15 გზა ხის პალეტების საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის

ჩვეულებრივ, ამ მასალებს დიდი ზომის ნივთების ტრანსპორტირების დროს იყენებენ, შემდეგ კი სანაგვეზე ისვრიან – პალეტებს ნებისმიერ საყოფაცხოვრებო მაღაზიაში, სრულიად უფასოდ (ან ძალიან იაფად) იშოვით.

ამ ხის ჩარჩოების უსაზღვრო შესაძლებლობებთან ერთად, მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიის უნარი და ხელები გჭირდებათ, რათა მასალა ავეჯად ან დეკორატიულ ელემენტად, ხელოვნებად, ბაღის ატრიბუტარ აქციოთ.

გთავაზობთ 15 გზას პალეტის გარდასაქმნელად:

1. ვერტიკალური ბაღი

ყოველ დაფას შორის დატოვებული ადგილის წყალობით, პალეტი შესანიშნავი მასალაა ვერტიკალური ბაღისთვის.

2. ყავის მაგიდა

პალეტზე ბორბლებისა და შუშის დამატებით, მას მოდურ, მოძრავ მაგიდად აქცევთ. ფუნქციური და იაფი? ამ ორი სიტყვის კომბინაცია ყურს ძალიან სიამოვნებს.

3. წიგნების თარო და სათამაშოების კალათი

პალეტის გადაკეთება შეგიძლიათ ასეთ ფუნქციურ და კომპაქტურ ავეჯად:

4. ფეხსაცმლის ორგანაიზერი

ფეხსაცმელები პალეტებში სრულყოფილად ეტევა. უბრალოდ შეღებეთ ხის დაფები და მოათავსეთ სასურველ ადგილას.

5. საქანელა

ჯაჭვის გამოყენებით, პალეტს შესანიშნავ დასასვენებელ ადგილად აქცევთ. საქანელა მოუხდება როგორც ბაღს, ისე დიდ აივანსაც.

6. ღვინის ბარი

ორ პალეტზე პატარა ზედაპირის დადგმით მას საგარეო ღვინის ბარად აქცევთ. ისღა დაგრჩენიათ, მეგობრები მოიწვიოთ.

7. სანათები

პალეტები შეგიძლიათ დაკიდულ სანათებადაც კი აქციოთ. აქსესუარი მოუხდება რასტიკულ სტილს ინტერიერში, ასევე, ბაღსაც.

8. კედლის დეკორაცია

აქციეთ პალეტი სახატავ მასალად – დახატეთ მასზე სასურველი ფერებით და დაამშვენეთ ოთახის კედელი.

9. ბილიკი

თუ პალეტს დაშლით, ხის დაფების გამოყენება ამგვარად შეგიძლიათ:

10. საყვავილე

დაშლილი პალეტის დაფებით შეგიძლიათ ასეთი რასტიკული დეკორაცია დაამზადოთ. მისი გამოყენება შეიძლება როგორც სახლში, ისე ბაღშიც.

11. ოტომანი

პალეტზე ფეხებისა და რბილი საფარის დამაგრებით, მოდურ და ფუნქციურ ოტომანს მიიღებთ. მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც დეკორაციულ მაგიდად, ისე სკამადაც.

12. მაგიდის ზედაპირი

მოათავსეთ პალეტი მაგიდის თავზე და მიიღებთ დამატებით ადგილს ნივთების შესანახავად.

13. ტაბურეტები

დაამზადეთ დაშლილი პალეტისგან სასურველი ზომის ტაბურეტები ბარის მაგიდის ან აივნისთვის.

14. ჭურჭლის საკიდი

შექმენით სამზარეულოში რასტიკული მდიდრული ელემენტი ხის პალეტის გამოყენებით.

15. გრძელი სკამი

აგრეთვე, შეგიძლიათ პალეტი მოსახერხებელ და მყუდრო გრძელ სკამებად აქციოთ, რომელსაც აივანზე თუ ბაღში დადგამთ.

ახლა, ალბათ, ხვდებით, რასაც ვგულისხმობდი პალეტის უსაზღვრო შესაძლებლობებში. თქვენ თუ გამოგიყენებიათ პალეტი მსგავსი სახით? გაგვიზიარეთ გამოცდილება.