როგორ ავადუღოთ წყალი პლასტმასის ბოთლში, თუ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს

წყლის ადუღება პლასტმასის ბოთლში – ეს თავიდანვე ცუდი იდეაა. თუმცა, თუ საუბარი ველურ ბუნებაში ან რთულ სიტუაციაში უშუალოდ ფიზიკურ გადარჩენაზეა, ასეთი წყალიც კი გაცილებით უკეთესია, ვიდრე აუდუღებელი, უცნობი წყაროდან. და, მართალია, ერთი შეხედვით, პლასტმასი აბსოლუტურად უვარგისია წყლის ასადუღებლად, რეალურად, ეს ასე არაა.

შენიშნვა: პლასტმასის ჭურჭელი, ძლიერად გახურების დროს, გამოყოფს სხვადასხვა ქიმიურ ელემენტს. წყლის ადუღების აღნიშნული მეთოდიკა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ, როცა მდუღარე წყლის არსებობაზე პირდაპირ დამოკიდებულია ადამიანის სიცოცხლე. დანარჩენ შემთხვევებში რეკომენდებულია სხვა საშუალებები.

რთულია იმ სიტუაციის წარმოდგენა, როცა ადამიანს წყლის ადუღება პლასტმასის ბოთლში მოუწევს. თუმცა, ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება. ბინძური გუბის და ადუღებულ წყალს შორის არჩევანის გაკეთება დიდ დროს არ წაიღებს. თუ ხელთ სხვა ჭურჭელი არ გაქვთ, გარდა პლასტმასის ბოთლისა, შეგიძლიათ, წყალი მასშიც აადუღოთ. გარდა უშუალოდ წყლისა და ბოთლისა, დაგჭირდებათ დანა, დაახლოებით ერთმეტრიანი კაბელი(თოკი ან რამე სხვა მსგავსი), ორი 2-სანტიმეტრიანი სისქის ტოტი.

გააკეთეთ მიწაში 20х20х5 სმ-იანი თხრილი. შემდეგ შეკარით თასმა ტოტებსა და ბოთლის ყელზე. მოხსენით თავსახური და წყალი ბოლომდე გაავსეთ. დაანთეთ ცეცხლი ორმოში და დააყენეთ ბოთლი ტოტების სადგამზე ისე, რომ ცეცხლის ენები ძლივს ეხებოდეს მის ფსკერს. დუღილის პროცესში შეიძლება თანდათან გაიზარდოს ცეცხლის ინტენსიობა, როცა შეშას შეუნთებთ ხოლმე. 0.5 ლ წყლის ადუღება ასე 40-60 წუთში შეიძლება.

მნიშვნელოვანია: ასეთი მეთოდიკის გამოყენების დროს, წყალი ბოთლი აუცილებლად პირთამდე უნდა იყოს სავსე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლთან შეხების დროს, პლასტმასი სწრაფად დეფორმირდება იქამდე, სანამ ბოთლს წყლის გარშემო არ შეავიწროვებს.