
დღევანდელობაში, საცხოვრებელი ოთახების გარდასახვისთვის შთამაგონებელი იდეების პოვნა სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ასეთი მარტივი არაა, როგორც გვეჩვენება ხოლმე. რემონტი ხომ შრომა და საგრძნობი კაპიტალდაბანდებაა. თუმცა, ჩვენ ვიპოვეთ ვარიანტები ამ პროცესის გასაიაფებლად, ახალგაზრდა გოგონას მაგალითზე, რომელმაც მხოლოდ 5 დღეში დამოუკიდებლად გარდასახა ოთახი რადიკალურად.
რემონტის გაკეთებისკენ სხვადასხვა გარემოება გვიბიძგებს ხოლმე. ვიღაცამ ახალი სახლი იყიდა ან მოუვლელი ბინა დაიქირავა, ხოლო სხვას უბრალოდ მობეზრდა ერთფეროვნება და მოუნდა ცვლილებები…
ლინ ლიმ-უოლკერის (Leanne Lim-Walker), საინტერესო ვიდეოების გადაღების მოყვარულისა და იუთუბერის, შემთხვევაში, სამოდელო ბიზნესის წარმომადგენელმა, მოდურმა ფოტოგრაფმა და ინგლისში ცნობილმა ბლოგერმა თავის მეუღლესთან, მსახიობთან და კომიკოს სტივენ ფრაისთან ერთად, 1 წლის წინ შეიძინა სახლი თავის მშობლიურ ქალაქ ნორიჯში, რომელიც საგრაფო ნორფლოკში(დიდ ბრიტანეთში) მდებარეობს.
საინტერესოა: Leanne Lim-Walker – მოდელი, მოდური ფოტოგრაფი და ბლოფერია, ცნობილი თავისი პორტფოლიოთი და სოციალურ ქსელებში მოღვაწეობით. ფოტოგრაფიამ იგი ჯერ კიდევ 2011 წელს გაიტაცა და დიდ წარმატებას მოკლე დროში მიაღწია. მისი კლიენტების სიაში შედიან გამომცემლობა Random House Publishing, ჟურნალები Fussed, Rock, Paper, Scissors, კომპანია Asthma და სხვ.
გოგონას შემოქმედებითი ბუნების გათვალისწინებით, ეჭვიც კი არავის შეპარვია, რომ დიზაინის შემუშავება ასე გაიტაცებდა და თავისი სახლის ინტერიერის მოწყობით თავადვე დაკავდებოდა. აპარტამენტების დიდი ნაწილი, რომელშიც თავის ქმართან ერთად ყოველდღიურად იმყოფება, მან მოაწესრიგა, თუმცა რამდენიმე ოთახი ჯერ კიდევ არასახარბიელო მდგომარეობაში იყო. და, როცა მეგობრებმა შეატყობინეს, რომ მასთან სტუმრად აპირებდნენ მისვლას, ლინს მოუხდა საგანგებო წესით მოეყვანა წესრიგში ერთ-ერთი სასტუმრო ოთახი.
-“გასულ კვირას 30 წელი შემისრულდა და ჩემთან მეგობრები აპირებდნენ მოსვლას. არ მინდოდა მათი მოთავსება გასაბერ მატრასზე კუთხის ოთახში. ამიტომ გადავწყვიტე, მეცადა და მომესწრო ერთი თავისუფალი ოთახის გარემონტება ჩვენს სახლში. გამომივიდა კიდევაც!” – წერს გოგონა თავის Instagram-გვერდზე.
ოთახის დარდასახვა დაუწყი იატაკის საფარის მოხსნით, რასაც საკმაოდ უსიამოვნო სურპრიზები მოჰყვა კედლს გასწვრივ დიდი ნაპრალებისა და შეუღებავი ფიცრებისგან შექმნილი იატაკის სახით. ასევე, საჭირო გახდა ძველი ფარდების მოხსნა, კედლიდან ლურსმნების ამოღება, ხვრელებისა და ნახეთქების ამოვსება.
კედლების ნაცრისფერ-ცისფერი ფერი საერთოდ არ მოსწონდა დიასახლისს, ამიტომ გადაწყვიტა, ისინი თეთრად, ხოლო ბუხრის გარშემო აგურები – შავად შეეღება, რითაც აქცენტური ელემენტი შექმნა.
ამ ოთახისთვის ცოტაოდენი გლამურულობა რომ შეემატებინა, ხის იატაკები კევისფრად შეღება. ასეთი გადაწყვეტილება სპონტანური არ იყო, რამდენადაც ლინი არასდროს ყოფილა გულგრილი მოვარდისფრო ტონებისადმი, თანაც, ეს არაერთხელ განიხილა თავის გვერდზე.
როცა საღებავი გაშრა, მეუღლეებმა ავეჯის დაყენება დაიწყეს. ფულის დაზოგვის მიზნით, შეიზინეს ყოველგვარი დეკორაციის გარეშე საწოლი, კომოდი და ტუმბოები, რადგან მათი შეღებვა და გადაკეთება სურვილისამებრ იქნებოდა შესაძლებელი.
ავეჯის აწყობისა და შეღებვის შემდეგ, ლინმა ავეჯს დაამაგრა წინასწარ მომზადებული ფურნიტურა, დაკიდა ფარდები და ოთახი თითქმის მზად იყო სტუმრების მისაღებად.
პატარა ნახატების, მაგიდის სანათისა და მსგავსი წვრილმანების გამოყენებით, სასტუმრო ოთახს მოდური იერი მიენიჭა. ახლა, განახლებული ოთახის ნახვისას, რთულია იმის წარმოდგენა, რომ მხოლოდ 5 დღის წინ ძალიან უსახური იყო.