რჩევები მათ, ვინც ბინის ქირაობას გეგმავს: როგორ შევარჩიოთ ოპტიმალური ვარიანტი და თავიდან ავიცილოთ თაღლითობა

პრაქტიკულად ყველა ადამიანს ჰქონია ბინის დაქირავების საჭიროება, რამდენადაც ბინის ერთბაშად შეძენა საკმაოდ რთულია.

როგორ ვიპოვოთ საუკეთესო ვარიანტი, რომელიც ფასს შეეფერება, და არ გავხდეთ თაღლითობის მსხვერპლნი?

1. განცხადება

ყურადღება გაამახვილეთ განცხადებაზე. თუ სააგენტოსთვის ზედმეტის გადახდა არ გსურთ, ეძებეთ ბინა სპეციალიზებულ საიტებზე, სადაც განცხადებებს მხოლოდ მესაკუთრეები აკრავენ. ასევე, განცხადებების ძიება შეგიძლიათ სოციალურ ქსელებშიც.

ყურადღება, პირველ რიგში, უნდა გაამახვილოთ ბინის ფოტოებზე. იქეთ-აქეთ სიარულში დრო რომ არ დაკარგოთ, ფოტოების რეალურობაში თუ ეჭვი შეგეპარებათ, გამოიყენეთ გუგლის ფუნქცია – ძებნა ფოტოთი. ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი აგენტი და მესაკუთრე სხვისი ბინების ფოტოებს აქვეყნებენ და მათზე დაუჯერებლად დაფალ ფასებს დებენ, რათა პოტენციური მყიდველები მიიზიდონ.

2. გადახდის სისტემა

როგორც კი პირადად შეხვედრაზე შეთანხმდებით, მაშინვე გადაწყვიტეთ გადასახადის საკითხიც, რადგან მფლობელები გადახდის საშუალებებს ერთგვარად არ აღიქვამენ. გიღირთ თუ არა წინასწარ რამდენიმე თვის ქირის გადახდა? ეს შეიძლება გონივრული გადაწყვეტილება იყოს, თუმცა დაზღვევა არ გაწყენდათ: დააწერინეთ ხელწერილი და შეადგინეთ შეთანხმება, რათა ფული ქარს არ გაატანოთ. თუ საცხოვრებლის დათვალიერებისთვის ფულს ითხოვენ, უარი თქვით მასზე.

3. გაყვანილობები

უშუალოდ ბინაში, გულდასმით შეამოწმეთ ელექტრობის, ჭერის, ავეჯის მდგომარეობა. ყოველთვის უნდა დაიზღვიოთ თავი, რომ სხვის გამო არაფრის გადახდა მოგიხდეთ: მაგალითად, თუ ყველაფერი გამართული არაა, მაშინვე აჩვენეთ მფლობელს.

4. სულადობა

აქვე გაარკვიეთ, რამდენი ადამიანია ჩაწერილი ბინაში. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ სხვა მეპატრონეებმა არ მოგთხოვონ ბინის დატოვება ან კომუნალურ ხარჯებზე წინასწარ იცოდეთ ყველაფერი.

5. კომუნალური გადასახადი

თუ ბინას კომუნალური გადასახადი თქვენს შესვლამდე ჰქონდა, აუცილებლად უთხარით მეპატრონეს ამის შესახებ: როგორც წესი, შემოგთავაზებენ მის გადახდას, სანაცვლოდ კი ქირის გადასახადს შეამცირებენ.