
პატარა სამზარეულო ბინების მფლობელთათვის სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით, თუ იქ ბევრი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, სწორი მიდგომით, თქვენ შეძლებთ პატარა ოთახში არამხოლოდ სამზარეულო გარნიტურისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, არამედ მცირე სასადილო ზონის მოთავსებასაც. გთავაზობთ რჩევებს ამ პროცესისთვის.
თუ თქვენი სამზარეულოს ფართობი 8 კვ.მ.-ზე მეტია, მაშინ გეცოდინებათ, როგორი რთულია მისი მოწყობა. სავსებით შესაძლებელია, რომ მოგიხდეთ კომპაქტური მაცივრისა და პატარა ნიჟარის შეძენა, უარის თქმა ფუნქციურ დასაკიდ კარადებზე ღია თაროების სასარგებლოდ, მხოლოდ იმისთვის, რომ სამზარეულოში საჭირო ნივთები მოათავსოთ. თუმცა, არსებობს სასადილო ზონაც, რომელიც სამზარეულოში უნდა იყოს. ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ რამდენიმე იდეას, რომლებიც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.
იდეა 1: სასადილო ოთახი ლოჯში/აივანზე
თუ თქვენი სამზარეულო გადის აივანზე ან ლოჯში, ესე იგი, გაგიმართლათ – შეგიძლიათ, სასადილო იქ მოაწყოთ. კარგია, თუ ისინი თავიდანვე დათბობილი და შემინული იქნება. თუ არა – მოგიწევთ ამის გაკეთება და მხოლოდ რემონტის შემდეგ გადაიტანთ სასადილოს იქ.
თუ აივნის ზომა საშუალებას იძლევა, შეგიძლიათ მთლიანად სამზარეულო გადაიტანოთ იქ.
იდეა 2: მაგიდა-ტრანსფორმერი
ეს ვარიანტი, სამწუხაროდ, აქტუალური მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ სახლში სამ ადამიანზე მეტი არ ცხოვრობს, რადგან ასეთ მაგიდასთან მეტი ფიზიკურად ვერ დაეტევა. თუმცა, პატარა ოჯახისთვის სავსებით შესაფერისია. მაგიდა დიდ ადგილს არ იკავებს და მარტივად იშლება/იკეცება.
იდეა 3: ბარის მაგიდა
ბარის სადგამიც კარგი ვარიანტია მათთვის, ვინც უჩივის ადგილის სიმწირეს სამზარეულოში. იგი კომპაქტურია და შეიძლება მისი გამოყენება არამხოლოდ სასადილო ზონის, არამედ სამუშაო ზედაპირის სახითაც. ასევე, ბარის მაგიდას შეგიძლიათ გაუკეთოთ უკჯრები, თაროები, რეილინგი და სხვა სასარგებლო კონსტრუქცია, რაც პატარა სამზარეულოში დამატებით შესანახავ ადგილს ქმნის.
თუმცა, არ შეიძლება ზოგიერთი ნაკლის გამოტოვებაც. იმის გათვალისწინებით, რომ ბარის მაგიდის სიმაღლე იატაკიდან 110-120 სმ-ს შეადგენს, მასთან ერთად მოგიწევთ სპეციალური სკამების შეძენაც. გარდა ამისა, ასეთი ვარიანტი მიუღებელია, თუ ოჯახში პატარა ბავშვები ან მოხუცები არიან.
თუ მაინც შეძენა გადაწყვიტეთ, შეარჩიეთ მოდელები ნახევარსავარძლებითა და რბილი საფარით.
თუ ბარის სადგამს იყენებთ, როგორც ზონირების მეთოდს, იგი სამზარეულოს გარნიტურის ფერსა და მასალას არ უნდა ემთხვეოდეს, უნდა იყოს უფრო მკვეთრი და კონტრასტული.
იდეა 4: მრგვალი მაგიდა
მიუხედავად იმისა, რომ პატარა სამზარეულოებში მრგვალი მაგიდა ყველაზე პოპულარული ვარიანტია, მასაც აქვს თავისებურებები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ.
პირველი – უსაფრთხოება. ერთი შეხედვით, უკუთხო ავეჯზე უფრო უსაფრთხო არაფერია. თუმცა, თუ მეორე მხრივ შეხედავთ, ბავშვებისთვის ძალიან რთულია თავიანთი მოქმედებების კონტროლი, როცა ასეთ მაგიდასთან სხედან. ისინი ვერ თვლიან მოძრაობებს, როცა, მაგალითად, ზედაპირზე ჭიქის დადება სურთ, რაც ჭურჭლის მსხვრევას გამოიწვევს. თუმცა, ბავშვი ამ ნივთს მალე მიეჩვევა და ასეთ შეცდომებს აღარ დაუშვებს.
რაც შეეხება დადებით მხარეებს – ისინი გაცილებით უფრო მეტია. მრგვალი მაგიდა გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებს, ვიდრე კვადრატული ან სწორკუთხოვანი, განსაკუთრებით, თუ მას ფანჯარასთან ახლოს დადგამთ. ჭამის დროს არ შეგიშლით მისი ფეხები, ამიტომ ჯდომაც მაქსიმალურად კომფორტულია. ასეთი ავეჯი მეტ ადამიანს დაიტევს – ეს შერჩეულ ზომაზეა დამოკიდებული. ამასთან, იგი ქმნის მყუდრო, რომანტიკურ ატმოსფეროს და უხდება ნებისმიერ ინტერიერს.