
თანამედროვე დიზაინერები, ჩვენი ცხოვრების გამარტივების მიზნით, ქმნიან უჩვეულო ნივთებს. მათ შემოქმედებებს შორის შეიძლება იხილოთ ჩაიდნის დასადგამი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, წყალი, პრაქტიკულად, ხელების გამოუყენებლად დაისხათ, და ბრტყელი შტეკერი იმ შემთხვევისთვის, თუ მისი დამალვა ავეჯის უკან იქნება საჭირო. ამ ორი და ბევრი სხვა ნივთის შესახებ დღევანდელ მასალაში მოგიყვებით.
1. ბრტყელი შტეკერი
ბრტყელი შტეკერი იდეალურია იმ სიტუაციისთვის, როცა შტეფსელი ავეჯის უკანაა დამალული. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვეულებრივი ნივთების გამოყენების გასამარტივებელი პატარა, თუმცა სასიამოვნო ბონუსია.
2. ფინჯანი საიდუმლოთი
ერთი შეხედვით, ეს ძალიან ჩვეულებრივი ფინჯანია მარტივი დიზაინით. თუმცა, მის კონსტრუქციაში პატარა ელემენტია, კონკრეტულად კი “ქამარი” ქვედა ნაწილზე. სწორედ მასში ხვდება წვეთები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ავეჯზე ან იატაკზე იღვრება ხოლმე.
3. მრგვალი მაცივარი
გავიდა დრო, როცა ყველა მაცივარი ერთნაირი იყო და ეს ცილინდრული ტექნიკა, მბრუნავი თაროებით, სწორედ ამის საბუთია.
4. დასადგამიანი ჩაიდანი
ელექტროჩაიდანი მოსახერხებელი დასადგამით, რომელიც მდუღარე წყლის მარტივად დასხმის საშუალებას გაძლევთ.
5. შეზლონგი
შეზლონგი, რომელიც ჩაშენებულია ხიდის კონსტრუქციაში. Novate.ge-ს აზრით, ეს ძალიან ერგონომიური და თანამედროვე გადაწყვეტილებაა.
6. მრგვალი მაგიდა
მრგვალი მაგიდა და ოთხი სკამი ერთ კონსტრუქციად იქცევა წესრიგის დამყარებისა და ადგილის ეკონომიისთვის.
7. უჩვეულო პენალი
რას არ ახვევენ ახლა ლავაშში? მაგალითად, საკანცელარიო ნივებს. მართალია, ეს ჩვეულებრივი ლავაში კი არა, რეალისტური პენალია, შესრულებული პურის სახით.
8. “ბიბლიოთეკის” მაგიდა
ავეჯის კომპლექტი შედგება მოზრდილი მაგიდისა და ორი სავარძლისგან, რომლებსაც ორიგინალური დიზაინერული საზურგეები აქვს. სავარძლების შეწევისას, ავეჯი ერთ მთლიან კონსტრუქციად იქცევა. გარედან მაგიდა ბიბლიოთეკის თაორებს მოგაგონებთ.
9. სოუსების შეფუთვა
ულუფებიანი სოუსები, რომლებიც დანის ფორმის თავსახურიან კონტეინერებშია შეფუთული. ასეთი თავსახურების გამოყენებით, თქვენ შეძლებთ კონტეინერის შიგთავსის მარტივად ამოღებას და პურზე თუ ფუნთუშაზე დატანებას.
10. ფუნქციური უჯრა
ამ უჯრას აქვს სპეციალური ადგილი გამოყოფილი ერთჯერადი ხელსახოცების ჩასადებად, ასევე, სპეციალური ხვრელიც, რომლიდანაც ხელსახოცის აღება უჯრის გაუღებლად შეიძლება.
11. თარო ფეხებისთვის
სავარძლები თაროებით, რომლებიც სპეციალურად ფეხებისთვისაა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში – იმ ადამიანებზე ზრუნვის შესანიშნავი მაგალითია, რომლებიც სამსახურიდან დაღლილები ბრუნდებიან.
12. ინტერაქტიული საჭრელი დაფა
საჭრელი დაფა ჩაშენებული სასწორითა და საათით, შესანიშნავი დამხმარე იქნება კონდიტერის ან ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის.
13. კვერცხის შეფუთვა
ინდივიდუალური შეფუთვა ყველა კვერცხისთვის ამცირეს იმის შანსს, რომ მყიფე პროდუქტი გზად გაგიტყდებათ.
14. სამზარეულოს მაგიდა
სამზარეულოს მაგიდა გრაგნილი ზედაპირით, რომელიც, დაბინძურების შემთხვევაში, უბრალოდ უნდა დაატრიალოთ. რა თქმა უნდა, დროგამოშვებით ზედაპირი უნდა მოასუფთავოთ, თუმცა ყოველ ჯერზე ტილოს გამოყენება საჭირო აღარ იქნება.
15. სანათი
დიზაინერული სანათი, რომელიც მრავალი ექვსკუთხა ფიგურისგან შედგება და ისინი ანათებს როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.
16. ნაგვის ურნა
ამ ურნას აქვს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც კონტეინერში ნაგვის ჩატკეპნვაში დაგეხმარებათ.
იხილეთ მეტი საინტერესო დიზაინერული ნივთი სტატიაში: 17 მოდური და პრაქტიკული დიზაინერული რამ სახლისა და ყოფაცხოვრებისთვის.