
ნივთების შესანახავი ადგილების ორგანიზება ძალიან რთული პროცესია. ასეთი ადგილი ყველას სჭირდება და აუცილებელია, რომ იგი არამხოლოდ ფუნქციური, არამედ ლამაზიც იყოს. ხშირად, ნივთების შესანახავად იყენებენ თაროებსა და სტელაჟებს. თუმცა, ისინი ხანდახან მოსაწყენად და უინტერესოდ გამოიყურება. როგორ ავიცილოთ ეს თავიდან? პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა კუთხის თაროები. ლამაზი, სასარგებლო და ძალიან კომპაქტური.
კუთხის თაროები სამზარეულოში
მოკალით ერთდროულად ორი კურდღელი: რას იტყვით კუთხის სტელაჟზე, რომელიც ერთდროულად სამზარეულოს სამუშაო ადგილსა და ფანჯრის გვერდოთაა?
სქელი, მუქი და ცოტათი უხეში თაროები შესანიშნავ ჰარმონიას ქმნის მონაცრისფრო-ცისფერ ზედაპირსა და კედლებთან. პროექტის გენიალობა იმაში მდგომარეობს, რომ თაროები ჭერამდეა დამაგრებული და ხის ძელების ეფექტს ქმნის.
პიტნისფერი, ცისფერი და ნაცრისფერი. ალბათ, ყველა ვერ გარისკავდა ამ ელფერების თავმოყრას.
რას იტყვით კუთხის კარადებზე? პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მათი კარი რთულად იხსნება. სიტუაციას გადაწყვეტს ღია კუთხის სტელაჟი, რომელზეც ლამაზ ჭურჭელს დაალაგებთ.
კუთხის სტელაჟები სამუშაო ადგილის ორგანიზებისთვის
კუთხის სტელაჟი, შესრულებული ცივი და თბილი მასალებით, იდეალური გადაწყვეტილებაა სამუშაო ადგილის დიზაინისთვის. სხვადახვა მეტალის, ტექსტურისა და ფუნქციურობის შერწყმა ნამდვილად საუკეთესო ვარიანტია ამ ადგილისთვის.
მონაცრისფრო-ლურჯი სტელაჟები – ინტერიერის ლამაზი ელემენტია: ფუნქციურობა, კრეატიულობა და დიზაინი..
კუთხის თაროები სოფლურ სტილში
მოძველებული, სქელად დაჭრილი დაფების თაროები, მონაცრისფრო ტონებით, ძალიან ჰარმონიულად ერწყმის შავ-თეთრ სამზარეულოს.
სულ ორი კუთხის თარო მუქი ხისგან, რომელზეც თეთრი ჭურჭელია დალაგებული – და მოდური სამზარეულო მზადაა!
პატარა სამზარეულო ისე გამოიყურება, თითქოს მასში ბევრი ადგილია შესანახავად. ეს ასეცაა! საქმე კუთხის თაროებშია, რომლებიც წარმატებით ერწყმის ინტერიერს და ბევრ ნივთს იტევს.
კუთხის თაროები სააბაზანო ოთახში
კედელში ჩაშენებული კუთხის სტელაჟი ლამაზი ჰარმონიული შტრიხია ქათქათა სააბაზანოში. იგი მოსახერხებელია იმითაც, რომ აბაზანასთან საკმაოდ ახლოსაა.
ის, თუ როგორ ეცემა მზის სინათლე თაროებზე, გასაოცარ ეფექტს ქმნის. ამ სააბაზანოში თაროები არამხოლოდ ნივთების შესანახავად, არამედ ვიზუალური ბალანსისთვისაც გამოიყენება. თეთრი და შავი ელფერები წარმატებით ნაწილდება ოთახში.
სააბაზანო მაღალი კლასის სპა-ცენტრს ჰგავს, რომელშიც ნატურალური ქვა და მცენარეები გამოიყენება. კუთხის თაროები იდეალურადაა განლაგებული ფანჯრის გარშემო.
კუთხის თაროები გარე კუთხეზე
ითვლება, რომ კუთხის თაროები მხოლოდ ისინია, რომლებიც კედლების შიდა კუთხეზე მაგრდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათი დამაგრება გარე კუთხეზეც შეიძლება.
ხშირად, დიასახლისები ასეთ კედლებს აწყდებიან და არ იციან, რა მოუხერხონ. ამ შემთხვევებისთვის გარე კუთხის თაროების იდეა შეუდარებელია.
კიდევ ერთი კუთხე, რომელიც იქცა მოსახერხებელ, ლამაზ და ძალიან პრაქტიკულ სივრცედ.