ამერიკელმა მამაკაცმა შექმნა ხის აბაზანების კოლექცია – ეს ნაკეთობები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია

თუ ფიქრობთ, რომ აბაზანა მხოლოდ აკრილის, თუჯის, რკინის ან ძვირადღირებული მარმარილოსი შეიძლება იყოს, ძალიან ცდებით. არსებობს ოსტატი, რომელიც ნამდვილ შედევრებს ნატურალური ხისგან ამზადებს, ამ ჩამონათვალში კი აბაზანებიც შედის. ასე, მაგალითად, ამერიკელმა ნავების ოსტატმა ნათი კაცოფმა გადაწყვიტა ხის აბაზანების კოლექციის შექმნა, რომელიც, უპირობოდ, ნებისმიერ სააბაზანოს მოუხდება და წყლის პროცედურების მიღების დროს დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ნავების ოსტატმა ნათი კაცოფმა (Nathie Katzoff) ხელოვნებაში უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია, როცა ხის აბაზანების დამზადება დაიწყო. საზღვაო ტექნოლოგიების ცოდნის გამოყენებით, ახლადგამომცხვარმა დიზაინერმა ისწავლა სტანდარტული ხის აბაზანების ხელოვნების ნიმუშად ქცევა.

-“დიდი ხნის განმავლობაში, ჩემი საქმიანობა დაკავშირებული იყო ტრადიციული ხის ნავების დამზადებასთან, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხე და წყალი – სავსებით შეთავსებადი რამეებია. ნუ იტყვით უარს ხის აბაზანებზე, რადგან იგი ისეთივე პრაქტიკული და გამძლეა, როგორც მისი კერამიკული და მეტალის ანალოგები.” – გვიყვება თავის კრეატიულ გატაცებაზე ნათი.

ამიტომ, ხის წყალთან შეხებისას მისი თვისებების ყველა ასპექტის ცოდნით, მან შეძლო ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით უნიკალური ეკზემპლარები, რომლებიც თავიანთ მფლობელებს არაერთი ასწლეულის განმავლობაში მოემსახურება. როგორც გავიგეთ, ნათი სახელოსნო-სტუდია NK Woodworking & Design-ის დამფუძნებელია, იგი სიეტლში მდებარეობს და სპეციალიზებულია ხისგან ულამაზესი აბაზანების დამზადებაზე. ნაკეთობები გამოსაყენებლად დაგენანებათ, რადგან მათი ადგილი გამოფენებზეა.

2018 წელს ნათი კაცოფმა შექმნა გასაოცარი კოლექცია Lotus Bath Collection, რომელიც ხელოვნების გამოფენებზე წარადგინეს. ხელოვნის თქმით, “ეს იყო ყველაზე პოპულარული კოლაჟი წითელი ხისა და ბერძნული კაკლისგან”, და მის შექმნას დაახლოებით 4 თვე დასჭირდა.

თუმცა, სანამ ასეთი შესანიშნავი ავეჯი მყიდველის ხელში ან გამოფენაზე მოხვდება, კრეატიული ოსტატი დიდ ძალისხმევას უთმობს შესაფერისი მასალის შერჩევას, მის სწორად გამოშრობასა და სპეციალური შემადგენლობით დამუშავებას, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალის ექსპლუატაციის ვადას ახანგრძლივებს, თანაც არაერთი ასწლეულით. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ხელოვანი გენიალური შედევრების შექმნას.

თავიდან, იგი ესკიზებსა და 3D მოდელებს კომპიუტერში აკეთებს, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს დამუშავებას სპეციალური ინსტრუმენტებითა და ხსნარებით, რომელთა დახმარებითაც შესანიშნავი ფორმის აბაზანებს იღებს. მას შემდეგ, რაც საჭირო ფორმის მოდელი მზად იქნება, მას ჟღენთენ სპეციალური შემადგენლობით, რომელიც მზა ნაკეთობას დაუჯერებელ ელვარებას ანიჭებს.

რა თქმა უნდა, ნათი მარტო არ მუშაობს – მას ჰყავს თანამოაზრეთა გუნდი, რომელიც ამ ეკო-აბაზანებს(და არამარტო) ხელით ამზადებენ. NK Woodworking & Design-ის სპეციალისტები შეკვეთით ამზადებენ ხის კიბეებსა და ექსკლუზიურ ავეჯს.

-“რატომ გადავწყვიტე ხესთან მუშაობა? პასუხი მარტივია: ამ მასალას ჩვენ ბუნება გვჩუქნის. მას საფუძვლად არ უდევს ნავთობი, მისი გადამუშავება, წმენდა, დიდი რაოდენობით რესურსის დახარჯვა საჭირო არაა. ხეს სჭირდება ზრუნვა და, თუ ოსტატი მასთან საჭირო სახით იმუშავებს, მიიღებს შესანიშნავ ავეჯს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურება“. – გვიყვება ნათი.

ხის უპირატესობა სხვა მასალების წინაშე მხოლოდ მედეგობითა და სილამაზით არ შემოიფარგლება. როგორც ცნობილია, ხეს მინიმალური თბოგამტარობა აქვს, ამიტომ წყალი ასეთ აბაზანაში უფრო დიდხანს იქნება თბილი, რაც დიდი პლუსია აბაზანის მოყვარულთათვის.

საინტერესოა: ასეთი შედევრის მინიმალური ღირებულება 30 ათას დოლარს აღემატება, თანაც, ეკო-აბაზანების სახელოსნო პლანეტის ნებისმიერ წერტილში გზავნის.

შემოქმედებითი ადამიანები ყოველთვის იპოვიან საქმეს, რომელსაც მთელი გულით გააკეთებენ.