
დღეები მოკლდება, ტემპერატურა ეცემა და საძინებელი იქცევა იდეალურ ადგილად, სადაც შეძლებთ თბილად გახვევას და სამყაროსგან მოწყვეტას. თუმცა, საზაფხულო ინტერიერი საშემოდგომო განწყობას ნამდვილად არ უხდება, ამიტომ მოგიწევთ, საძინებელში გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ.
მრავალფენიანი სკამები
ცხვრის ტყავი – ეს ის ელემენტია, რომელიც ნებისმიერ ოთახს უხდება. თუ საძინებელში სავარძლები ან სკამები დევს, დააფარეთ მათ ცხვრის ტყავი, და ჯდომა გაცილებით უფრო კომფორტული და თბილი იქნება.
ვცვლით პორტიერებს
მსუბუქი და ჰაეროვანი ფარდები ჩამოხსენით და შეინახეთ შემდეგ სეზონამდე, დაკიდეთ მძიმე პორტიერები. ორმხრივი ქსოვილი დაგეხმარებათ საძინებელში ინტერიერის სრულად შეცვლაში და ეს ცვლილება ზამთარშიც გამოგადგებათ.
ოცნების ხალიჩა
დაუჯერებლად რთულია, თავს საბნიდან გამოძვრომა აიძულოთ, თუ ფეხები ცივ იატაკს ელოდება. თუ ხალიჩა არ გაქვთ, იგი დაუყოვნებლივ უნდა დააფინოთ, ხოლო თუ გაქვთ – საწოლთან ახლოს დადოთ.
საშემოდგომო გამა
შთაგონება აიღეთ ბუნებისგან, ამიტომ, შემოდგომის მოსვლასთან ერთად, ინტერიერში ახალი აქცენტები უნდა გაჩნდეს. მიანიჭეთ უპირატესობა ცხელ ნარინჯისფერ, ოქროსფერ-ყავისფერ და ბადრიჯნისფერ აქცენტებს. ეს შეიძლება იყოს დეკორატიული ბალიშები თუ აბაჟურები.
მოდური სათავე
პირველი, რაც საძინებელში შესვლისას გვხვდება თვალში – ესაა საძინებელი, ამიტომ მის სათავე კედელს ყურადღება უნდა მიაქციოთ. რაც მეტია ტექსტურა და ფენა ინტერიერში, მით უფრო მყუდროა იგი, ამიტომ კედელი შეგიძლიათ მკვეთრი და შესამჩნევი გახადოთ.
საწოლის გადასაფარებელი
კარგი იქნება, თუ გადასაფარებლად გამოიყენებთ ხელოვნურ ბეწვს, რომელიც იდეალურია შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის და საწოლს მყუდრო კუნძულად აქცევს. ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლამაზი შალის პლედი კლასიკურ ბალიშებთან ერთად.
ფერები
ფერები – შესანიშნავი საშუალებაა ინტერიერში შემოდგომის საღებავების შემოსატანად. ამასთან, ისინი სივრცეს აცოცხლებს.
მკრთალი შუქი
სანთლები ოთახში მყუდრო და რომანტიკული ატმოსფეროს შექმნის მარტივი და იაფი საშუალებაა. თუ მათ რამდენიმე ადგილას დადებთ, მიიღებთ მშვენიერ განათებას. არ დაგავიწყდეთ გირლანდები და ნათურები, რომელთა განათების ინტენსივობის დარეგულირებაც შესაძლებელია. ყველაზე კარგი კი ისაა, თუ ოთახში ბუხარია.