
საჩუქრად მიღებული ან ბაღში მოკრეფილი ყვავილებისთვის, ყოველ ჯერზე გვიხდება იმ ლარნაკის შერჩევა, რომელიც ყვავილების უნიკალურობასა და ღირსებას გაუსვამს ხაზს. დიზაინერები გვირჩევენ ფანტაზიის გამოვლენას, ცოტაოდენ ძალისხმევასა და დროს, რათა ხელთ არსებული საშუალებებით ორიგინალური ვაზები დავამზადოთ ჰენდ-მეიდ სტილში.
სიცოცხლეში ცოტაოდენი სინათლისა და ელვარების შემოტანა შეიძლება For Rent სტუდიოს მიერ შემოთავაზებული, ჰენდ-მეიდ სტილის ლარნაკით. ამისთვის დაგჭირდებათ სკოჩი ან ქაღალდის ლენტა, რათა ზოლები მკვეთრი გამოვიდეს. შემდეგ, ლარნაკი უბრალოდ შეღებეთ სასურველ ფერში. მეტალიკური ან მოელვარე საღებავის მეორე ფენა ლარნაკს უფრო მდიდრულ იერს მიანიჭებს. რამდენადაც ოქროსფერი და ვერცხლისფერი კლასიკურად ითვლება, ისინი ნებისმიერ დეკორს მოუხდება. ეფექტური აქცენტის შესაქმნელად უფრო მკვეთრი ფერების გამოყენებაც შეგიძლიათ.
ლარნაკი Julie-სგან იდეალურია მარინისტული დიზაინის მოყვარულთათვის. შემოახვიეთ უბრალო შუშის ლარნაკს თოკი და დაამაგრეთ წებოთი. იგი ნებისმიერი საზაფხულო ინტერიერის საბაზისო დეტალი ან ყოველდღიური დეკორის ნაწილი გახდება.
Schöne Frau-ს მიერ შემოთავაზებული დახვეწილი და ორიგინალური ლარნაკის შესაქმნელად დეკორატიული ლენტია საჭირო. პასტელური ფერები ბავშვის დაბადებისთვის ან უბრალოდ უქმე დღისთვის მიძღვნილი დღესასწაულისთვის შესანიშნავი ელემენტია, ამაღელვებელი მკვეთრი აქცენტები კი საზაფხულო წვეულებების მოყვარულებს მოეწონებათ.
იაფფასიანი შუშის ლარნაკები საბაზისო ნივთია ხელოვნების ახალი ნიმუშის შესაქმნელად. Tiffany-ის ვაზა მკვეთრი მაგალითია იმისა, თუ როგორ ქმნის სულ რამდენიმე პარატა დეტალი უბრალო ნივთს შესანიშნავ დეკორაციად. უბრალოდ სკოჩით ან ქაღალდის ლენტით მონიშნეთ ნახატი ლარნაკზე და შეღებეთ ცარიელი ადგილები სასურველ ფერში. სკოჩი მოხსენით ფრთხილად და ჩაალაგეთ ყვავილები.
Amy oт Mod Podge Rocks-ის შემოთავაზება სახლს რამდენიმე ულტრამოდურ ელფერს მიანიჭებს. ფერები, რომლებიც ღიადან მუქში გადადის, ჰენდ-მეიდ ლარნაკებს ნებისმიერ ინტერიერსა და დეკორს შეუხამებს. ლურჯი ელფერები ლარნაკში წყლის არსებობის ეფექტს ქმნის, ხოლო მწვანე – ახანგრძლივებს თქვენი ყვავილების ღეროების სიცოცხლეს.
ჰენდ-მეიდ სტილში ლარნაკის მოხატვის ტექნიკა, შემოთავაზებული Heather (Whipperberry)-ს მიერ, დაუჯერებლად მარტივია. უბრალოდ ჩადეთ საღებავში ლარნაკები, გააშრეთ და დატკბით – ეს ხომ უმარტივესია! დიზაინის სიმარტივის გამო, უნიკალური და ინდივიდუალური შედევრის შექმნა შეგიძლიათ. ამიტომ, თუ საინტერესო ფორმის უბრალო ვაზა გაქვთ, ჩართეთ ფანტაზია და აჩუქეთ მას ახალი სიცოცხლე.
ნაგვის ურნისთვის განწირული ელექტრო-ნათურის გამოყენება ლარნაკის სახით – დღეისათვის ჰენდ-მეიდ სტილის კომპოზიციის ცენტრალური ელემენტია. Merry Thought-ის იდეის გამოყენებით, გადამწვარი ნათურის ქცევა შესაძლებელია ელეგანტურ შედევრებად. ლარნაკი უბრალოდ შეუდარებლად გამოიყურება, თუ მავთულის სადგამს გაუკეთებთ.
პოლიქლორვინილის მილები – დაუჯერებლად სასარგებლო მასალაა ჰენდ-მეიდის სამყაროში. ლარნაკები David (Mod Podge Rocks)-ისგან დამზადებულია მასალით, რომლებიც ღვინისა და ფეხსაცმლის სტელაჟებისთვისაა განკუთვნილი. ფოტოებთან ერთად, ისინი ელეგანტურად გამოიყურება.
ლარნაკი ჰენდ-მეიდის სტილში Stephanie (Fab You Bliss)-სგან, დიზაინში იყენებს მეორად მასალებს. თუნუქის ქილა თხელი კედლებით, მორთული კენჭებითა და ბეტონით, ცენტრალური ელემენტი იქნება სოფლური ინტერიერისთვის. უბრალო და ნატურალური იერის გამო, იგი ვარდების თაიგულის სილამაზეს ოდნავ აფერმკრთალებს, ამიტომ მეტად უხდება ველური ყვავილების ან შერეული კომპოზიციები.
თქვენ რომელი ლარნაკი მოგწონთ? გაქვთ განსხვავებული იდეა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.