილი დინოზავრი ახლავს თან.
6. საწოლი-ვერტმფრენი
ეფექტური საწოლი, შესრულებული ვერტმფრენის ფორმით, უჩვეულო დეტალია იმ ბავშვის თუ მოზარდის საძინებელში, რომელიც ჯერ კიდევ ოცნებობს ხოლმე.
7. ღუმელი პიცისთვის
გიყვართ პიცა შეშაზე? ეს მობილური მოწყობილობა მაგრდება გრილზე ან მაყალზე და საშუალებას გაძლევთ, საყვარელი კერძი ნებისმიერ ადგილას მოამზადოთ.
8. მტვერსასრუტი საწოლისთვის
ეს პატარა მოწყობილობა წამებში გაწმენდს საწოლის ან ნებისმიერი სხვა რბილი ავეჯის ზედაპირს. რობოტი მათ მტვერსა და ბაქრერიებს აშორებს.
9. მაგნიტური დამჭერი
მაგნიტური დამჭერი ბოთლებისთვის, ემაგრება მაცივრის ზედა თაროს, რაც ადგილსაც დაზოგავს და შეამცირებს შუშის ჭურჭლის წაქცევის რისკს.
10. სანათი
სანათი წიგნის ფორმით – შესანიშნავი აქსესუარია ოთახისთვის. დახურულ მდგომარეობაში, იგი ჩვეულებრივ წიგნს ჰგავს, ხოლო გახსნისთანავე, მისი ფურცლები თბილ შუქს გამოანათებს.
11. თამაში ჭერზე
დიდი თამაში, მიკრული სტომატოლოგიური კაბინეტის ჭერზე, მშიშარა პაციენტებს ეხმარება.
12. მაგნიტური საკიდები
მინიმალისტური სამხრეები ტანსაცმლისთვის, რომლებსაც ძელი არ სჭირდება, რადგან მაგნიტურად მაგრდება.
13. ონკანი-თვითმფრინავი
ფუტურისტული შემრევი, თვითმფრინავის ფორმით, თანამედროვე სან.კვანძის შესანიშავ აქსესუარად იქცევა.
14. დასაკეცი ბოთლები
ფერადი ბოთლები, დამზადებული მჭიდრო სილიკონისგან, იკეცება თავსახურის ზომამდე, რაც მათ მარტივად გადასატანს ხდის.
15. კომოდი
დიზაინერული კომოდი, რომელიც არაორგანიზებულ ადამიანებს დაეხმარება ტანსაცმლისთვის ადგილის მიჩენაში.
16. უჩვეულო ნიჟარა
შესანიშნავი საწრეტი სუფრის ხელსაწყოებისთვის, გამოყვანილი სპილოს ორიგამის ფორმით, სამზარეულოს აქსესუარიც იქნება და პრაქტიკულადაც გამოიყენებთ.