
რა შეიძლება სჯობდეს დიდ და მოსახერხებელ დივანს, რომელზეც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ წამოწვებით და დაისვენებთ? ალბათ, მხოლოდ მდიდრული აბაზანა, რომელშიც შეძლებთ მოდუნებასა და პრობლემების დავიწყებას.
გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე საოცარი და ძვირადღირებული აბაზანების ნაკრებს, რომელიც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ მხოლოდ დათვალიერებითაც კი.
10. შუშის აბაზანა Le Cob, $34000
ერთი შეხედვით მოკრძალებული აბაზანა პანორამულ აუზს მოგაგონებთ. მომადუნებელი ეფექტი მიიღწევა იმ წყლის დამსახურებით, რომელიც აბაზანიდან გადმოდის და მის წინ არსებულ ხრეშზე ხმაურით ეცემა. კიდევ ერთი დადებითი მომენტი კონსტრუქციაშია. იგი მომცრო ზომისაა, წყალსაც ცოტას იტევს. სავარაუდოდ, მოდუნებისთვის უფროა, ვიდრე ბანაობისთვის.
9. აბაზანა “Diamond”, $39000
სვაროვსკის 45 000 თვლით მორთული ძვირადღირებული და ორიგინალური აბაზანის ავტორი ლორი გარნერია. შექმნის პროცესს 3 წელი დასჭირდა.
8. აბაზანა “Red Diamond”, $47200
Aldo Puglielli-მ შექმნა აბაზანა სავაჭრო ბრენდ Watergames Technologies-ისთვის, რომელიც პრემიუმ კლასის სანტექნიკურ პროდუქციას სწარმოებს. იგი აღჭურვილია მრავალფეროვანი განათებით, წყალგამძლე ტელევიზორებით, მასაჟორითა და შამპანურის დასადგამით, ეს უკანასკნელი კი სვაროვსკის კრისტალებითაა გაფორმებული.
7. სპილენძის აბაზანა “Kallista Archeo”, $67557
იმავე სპეციალისტებმა, რომლებმაც თავისუფლების ქანდაკების ჩირაღდანი შეაკეთეს, შექმნეს 1.5 მეტრი სიგრძისა და 0.75 მ სიგანის მქონე ორიგინალური სპილენძის აბაზანა.
6. აბაზანა “Serenity”, $76658
1 მეტრამდე სიმაღლის აბაზანა ბრინჯაოს ნაკეთობაა ვერცხლისა და ოქროს აქცენტებით. ასეთი ავეჯი მსოფლიოში მხოლოდ 12 ცალია.
5. ამეთვისტოს აბაზანა, $121200
იასამნისფერი სასწაული 24-კარატიანი ოქროს ფეხებზე დგას. აბაზანაში გათვალისწინებულია დამატებითი აქსესუარები: დისპენსერი ლოსიონებისთვის, სასაპნე და მაღალი ჭიქა.
4. მალაქიტის აბაზანა, $222000
ამ ულამაზესი აბაზანის ავტორი გახლავთ იტალიელი დიზაინერი Luca Bojola. ეს ავეჯიც ოქროს ფეხებზე დგას.
3. მთის ბროლის აბაზანა, $790310
Luca Bojola-მ შექმნა სამი დაუჯერებელი აბაზანა იტალიური ფირმა Baldi-სთვის, რომელიც ინტერიერის გაფორმებითაა დაკავებული. თითოეულ მის ნაკეთობას დასჭირდა 10-10 ტონა ამაზონური ბროლი. აბაზანების უხეში კუთხეები აძლიერებს გამოყენებული მასალის ბუნებრივ სილამაზეს. ორი აბაზანა ამ მომენტისთვის გაყიდულია. ერთ-ერთი 2008 წელს რუსმა ოლიგარქმა შეიძინა და მასში $858763 გადაიხადა. მეორე კი 2011 წელს მილიონ დოლარად შეიძინა ბრიტანელმა Tamara Ecclestone-მ.
2. ოქროს აბაზანა, $987000
იაპონურ სასტუმრო Kominato-ს მეათე სართულზე დაამონტაჟეს 80-კილოგრამიანი აბაზანა, დამზადებული ნამდვილი ოქროსგან. უსაფრთხოების მიზნით, დამთვალიერებლებს მასთან დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით იღებდნენ. სხვათაშორის, ამას ხელი არ შეუძლია ვიღაცისთვის, 2007 წელს აბაზანა მოეპარა. ვერ იპოვეს ვერც აბაზანა და ვერც იდუმალი დანაშაულის მოწმეები.
1. აბაზანა “Le Grand Queen”, $1700000
აბაზანა ამოკვეთილია ნატურალური ნახევრადძვირფასი ქვისგან, რომელსაც განკურნების ეფექტი აქვს. იგი იმდენად იშვიათია, რომ მისი მოპოვების ადგილი დღემდე საიდუმლოდ რჩება. დიზაინერმა Simon Krapf-მა 10-ტონიანი ქვისგან დაამზადა აბაზანა, ინდონეზიური კანოეს ფორმით. ნაკეთობა უცნობმა მყიდველმა შეიძინა დუბაის საიუველირო ნაკეთობების საერთაშორისო ფესტივალზე. აბაზანა ულამაზესია…