სრული წესრიგი: 10 რჩევა წვრილმანების ორგანიზებისთვის

შეუძლებელია ინტერიერში წესრიგის დამყარება, თუ ყოველგვარ წვრილმანს გონივრულად არ შეინახავთ. როგორ მოვახერხოთ ყველაფრის ორგანიზება ისე, რომ პატარა ნივთები ხელს არ გვიშლიდეს და ლამაზ ინტერიერს არ ამახინჯებდეს? არსებობს არაერთი საინტერესო საშუალება ამის გასაკეთებლად. ახლა სწორედ მათ გთავაზობთ.

1. ქსოვილის ჯიბეები თავსახურების, სანელებლებისა და სხვა წვრილმანებისთვის

ქსოვილის ჯიბეებს მარტივად გააკეთებთ საკუთარი ხელით: მისი შეკერვა მარტივი და იაფია, ემაგრება კარადის შიდა კარს. მასში შეგიძლიათ სხვადასხვა წვრილმანი მოათავსოთ, დაწყებული სანელებლებით, პარკებით, სახსნელებითა და დასრულებული ცხელის დასადგამებითა და კონტეინერების თავსახურებით.

2. ტენისის ბურთი – კალმების, წერილებისა და გასაღების დამჭერი

ტენისის ბურთი თითქმის ყველა სახლში მოიძებნება – ასეთი სათამაშო მოსწონთ ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს, თუმცა, როცა მის მიმართ ინტერესი ქრება, უბრალოდ სადღაც მივაგდებთ ხოლმე. აი, ამ დროს, აიღეთ იგი და მოამზადეთ ორიგინალური ორგანაიზერი.

ამისთვის, გაჭერით ბურთი ნახევრამდე ისე, რომ მასში მოთავსდეს გასაღები, კალამი, მცირე ზომის პირსახოცი, წერილები თუ ქვითრები, რომლებიც მუდმივად თვალსაჩინო ადგილას უნდა იდოს.

3. მაგნიტური სამაგრი თმისსამაგრებისა და მანიკურის ინსტრუმენტებისთვის

გოგონებს აუცილებლად ექნებათ უამრავი წვრილმანი, რომლებიც განსაკუთრებულ ორგანაიზერებს მოითხოვს. ასეთებია თმისსამაგრები და პინცეტები, რომლებიც უსასრულოდ იკარგება, ცვივა ავეჯში თუ იატაკზე. ეს თავიდან რომ აიცილოთ, დაამაგრეთ კედელზე მაგნიტის სამაგრი და პრობლემას გადაჭრით.

4. არც ერთი ლურსმანი რომ არ დაკარგოთ

დაახლოებით იგივე სიტუაციაა ლურსმნებთან, რომლებიც მუდმივად იკარგება. ამის თავიდან ასაცილებლად, უბრალოდ შეაგროვეთ ლურსმნები მოზრდილ, გამჭვირვალე ქილებში, თავსახურებს დაამაგრეთ მაგნიტები და შემდეგ ჩამოკიდეთ ქილები კარადის თაროს ქვედა მხრიდან.

5. ელექტო-სადენების შენახვა

თანამედროვე ადამიანს თავისი ცხოვრება ვერ წარმოუდგენია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, პლანშეტის, მობილურისა და კომპიუტერის გარეშე. ამ ნივთებს ყოველთვის თან ახლავს სადენები და ქაოსი. მსგავსი სიტუაციის ასაცილებლად, გააკეთეთ პრაქტიკული ორგანაიზერი სადენებისთვის. აიღეთ ფეხსაცმლის ყუთი და მოქნილი მუყაო.

6. ადგილის ეკონომია აბაზანაში

თუ მცირე ზომის აბაზანაში არეულობას ერიდებით დამატებითი თაროების დამატებით, თუმცა შამპუნების შენახვა აუცილებელია, შემდეგი იდეა დაგეხმარებათ. აიღეთ რამდენიმე ვაკუუმური მწოვარა და საკანცელარიო რეზინები, დამაგრეთ კედელზე და რეზინებით დაიჭირეთ ბოთლები.

7. ხელნაკეთი ორგანაიზერი საშინაო ოფისისთვის

ბევრი ახალგაზრდა მუშაობს სახლიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საშინაო ოფისი კომფორტულად იყოს მოწყობილი. ამის გაკეთება შეიძლება შენახვის მოსახერხებელი სისტემების წყალობით. მაგალითად, ეს პატარა ბადე უამრავ წვრილმანს დაიტევს.

8. პირსახოცები კარის თავზე

ხანდახან, სააბაზანოში პირსახოცებისა და სხვა წვრილმანებისთვის ადგილი არაა. ამიტომ განიხილეთ ყველა ვარიანტი და ყურადღება გაამახვილეთ კარის ზედა სივრცეზე, რომელსაც ხშირად უგულებელყოფენ.

9. ტუალეტის ქაღალდის ეკონომიური შენახვა

პატარა სან.კვანძის კედლები ორგანაიზერებით რომ არ გადაავსოთ, ტუალეტის ქაღალდი პირდაპირ უნიტაზის ავზზე მოათავსეთ.

10. ვარცხნილობის ხელსაწყოების შენახვა

სად შევინახოთ თმის უთო, ფენი, სახვევი? ამ კითხვას ბევრი ქალი სვამს. მოდური ორგანაიზერის გაკეთება ამ ნივთებისთვის შეგიძლიათ ჩვეულებრივი საკანცელარიო საქაღალდით. იგი ლაკონიურად და მოდურად გამოიყურება.

იხილეთ მეტი რჩევა სახლის ორგანიზებისთვის სტატიაში: როგორ შევინახოთ ნივთები მისაღებ ოთახში: 12 იდეა პატარა ბინის მფლობელთათვის.