თავშესაფარი უსახლკაროებისთვის: დროებითი საცხოვრებლის პროტოტიპი

ფინელმა სტუდენტებმა შეიმუშავეს დროებითი საცხოვრებლის პროტოტიპი უსახლკაროებისთვის, სტუდენტებისა და მათთვის, ვისაც თავს ზემოთ ჭერი ნამდვილად სჭირდება. კომპაქტური სამსართულიანი საცხოვრებლის დადგმა შეიძლება ყველაზე ვიწრო ნაკვეთზეც კი, ხოლო სახლის დამონტაჟებას მხოლოდ 1 დღე სჭირდება.

სტუდია Wood Program Studio-ს სტუდენტებმა, Aalto University School of Arts Design and Architecture-დან, წარმოადგინეს სახლის პროტოტიპი, სახელად Kokoon. შენობა სამი შეერთებული სექციისგან შედგება, ხოლო მის მონტაჟს მხოლოდ 1 დღე სჭირდება.

სახლში სამზარეულო თავისი სასადილოთი, საძინებელი ოთახი და სააბაზანოა სხვადასხვა სართულებზე, რომლებიც ერთმანეთს კიბით უერთდება. საცხოვრებელი ფართი 35 კვ.მ.-ს შეადგენს. გარედან, კოკუნ-სახლი მოპირკეთებულია ნატურალური ნაძვით, ხოლო შიგნიდან – დაწებებული ფიცრებით. თბოიზოლაცია ცელულოზის ბოჭკოების წყალობით ხორციელდება. სავარაუდოდ, სახლი უნდა შეუერთდეს ქალაქის თბო-, ელექტრო- და წყალმომარაგების სისტემებს.

დღეს Kokoon-ის ნახვა შეგიძლიათ ფინური არქიტექტორის მუზეუმის ტერიტორიაზე. ჯერჯერობით, ეს სახლი მხოლოდ სტუდენტური პროექტია, თუმცა ქალაქის ხელისუფლება უკვე დაინტერესებულია ამ პროტოტიპით.

მოგწონთ იდეა? თქვენი აზრით, გვჭირდება ასეთი პროექტები საქართველოში?