რომელი ნივთები გასცემს სახლში მფლობელის უგემოვნობას

ინტერიერის დიზაინი საკმაოდ დელიკატური და რთული საკითხია, რამდენადაც გამოცდილი ექსპერტების პროფესიული გადაწყვეტილებებიც კი, ხშირად, პრაქტიკაში საკმაოდ სადავო ხდება.

პირველ რიგში, უნდა დაეყრდნოთ საკუთარ გემოვნებას, რათა ბინის გარე სივრცე არ ეწინააღმდეგებოდეს სტილის შეგრძნების შიდა აღქმას.

რომელ ნივთებს უნდა მოერიდოთ ინტერიერში, რათა სტუმრების თვალში სასაცილო არ გახდეთ:

1. მსოფლიო კლასიკის ნახატების ასლები

არ ღირს ხელოვნებაში თქვენი გემოვნების ამ სახით დემონსტრირება: დიდი ალბათობით, ხელმოკლეობას უფრო გაამჟღავნებთ ამით.

უმჯობესია, აირჩიოთ ნაკლებად ცნობილი ავტორების ანტიკვარიატი(თუ ბიუჯეტი საშუალებას გაძლევთ) ან შემოიფარგლოთ თანამედროვე ავტორების ნახატებით, რომლებიც საკმაოდ უხდება ნებისმიერ ინტერიერს.

2. ბევრი ამრეკლავი ზედაპირი

დიახ, პრიალა და შუშის ზედაპირები პატარა ბინებს შველის, თუმცა მას ართმევს სიმყუდროვეს, თუ ყველა ზედაპირს ასე მოაპირკეთებთ და სარკეებსაც დაუმატებთ. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

3. ნაძერწი ქანდაკებები

ისინი მხოლოდ სასახლეებს შეეფერება, ხოლო ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინის პირობებში კი უცნაურად გამოიყურება. ამიტომ ნუ მიმართავთ დეკორირების ამ საშუალებას.

4. გასაჭიმი დიზაინერული ჭერი

ამ პუნქტში ვგულისხმობთ ვარიანტებს ფოტოპრინტებითა და რამდენიმე სართულით. ისინი საინტერესო და უჩვეულო მაშინ იყო, როცა პირველად გაჩნდა ბაზარზე, თუნცა ახლა უპირატესობის მინიჭებას გირჩევთ თეთრი ფერის გლუვი, მკრთალი ზედაპირისთვის: კლასიკა ყოველთვის პატივისცემის ეპიცენტრშია.

5. სუვენირები

თუ ინტერიერში ისინი ზედმეტი მოგივათ, თქვენი მისაღები მეძველმანის მაღაზიას დაემსგავსება. დიზაინერები გვირჩევენ, საერთოდ უარი ვთქვათ მსგავს პროდუქციაზე.