
ესპანელმა არქიტექტორმა და დიზაინერმა დიონისიო გონსალესმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი ფანტასტიკური პროექტების წყალობით, რომლებიც მოიცავს სანაპირო სახლს, ბუნკერსა და კოსმიურ ხომალდსაც კი. თავისი პროექტების ბოლო სერიებში ნიჭიერმა დიზაინერი გვთავაზობს იმ საყოველთაო პრობლემების გადაწყვეტას, რომლებიც სულ უფრო ძლიერად იპყრობს ადამიანებს და დედამიწას ამახინჯებს.
ბოლო წლებში, ნიჭიერმა და არაორდინალურმა ესპანელმა არქიტექტორმა, დიზაინერმა და ფოტოგრაფმა დიონისიო გონსალესმა შემოგვთავაზა პროექტების რამდენიმე სერია რომლებიც არავის ტოვებს გულგრილს. ადამიანებისთვის მისი პროექტების თვალიერება გასართობი საქმიანობაა. იშვიათად თუ შეხვდებით ასეთ დაუჯერებელ სინთეზს.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფანტასტიკური პროექტის ავტორი მთელი ცხოვრებაა, ესპანეთის სევილიაში ცხოვრობს, მისი საოცარი პროექტები ეხება აშს-ს, მექსიკის, ჰოლანდიის, კუბის, ვიეტნამისა და სხვა ქვეყნების სანაპიროებს. ამ ნაშრომებით, დიონისიომ შეძლო იმის დამტკიცება, რომ აქვს უნარი, არქიტექტურას მსოფლიო პრობლემებისთვის “ანტიდოტის” სახე მისცეს. მასში იგი მიისწრაფვის, თვალსაჩინოდ წარმოგვიდგინოს ქაოსი, რომელსაც კაცობრიობა ქმნის გარემოში, რითაც ცდილობს, ადამიანებს ამ პრობლემის მასშტაბურობა გაააზრებინოს.
1. პროექტების სერია “Dauphin Island” (2011)
დოფინ-აილენდზე რთული ცხოვრების გათვალისწინებით, დიონისიომ შექმნა გასაოცარი ვიზუალიზაცია, რომელსაც Dauphin Island უწოდა. ამ კონცეფციის ფარგლებში, მან შეიმუშავა მომავლის სახლების პროექტები, რომლებიც ნამდვილ ციხე-სიმაგრედ იქცევა იმ რეგიონების მაცხოვრებლებისთვის, რომლებსაც მუდმივად უხდებათ რთული კლიმატური პირობების ატანა – ეს ზონა ყველაზე დამანგრეველი ქარბორბლებითაა ცნობილი.
კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, მან შექმნა გასაოცარი სახლების მოდელები, რომლებიც რკინა-ბეტონის კორპუსისა და უხეში ზედაპირისგან, რომლებიც ქარისა და წყლის ნაკადთან გამკლავებას შეძლებს.
2. ვიზუალიზაციების სერია “Inter-actions” (2014)
ვიზუალიზაციის ეს სერია, რომელიც დიზაინერმა შავ-თეთრ ფერებში შეასრულა, რთულია აღვიქვათ, რგორც არქიტექტურული ობიექტი და განვსაზღვროთ, თუ რა სტილს ან მიმდინარეობას მიეკუთვნება მისი შედევრები. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, არის ის, რომ ისინი ფუტურისტულ ფანტაზიებს წარმოადგენს, პოსტაპოკალიფტური პერიოდის დროს გადარჩენის თემაზე.
არარეალური სახლების ფოტოების ცქერისას, რთულია იმის განსაზღვრაც, ცხოვრობენ მასში ადამიანები თუ შენობები უკვე სრულად შთანთქა ველურმა ბუნებამ. სწორედ ასეთი ეფექტის მიღება სურდა პროექტის ავტორს, მაყურებელს კი მისცა საშუალება, განსაზღვროს და გაიაზროს სიტუაცია ინდივიდუალურად.
3. დიზაინების ახალი სერია “Trans-action” (2018)
გასულ წელს დიონისიომ ახალი სიურეალისტიკური ფანტაზია წარმოგვიდგინა, რომელიც მაყურებლები პარალელურ სამყაროში გადაჰყავს. როგორც წინა ნამუშევრებში, ამ კონცეფციებში რთულია განსაზღვრა, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა ეს სახლები, საზოგადოებრივი შენობა თუ საწარმოებია ისინი.
ჩვენი ინფორმაციით, დიონისიო გონსალესი, თავისი ვიზუალიზაციების შესაქმნელად, გულმოდგინედ შეისწავლის დიდებული არქიტექტორების არქიტექტურულ მემკვიდრეობას, ასევე, მომავლის სახლების საინტერესო კონცეფციებს. დიზაინერი აანალიზებს ყველაფერს, რაც მის ყურადღებას იმსახურებს და, კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით, ქმნის განსაკუთრებულ პროექტებს.
მიუხედავად იმისა, რომ მისი პროექტები ადამიანს იზიდავს თავიანთი არაორდინალური ფასადებით, მათ აშინებთ “ქაოსის აღორძინებაც”, რომელიც იმის ანარეკლია, რასაც ადამიანები ბუნებას უკეთებენ ან იმის, თუ რა ხდება თითოეულ ჩვენგანში.