
ხის დამუშავებისას, გამოუცდელი ოსტატები და დიასახლისები აწყდებიან სხვადასხვა სირთულეს, დაკავშირებულს ამა თუ იმ საკითხთან. როგორც ნებისმიერი სხვა საქმე, სადურგლო ოსტატობასაც უამრავი საიდუმლო და წვრილმანი ახასიათებს. ამიტომ, ახლა გთავაზობთ რჩევებს, რომლებსაც ნამდვილი ოსტატები დამწყებებს სთავაზობენ.
1. საგლესი მასალებისთვის
საგლესის ფერის მასალის ფერთან დამთხვევა შესაძლებელი, თუმცა უკიდურესად რთულია. იმისათვის, რომ არ იმკითხაოთ, მოამზადეთ იგი დამოუკიდებლად. ამისთვის, მასალების გახერხვის დროს მოაგროვეთ ნარჩენები. საგლესი მზადდება ნახერხისა და პვა წებოსგან, რომელიც თანდათან უნდა დაუმატოთ და მიიღოთ “ფაფის” კონსისტენცია.
2. მოერიდეთ ფანერზე ხიწვებს
აღნიშნული პრობლემა ხსენებულ მასალასთან მუშაობის შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში იჩენს თავს. ამასთან, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი ინტსტრუმენტები იყო გამოყენებული. იმისათვის, რომ ანახეთქები თავიდან აიცილოთ, გადახერხვის ადგილას გადააკარით ქაღალდის სკოჩი. იგი მასალას დაიცავს.
3. გაფუჭებული ხრახნის ამოღება
მეტიზები, ყველაზე ხშირად, ბრტყელდება ინსტრუმენტის არასწორად გამოყენების ან დაბალხარისხიანი მასალის აღების დროს. უმეტეს შემთხვევაში, ასეთი ხრახნის ამოღება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, როგორც გეჩვენებათ ხოლმე. უბრალოდ მოათავსეთ რეზინი ხრახნსა და სახრახნისს შორის და ასე დაატრიალეთ იგი.
4. ლურსმნის ჩაჭედება თხელ ფიცარში
იმისათვის, რომ თხელი ფიცარი ლურსმნის ჩაჭედებისას არ გატყდეს, ჩაქუჩით ოდნავ დააბლაგვეთ ლურსმნის წვერი. ასე იგი უბრალოდ გაწევს ხის ბოჭკოებს, აღარ გაფლეთს. ასევე, შეგიძლიათ ბურღით სულ ცოტათი გახვრიტოთ ზედაპირი.
5. თვითმჭრელის მარტივად ჩახრახნვა
რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია მასალის ბურღით გახვრეტა, თუმცა, თუ ბურღი არ გაქვთ, გამოიყენეთ სხვა საშუალება, კერძოდ, საპოხი. იდეალში, შეგიძლიათ თვითმჭრელის წვერი სილიკონით დაამუშავოთ. თხევად მდგომარეობაში იგი შესანიშნავი მასალაა, რომელიც გაამარტივებს დაფაში ხრახნის შეყვანის პროცესს.
6. წებოს ფრთხილად მოშორება
ხის ორი დეტალის შეერთებისას, ხშირად რჩება ზედმეტი წებო. იმისათვის, რომ ნარჩენები მაქსიმალურად ფრთხილად მოაშოროთ, რეკომენდებულია ჩვეულებრივი პლასტმასის მილის გამოყენება. მოხარეთ მილი ისე, რომ იგი მჭიდროდ დაედოს ხის შეერთებული დეტალების პერპენდიკულარულ ზედაპირს. რამდენიმე მოძრაობა ნაკერის გასწვრივ და – მორჩა.