უმარტივესი მეთოდი სახლში ყველა თაგვის/ვირთხის დასაჭერად

როცა ზამთარი ახლოვდება, მღრღნელები და მავნებლები იმ ადგილებს ეტანებიან, სადაც საჭმელი ექნებათ მშიერ და ცივ დროს. ტრადიციულად, ასეთი ადგილებია საწყობები, ფარდულები და ადამიანების სახლები. არსებობს უამრავი მეთოდი მღრღნელებთან საბრძოლველად, თუმცა, ყველა მათგანი ეფექტური არაა. საბედნიეროდ, არსებობს ერთი ძალიან მარტივი და ნამდვილად ეფექტური ხრიკი, რომლითაც უნდა შეიარაღდეთ.

მაშ ასე, სახლში ყველა მღრღნელის გამოსაჭერად სულ სამი რამ დაგჭირდებათ: სატყუარა მკვეთრი სუნით(ძეხვი ან ძველი ყველი), ცარიელი პლასტმასის ბოთლი და მავთული(საკმაოდ სქელი და გამძლე).

ხაფანგის მუშაობის მექანიზმი ძალიან მარტივია. მოხსენით პლასტმასის ბოთლს თავსახური. ბოთლის ფსკერზე მოათავსეთ ცოტაოდენი სატყუარა. ამის შემდეგ, ეცადეთ იმის დადგენა, თუ სად ბუდობენ თაგვები. ამის გაკეთება შეიძლება გაგიჭირდეთ.

თუ დაახლოებით მაინც მიაგნებთ ასეთ ადგილს, დააყენეთ ხაფანგიიქ. ამისთვის, გახვრიტეთ ბოთლი და გაატარეთ მასში მავთული. შემდეგ მოხარეთ იგი ისე, რომ ფეხები მიიღოთ. კონსტრუქცია საქანელას(აიწონა-დაიწონა) უნდა ჰგავდეს.

მნიშვნელოვანია: კარგი იქნება, თუ კონსტრუქციას ხის ფუძეზე მიამაგრებთ და დააჭედებთ მასზე ხის დაფას, რომელიც თაგვისთვის მახის ფუნქციას შეასრულებს. დააყენეთ ბოთლი ისე, რომ მისი ყელი ზემოთ იყურებოდეს, სანამ თაგვი შიგნით არ შეძვრება.

საბოლოო ჯამში, თაგვი იგრძნობს სატყუარას სუნს და შეძვრება ბოთლში. უმეტეს შემთხვევაში კი, სრიალა ზედაპირის გამო, მღრღნელები უკან ვეღარ გამოვლენ.

რაც მთავარია, მღრღნელის სიმძიმის გამო, ამუშავდება “საქანელა”, ბოთლი დაეშვება და მისი ყელი ხის დაფით დაიფარება. გამოსვლას თაგვი ვეღარ შეძლებს.

საბოლოო ჯამში ისღა დაგრჩენიათ, ბოთლი გადააგდოთ. სურვილისამებრ, მოაჭერით ბოთლს ყელი და თაგვი სახლიდან შორს გაუშვით, მინდორში.

ხაფანგის შედეგი თვალსაჩინოა ამ ვიდეოში: