ეგზოტიკური დასასვენებელი ადგილი: სახლი გამოქვაბულში

რას არ იგონებენ ადამიანები ბუნებასთან მეტად დასაახლოვებლად. ასე, მაგალითად, ესპანელმა არქიტექტურულმა სტუდიამ შექმნა დასასვენებელი სახლი, რომელიც უზარმაზარ გამოქვაბულს მოგაგონებთ. მასში ყოფნისას, თავს ნამდვილ გამოქვაბულის ადამიანად იგრძნობთ.

მისი მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ქვა, რომელშიც საცხოვრებელია მოთავსებული, სრულიად ხელნაკეთი შენობა. მისი შექმნა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. თავიდან, მუშებმა ამოთხარეს ორმო, რომელიც ჩალით ამოავსეს. ამის შემდეგ, ჩაყარეს მასში დიდი რაოდენობით მიწა, ჩაასხეს ბეტონის ხსნარი და გააშრეს.

როცა სახლის საძირკველი მზად იყო, ქვის ნაწილი გამოტეხეს, რათა ჩალისთვის მიეგნოთ. ფირმის არქიტექტორებმა დამხმარე ძალად გამოიყენეს ძროხა პაულინა, რომელსაც მთელი ამ თივის შეჭმა დაევალა.

პროცესი თითქმის 1 წელს გაგრძელდა. შედეგი შესანიშნავი გამოვიდა: სახლი-ტრუფელი (The Truffle) ძალიან ორგანულად შეერწყა გარშემო ლანდშაფტს.

კოსტა-დე-მარტეს(ესპანეთი) ოკეანის სანაპიროზე განლაგებული საცხოვრებელი შესანიშნავი ადგილია ეგზოტიკური დასვენებისთვის. მისი არქიტექტურა შესრულებულია მინიმალისტურ სტილში. 25 კვ.მ. ფართი მოიცავს საწოლს მაღალ პლატფორმაზე, შხაპსა და ჩაშენებულ ბუხარს.

დაისვენებდით ამ სასტუმროში?