
სიყვარული – ესაა ძალა, რომელიც მრავალი ქმედებისკენ გვიბიძგებს. ის გახლავთ მუზა პოეტების, მხატვრების, კომპოზიტორებისა და მწერლებისთვის. სხვა დანარჩენი, სიყვარულის სახელით, მზადაა შეუდარებელი სილამაზის მქონე სასახლეებისა და ციხე-სიმაგრეების აშენებისთვის. სამყაროში არსებობს ზღაპრულად ლამაზი და რომანტიკული არქიტექტურული ძეგლები, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დაკავშირებულია ტრაგიკულ სიყვარულთან. ისინიც კი, ვისაც სიყვარულის არ სჯერა, აფასებს ჩვენს ნაკრებში წარმოდგენილ სასახლეებს, რომლებიც სიყვარულის სახელითა და საყვარელი ადამიანის სახსოვრად ააშენეს.
1. ბოლდტის სასახლე
ბოლდტის სასახლე ნიუ იორკში, წმინდა ლორენსის მდინარის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს. ჯორჯ ბოლტმა იგი 2 ჰექტარ მიწაზე ააშენა მისი მეუღლის, ლუიზას სახელზე. იგი გეგმავდა სასახლის მისთვის ჩუქებას 1905 წლის წმინდა ვალენტინის დღეზე. თუმცა, ამ სურვილს ასრულება არ ეწერა. მშობლიურ ფერმასთან ახლოს, სამასმა ადამიანმა, მათ შორის, ქვისმთლელებმა, მშენებლებმა და მხატვრებმა, ააშენეს ექვსსართულიანი სასახლი 120 ოთახით, გვირაბებით, იტალიური ბაღებით, ასაწევი ხიდით, საბავშვო სათამაშო კოშკითა და მტრედების სახლებით. არც ერთი დეტალი არ გამოტოვებულა მშენებლობის დროს. ითვლებოდა, რომ სასახლესთან ერთად კიდევ 11 შენობა უნდა აშენებულიყო, და ეს იქნებოდა ყველაზე გრანდიოზული მამული ამ რეგიონში. თუმცა, პროექტის დასრულებამდე 1 წლით ადრე, ლუიზა გარდაიცვალა. ჯორჯს გული გაუტყდა და აღარასდროს მოსულა აქ, ხოლო სასახლის მშენებლობა შეწყვიტა.
73 წლის განმავლობაში, სასახლე და სხვა შენობები ბუნებისა და ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. 1977 წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იგი სიმბოლურ ფასად – 1 დოლარად შეიძინა და გაარემონტა. კომპლექსის ყველა სხვა ნაგებობას შორის, ცალკე შეიძლებოდა იახტების სახლის, სათამაშო კოშკისა და 120-ოთახიანი სასახლის გამოყოფა. აქ დღემდე მოდიან შეყვარებულები, რომლებიც დაქორწინებას აპირებენ.
2. მერცხლის ბუდე
ეს ნეოგოთიკური სტილის სასახლე, ასევე, სიყვარულის სახელით 1912 წელს აშენდა ყირიმში და “მერცხლის ბუდე” ეწოდება. იგი ყირიმის სიმბოლოსა და იალტაში ყველაზე რომანტიკულ სასახლეს წარმოადგენს. თუმცაღა, იგი სხვა ისტორიებთანაცაა დაკავშირებული.
მაგალითად, 1927 წლის მიწისძვრის დროს, 40-მეტრიანი კლდე ავრორას ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც სასახლე ვიზიტორებისთვის მთელი 40 წლით დაიკეტა. ამის შემდეგ, სასახლეც და კლდეც გაამაგრეს და აღადგინეს. დღეს ეს სასახლე რესტორანია, რომლიდანაც ტურისტები შავი ზღის სანაპიროს ხედებით ტკბებიან.
3. სასახლე კასა ლომა
გოთიკური სასახლე კასა ლომა, რომელიც კანადაში, ტორონტოში მდებარეობს, 1911-14 წლებში ააშენა გენერალმაიორმა სერ ჰენრი მილ პალატმა თავის მეუღლე მერისთვის. გენერალს სურდა სასახლისთვის ესპანური სახელი დაერქვა – კასა ლომა, რაც ნიშნავს “სახლი ბორცვზე”. მამაკაცი ფულსა და ძალისხმევას არ იშურებდა, ამიტომ სასახლე იმ დროისთვის მაქსიმალურად თანამედროვე გამოვიდა.
მშენებლობისას სულ დაიხარჯა 5 მლნ დოლარი (დღევანდელი კურსით 65 მლნ). თუმცა, პირველი მსოფლიო ომის რეპრესიების დროს, სასახლეში არსებული ხელოვნების ნიმუშები აუქციონზე 1.5 მლნ, ხოლო ავეჯი – 250 000 დოლარად გაიყიდა.
სასახლის მშენებლობაში 300 ადამიანი მონაწილეობდა. დღეს იგი მუზეუმია, რომელიც, თავის მხრივ, პოპულარული ტურისტული ადგილია. ინტერიერი 15 წლის განმავლობაში რესტავრირდა. 98-ოთახიან სასახლეს გარს ორჰექტრიანი ბაღიც აკრავს.
4. კაპიტნის სასახლე
კაპიტნის სასახლე, იგივე, რეინოლდსის სასახლე, რომელიც აშშ-ში, ოკლაჰომაში, კამერონში მდებარეობს, სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით, სიდიადითა და ზომებით ვერ დაიტრაბახებს, თუმცა იმით ფასობს, რომ სიყვარულის ისტორიასთანაა დაკავშირებული. კაპიტანი ჯ. ე. რეინოლდსი სამოქალაქო ომის მონაწილე გახლდათ. მას “მამაკაცურ შოვინისტს” უწოდებდნენ, რამეთუ ქალებისა და მათი საქმიანობის მიმართ ნაკლები პატივისცემით გამოირჩეოდა.
5. ტაჯ მაჰალი
ტაჯ მაჰალი აგრაში, ინდოეთში, ასევე სიყვარულის სახელზე აშენდა, თუმცა ეს სიყვარული ტრაგიკული იყო. ეს მავზოლეუმი აღიმართა, როგორ საყვარელი გარდაცვლილი მეუღლის ნამდვილი სიყვარულის ხსოვნა. იგი დიადი მუღოლების იმპერიის მმართველმა, შაჰ-ჯაჰანმა ააშენა თავისი საყვარელი ცოლის, მუმთაზ-მაჰალის გარდაცვალების შემდეგ. ეს შენობა იმის მაგალითია, თუ რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს ჭეშმარიტი სიყვარულის გულისთვის. მავზოლეუმის გუმბათი და ოთხი მონასტერი თეთრი მარმარილოსგანაა აშენებული, კომპლექსის დანარჩენი შენობები კი – წითელი ქვისგან. ინტერიერი და ექსტერიერი აერთიანებს ინდური, მუსლიმური და სპარსული არქიტექტურების ტრადიციებს.
6. კეპლის სასახლე
ეს მალაიზიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სასახლეა, რომელიც უილიამ კეპლი სმიტმა სიყვარულის სახელზე ააშენა. პლანტატორმა დააგროვა ქონება და სახლში იმისთვის დაბრუნდა, რომ აგნესზე ექორწინა. 1903 წელს ოჯახი მალაიზიაში დაბრუნდა. აგნესი სასახლეში ბედნიერი არ იყო, რამდენადაც ბრიტანეთის სახლი ენატრებოდა. როცა 1915 წელს მას ვაჟი შეეძინა, კეპლიმ შენობის გადიდება გადაწყვიტა. მშენებლობის დროს, მან სამი – ბერძნულ-რომაული, მავრიტანული და ინდური – არქიტექტურული სტილის გაერთიანება გადაწყვიტა.
მან უგულებელყო წყევლა, რომლის შესახებაც აფრთხილებდნენ, და დაბრუნდა ინგლისში, რათა შეეძინა წამოსაწევი კრანი სასახლის სახურავის დასამაგრებლად. მგზავრობის დროს, იგი ფილტვების ანთებით დაიღუპა. სასახლის მშენებლობა შეჩერდა, ხოლო მუშები დაიშალნენ. ეს ადგილი დღეს პარანორმალურად ითვლება და ბევრი მკვლევარი თუ მოჩვენებებზე მონადირე მიდის სასახლის ნანგრევების სანახავად.
7. ტორნვუდის სასახლე
ტორნვუდის სასახლეც სიყვარულის სახელით აშენდა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში მამაკაცმა იგი არა ახალშერთული ცოლის ან საყვარლისთვის ააშენა, არამედ ქალისთვის, რომელთანაც უკვე 20 წელი დაჰყო. მშენებლობისთვის აგურები მე-15 საუკუნით დათარიღებული შენობის ნანგრევებიდან აიღეს.
ტორნვუდი – ესაა ბაღების სასახლე, რომელშიც დღეს საქორწილო ცერემონიებს მართავენ. ერთ-ერთ ბაღს, რომელიც სასახლეს აკრავს გარს, ანამ “საიდუმლო ბაღი” უწოდა. მასში დიდი ჭადრაკის დაფაა. ამ სასახლეში ანასა და ჩესტერის ქალიშვილი გათხოვდა, გააჩინა ბავშვები და ცხოვრება გააგრძელა მშობლების გარდაცვალების შემდეგაც. მისი ისტორია, საბედნიეროდ, ტრაგედიასთან არაა დაკავშირებული.
8. ტორეკიარის სასახლე
ტორეკიარის დიდი სასახლე იტალიის ჩრდილოეთში 1448-1460 წლების პერიოდში გრაფ მარია II როსიმ ააშენა ბიანკა პელეგრინის სიყვარულის სახელზე. მასში ყველაფერი სიყვარულით იყო გაჯერებული, მათ შორის, ოთხი კოშკი, აშენებული კომპოზიციაში, რომელიც შროშნის ყვავილებს მოგაგონებდათ, ბიანკას მიმართ სიყვარულზე მეტყველებდა. ოქროს ოთახი იტალიაში ყველაზე ეროტიკულ ადგილას ითვლება, რადგან მისი მთელი ინტერიერი მორთულია სიყვარულის მაძიებელი შიშველი ქალების ნახატებით. ოთახში შეერთებული, ლენტებით მორთული, ინიციალებიანი გულებია, წარწერით “Nunc et Semper”, რაც ნიშნავს “ახლა და მარადჟამ”.
9. ლეიტონის სასახლე
ამერიკის შტატ უტაში კიდევ ერთი სასახლეა, აშენებული სიყვარულის სახელზე – “ლეიტონის” სასახლე. ეს მისი არაოფიციალური სახელწოდებაა – უბრალოდ შენობა ქალაქ ლეიტონთან ახლოს დგას.
ოჯახური წყვილი ჯერ კიდევ მანამდე ცხოვრობდა, სანამ სასახლის მშენებლობა დაიწყებოდა. ცოლის დედა ხშირად ეუბნებოდა თავის შვილს, მიეტოვებინა უქონელი ქმარი და მდიდარს გაჰყოლოდა ცოლად. გარკვეული დროის შემდეგ, ასეც მოხდა.
სხვათა შორის, ახალი ქმარიც გაღატაკდა. ქალი უტაში გადავიდა და უდაბნოში თავისთვის ააშენა სიმპათიური სახლი. მალე, მისმა პირველმა ქმარმა დიდი ქონება დააგროვა და წარმატებული გახდა. ბედის ირონიით, მან პირველი ცოლის დაბრუნება მოისურვა. მალე იგი უტაში გადავიდა და ააშენა სასახლე, თანაც ყოფილი ცოლის სახლის წინ. ყოველდღე, ჭურჭლის რეცხვისას, იგი ხედავდა სასახლეს ფანჯრიდან. მორალი ასეთია: ხანდახან, დედებს არ უნდა მოუსმინოთ!
10. დობროიდის სასახლე
ინგლისში, ტოდმორდენში მდებარე დობროიდის სასახლის ისტორია დაიწყო, როგორც ზღაპარი. აყვავების გზაზე მყოფი ქალაქის ბამბის საწარმოს მფლობელს, ჯონ ფილდენს შეუყვარდა ადგილობრივი ქვრივი რუთ სტენფილდი. იგი მამაკაცს ცოლად გაყოლად დაჰპირდა, თუ მისთვის სასახლეს ააშენებდა.
ისევ სასახლე და სიყვარულის ტრადიკული ისტორია: ჯონმა გადაწყვიტა, თავისი აზრით, გაუნათლებელი ცოლის გაგზავნა შვეიცარიის სპეციალურ სკოლაში, რათა იგი ღირსეულად წარმოეჩინა მაღალი წრის საზოგადოებაში. სწორედ ამ ფაქტმა მოკლა სიყვარული. მშენებლობა, როგორც სიყვარულის ახსნის დაპირება, იქცა უწესრიგობად, ხოლო ქორწინება მალევე დასრულდა.
სასახლეში 66 ოთახი, 4 კოშკი, მთავარი კოშკი და 17-ადგილიანი თავლაა. სასახლის კედელზე დღემდე შემორჩენილია მარმარილოში გამოკვეთილი სამი ასო JFR, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ფილდენმა სასახლე რუთისთვის ააშენა.