
Costal Cave House, განლაგებული ტრამუნტანის რეგიონის სოფელ მაიორკში, ხმელთაშუა ზღვის მთელი ბუნებრივი სილამაზის დემონსტრაციას ახდენს.
ორიგინალური სახლი – ესაა ფრანგი დიზაინერის, ალექსანდრ დე ბეტაკის შემოქმედება. სახლში ყველაფერი ბუნებასთან ახლოს და ორგანულია.
Alexandre de Betak-მა თქვა, რომ ათი წლის განმავლობაში ოცნებობდა ასეთ სახლზე, 5 წელი შესაფერისი ადგილის საპოვნელად დასჭირდა, ხოლო 2 – მის ასაშენებლად. შედეგი ნამდვილი სიამოვნებაა წარმოსახვისთვის. სახლში არც ერთი სწორი კუთხე ან სწორი ხაზი არ შეგხვდებათ.
გამოქვაბულის მაცხოვრებლებით შთაგონებულმა დიზაინერმა შექმნა შესანიშნავი ინტერიერი. თითქოს, ნატურალური ქვის თაროებიც კი იწევა წინ, რათა საოჯახო ნივთების დადება სადმე შეიძლებოდეს. სოფლური ხის ძელებს, კარებსა და ავეჯს ამ ეკო-სახლში მხოლოდ სითბო შემოაქვს.
აქ სკამებად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ხის მორები. ასევე, ბავშვებისთვის კედლებში გამოტეხილია სპეციალური ნიშები სათამაშოდ და დასაძინებლადაც კი.
ინტერიერი, რა თქმა უნდა, რუსტიკალურ სტილშია გადაწყვეტილი, თანამედროვე ელემენტებით.
გამოქვაბულის შეგრძნება ქრება ეზოში გასვლისთანავე. ყველა ოთახიდან იშლება ხმელთაშუა ზღვის თვალწარმტაცი ხედი. სახლის გვერდით კლდოვანი აუზია მოწყობილი. პეიზაჟს ნამდვილად არარეალურ სამყაროში გადაჰყავს დამთვალიერებელი.
იცხოვრებდით ასეთ სახლში? რას ჩაამატებდით სრული კომფორტისთვის?