
როგორ მოვაწყოთ სამსართულიანი აპარტამენტები 17 კვ.მ.-ში – ეს დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, თუმცა ერთმა ამერიკელმა სკულპტორმა გადაწყვიტა, რომ ეს შესაძლებელია. მან სიეტლის ერთ-ერთ უძველეს სახლში სარდაფი შეიძინა და აქცია იგი მყუდრო ბუდედ, რომელშიც ორი ველოსიპედი თავისუფლად გადაადგილდება.
მინიმალიზმის მიმდევარი
სკულპტორი სტივ ზაუერი(Steve Sauer) მინიმალისტური სტილის მიმდევარია. მას შთააგონებს ერგონომიური სკანდინავური და ფუნქციური იაპონური ინტერიერები. იგი დიდხანს ეძებდა საცხოვრებელს, რომელიც მის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა. სტივს არ უნდოდა ვრცელი სახლი მრავალი კვადრატული მეტრით.
თამამი ექსპერიმენტი
მას უნდოდა ექსპერიმენტი, თანაც ძალიან თამამი. იდეალური ვარიანტი მან სიეტლის ერთ-ერთ სახლში იპოვა. შენობა უკვე 100 წელზე მეტისაა. თუმცა, სტივს არა ბინა, არამედ სარდაფი აინტერესებდა. იქ ჩასვლისას მიხვდა, რომ სამმეტრიანი ოთახი, 17 კვ. მ. ფართობით, შესანიშნავი ადგილი იყო თავისი კრეატიული ექსპერიმენტების გამოსაცდელად.
ვერტიკალური ზონირება
სარდაფის სრულად მოწყობისთვის, სკულპტორს დაახლოებით 7 წელი დასჭირდა, თუმცა შედეგი ამად ღირდა: ბინაში ახლა სამი სრულყოფილი დონეა, რომლებზეც ფუნქციური ზონებია განთავსებული. სულ ზემოთ დიდი, ორსაწოლიანი საძინებელია მოთავსებული, შუა დონე – იდეალური ადგილია წიგნის წასაკითხვად, ხოლო კიბეების საფეხურები სათავსოების ფუნქციასაც ითავსებს. პირველი დონე ჰარმონიულადაა განაწილებული მისაღებ, სასადილო, სამზარეულო და სააბაზანო ოთახებად.
ავეჯი და ფერი
ავეჯის დიდი ნაწილი სტივმა იკეაში შეიძინა, ზოგიც თავისი ხელით დაამზადა. თუმცა, დიზაინერული ნივთების გარეშე ვერაფერს გახდებოდა – ბინაში სტივის საყვარელი დიზაინერული წარმოების, ფრენკ სტარკის ნივთებიც დევს.
თავისი საცხოვრებლის ფერი სტივმა უყოყმანოდ შეარჩია. მისი თქმით, ცისფერი სწორედ პატარა სივრცეებისთვისაა ზედგამოჭრილი. რამდენადაც იგი მსუბუქად გარდასახავს სივრცეს, ვიზუალურად აფართოვებს და აჰაეროვნებს მას. დონეების ვიზუალური დაყოფისთვის კი სკულპტორმა გრიფელის ფერი გამოიყენა.
ტაქტილური შეგრძნებები
ბინაში თითქმის ყველა ავეჯი ხისგანაა დამზადებული. სტივს უყვარს ეს მასალა, რამდენადაც მოსწონს მისი სითბო შეხებისას. სტივი ტაქტილური ადამიანია და სწორედ ამიტომ მოათავსა მისაღების ზონაში ფუმფულა ხალიჩა, ხოლო მეორე დონეზე – ტყავის დივანი. სააბაზანოს ფილებიც კი მცირე ზომებისაა.
მოულოდნელი სურპრიზები
ამ პროექტის ავტორი გიჟდება ველოსპორტზე. თავისი რკინის ცხენის გარეშე არსად მიდის, ამიტომ ამ პატარა ბინაში სტივმა თავისი ველოსიპედისთვისაც გამონახა ადგილი – იგი ჭერზე მიამაგრა.
მცირე ზომის აპარტამენტებში კიდევ ერთი საიდუმლოა – სააბაზანოში შესასვლელის წინ ჯაკუზი იმალება. ასე სტივმა გადაწყვიტა, დაეზოგა სასარგებლო სივრცე, თუმცა არც ცხელ აბაზანაზე უთქვამს უარი. სწორედ ამიტომ მოუვიდა თავში ჩაშენებული მრგვალი აბაზანის იდეა.
მოგწონთ სტივის ბინა?