
მზის შუქი, რომელიც “ჭერის ფანჯრიდან” აღწევს LED-პანელის სახით, აბსოლუტურად რეალურად გამოიყურება და შეიძლება გააცუროს არა უბრალო სტუმარი, არამედ პროფესიონალი ტექნიკოსიც კი. ახლა “მზე” შეიძლება ანათებდეს 24/7, ნებისმიერ ოთახში.
სანათი “CoeLux” – ესაა რევოლუციური ხელსაწყო, რომელიც მაღალტექნოლოგიურ ჭერის LED-პანელს წარმოადგენს, ეს უკანასკნელი კი აკეთებს ფანჯრის იმიტაციას, რომელშიც ლურჯი, მოწმენდილი ცა ჩანს. ამ ოთხკუთხედი პანელის გავლით, ოთახში შემოდის მზის ნამდვილი, არეკლილი სხივები და დღის შუქი. ადამიანები, რომლებიც CoeLux-იან ოთახში შემოდიოდნენ, აბსოლუტურად დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისინი იმყოფებოდნენ ოთახში, რომელსაც ჭერზე ფანჯარა აქვს, საიდანაც მზის სხივები შემოდის და სივრცეს ანათებს.
განათების უნიკალური სისტემის დამონტაჟება განსაკუთრებით აქტუალურია იმ ოთახებში, რომელთათვისაც აუცილებელია ნამდვილი მზის შუქი: საავადმყოფოებში, ოფისებში, სპორტ-დარბაზებში, მიწისქვეშა სადგომებში, სარდაფებში…
CoeLux-ის სისტემის ერთადერთი მინუსი მისი ფასია. ხელოვნური მზის შუქისთვის კომპანია დაახლოებით 60 000 დოლარს ითხოვს. მისი დამონტაჟება კი 7-8 ათასი დოლარი დაგიჯდებათ.
დღეისათვის, სისტემა პასიურია, ანუ არ იცვლის ფერებს დღის განმავლობაში. თუმცა, დეველოპერები შეჩერებას არ აპირებენ და გეგმავენ, შექმნან დინამიური ეფექტის განათება. ამ შემთხვევაში, “მზე” შეიცვლის მდებარეობას დღის მონაკვეთების მიხედვით. ახლა განათების მხოლოდ სამი ვარიანტი არსებობს: ჩრდილოეთი ნახევარსფეროს, ტროპიკული და ხმელთაშუაზღვისპირული “მზეები”.
მზის შუქი აუცილებელია ორგანიზმის სწორად განვითარებისა და კარგი განწყობისთვის, ამიტომ “ხელოვნური მზე” CoeLux-ი ძალიან სასარგებლო გამოგონებაა.