ახალგაზრდა ამერიკელმა ჩამოწერილი სასწრაფო დახმარების მანქანა ბორბლებიან მყუდრო სახლად აქცია

ბოლო დროს ნამდვილი სახლური რევოლუცია მოხდა, რადგან ბევრმა დაიწყო უძრავი ქონების შეძენის ან აშენების მიზანშეწონილობაში ეჭვის შეტანა. სწორედ მათთვის, ვინც ავანტურებისკენაა მიდრეკილი და ოცნებობს ახალ შთაბეჭდილებებსა და სრულ თავისუფლებაზე, ჩნდება ახალი იდეები სატრანსპორტო საშუალებების კომფორტულ საცხოვრებლად გადაკეთებისთვის.

ასეთი ტენდენციისა და იდეალური შედეგის ნათელი მაგალითია მაიკლის ექსპერიმენტი, რომლის დროსაც, ამერიკელმა მამაკაცმა სასწრაფო დახმარების ჩამოწერილი მანქანა თავისი ოცნების სახლად აქცია.

ცხოვრების თანამედროვე პირობები თავის წესებს გვკარნახობს, ამიტომ ხდება ღირებულებების გადაფასება, განსაკუთრებით, თუ ეს უძრავი ქონების შეძენას ეხება. ზოგიერთ ადამიანს აჩერებს ბინების მაღალი ფასები, სხვებს კრედიტის აღების ეშინია, ხოლო სხვებს უბრალოდ არ უნდათ ერთფეროვან სახლში ცხოვრება. ამასთან დაკავშირებით, ბევრი იწყებს მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებას ადრეული ასაკიდან. მითუმეტეს, ახლა ისეთი დრო დადგა, როცა საკუთარი ოცნების რეალიზება უნდა სცადოთ, მიუხედავად განათლებისა და შესაძლებლობებისა, რადგან ორი-სამი ვიდეოგაკვეთილი Youtube-ზე უამრავ დავალებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ასე მოიქცა 20 წლის მაიკლიც, როცა მიხვდა, რომ სახლის შეძენას ვერასდროს შეძლებდა, თანაც, ერთ ადგილას მიჯაჭვულობა არ უნდოდა. მაშუბ პირველად დაფიქრდა ავტოფურგონის სახოვრებლად გადაკეთებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი ილუსტრატორია და სპეციალობით სულაც არაა დაკავშირებული მშენებლობასთან ან მსგავს საქმიანობასთან, მაინც გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება ვიდეოების დახმარებით.

ჩვენი ინფორმაციით, მაიკლის პირველი ტრანსფორმაციის პროექტი იყო ჩამოწერილი ავტობუსის გადაკეთება, რომელიც 23 წლის ასაკში დაასრულა. ამის წყალობით, მაიკლს თავზე ჭერი ნებისმიერ ადგილზე აქვს, სადაც არ უნდა მოესურვოს გამგზავრება, თუმცა ტრანსფორმაცია მარტივი არ აღმოჩნდა. “ავტომობილში ცხოვრება შეუზღუდავ თავისუფლებას გაძლევთ და გათქმევინებთ “კი”-ს უფრო მეტ რამეზე, ვიდრე ჩვეულებრივი სახლი”, – გვიზიარებს გამოცდილებას მაიკლი.

რამდენიმე წლის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცს ისევ მოუნდა თავისი შემოქმედებითი გეგმების განხორციელება, თუმცა, ამჯერად უფრო ექსცენტრიული სატრანსპორტო საშუალება აირჩია. როცა ნახა განცხადება სასწრაფო დახმარების ჩამოწერილი კარეტის გაყიდვის თაობაზე, მაშინვე გაყიდა ავტობუსი და შეიძინა “ლამაზი, კვადრატული ბეჰემოტი”(ასე უწოდებს მაიკლი თავის ახალ ავტომობილს).

იმის წყალობით, რომ მეგობარმა მასთან ცხოვრების საშუალება მისცა, მაიკლმა დაიწყო მანქანის გადაკეთება. მთელი ეს პროცესი ჩვეულებრივ ნაგავსაყრელზე მიმდინარეობდა. გარდა ამისა, იქ უამრავი სასარგებლო რამ იპოვა და არც დალაგება სჭირდებოდა ყოველდღე. ილუსტრატორად მუშაობის გამოცდილება მას სწორი პროექტის დაგეგმვაში დაეხმარა, ხოლო წინა გარდასახვამა და ასეთ საცხოვრებელში რამდენიმე წლის გატარებამ ხელი შეუწყო, არ დაეშვა სტანდარტული შეცდომები და სივრცე უკეთ დაეგეგმა.

მრავალფუნქციური კუთხეების გაფორმებამ სივრცის ეკონომიისა და საჭირო ნივთების უფრო კომპაქტურად განლაგების საშუალება მისცა მაიკლს. სახლის დასათბობად და საცხოვრებელი ინტერიერის შესაქმნელად, მან გამოიყენა მასალები, რომლებიც არ დაამძიმებდა თვითონ ავტომობილის წონას, რაც კარგად აისახებოდა სამომავლო მოძრაობაზე.

პროცესის გასაიაფებლად, ბევრი მასალა უბრალოდ ნაგავსაყრელიდან აიღო ან სამშენებლო ობიექტებიდან ნარჩენები შეიძინა. გარდა ამისა, ახალგაზრდა ყველაფერს თავისი ხელებით აკეთებდა, ოსტატის გამოძახება კი მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მექანიკური კვანძების წესრიგში მოსაყვანად დასჭირდა.

მანქანის გარდასახვისთვის, ბიჭმა 4 თვე დახარჯა და ეს იმის გათვალისწინებით, რომ იგი რემონტს მხოლოდ შაბათ-კვირას და გამოსასვლელ დღეებში, სამსახურის შემდეგ აკეთებდა. შედეგმა ბიჭი დააკმაყოფილა, რადგან ახალი სახლის ინტერიერი და ფუნქციურობა ისეთი გამოვიდა, როგორსაც გეგმავდა.

თანაც, მაიკლი იმდენად შთააგონა თავისმა შემოქმედებამ, რომ ფიქრობს, გადაკეთებით პროფესიონალურად დაკავდეს და ამით გამოიმუშავოს საცხოვრებელი თანხა. ამ მიზეზით, თავისი გადაკეთებული “ბეჰემოტი” გასაყიდად გაამზადა და ისევ ეძებს შესაფერის ვარიანტს, რომელიც გარდასახვისთვის შთააგონებს.

თქვენ რა აზრის ხართ ასეთ სახლებზე? იცხოვრებდით მანქანაში?