მამაკაცი 4 თვის განმავლობაში არემონტებდა “უიმედო ხრუშოვკას”. მისი შრომის შედეგი თვალს ახარებს

თქვენს ნაცნობებს შორის, ალბათ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც რემონტის ხსენებაზეც ცუდად ხდებიან. ზოგიერთი ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში ათრევს წინ და უკან სამშენებლო მასალებს.

ასეთი პირებისთვის რემონტი ვერაგი წამებაა, რომლისგან თავის დაღწევასაც დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. აი, მამაკაცი, რომელიც ჩვენი სტატიის მთავარი გმირია, სხვა კატეგორიას მიეკუთვნება.

ბინის რადიკალური გარდასახვისთვის, მას მხოლოდ 4 თვე დასჭირდა. ამასთან, საცხოვრებელი ფართი თავიდან საუკეთესო მდგომარეობაში ნამდვილად არ ყოფილა.

ამ ბინას თვითონ “განადგურებული” უწოდა. ოროთახიან ხრუშოვკას ხის იატაკი და ფანჯრები ჰქონდა. გახუნებული შპალერი ოთახებში, დაუვიწყარი ცისფერი კედლები სამზარეულოსა და აბაზანაში – ერთი სიტყვით, მთელი საბჭოთა კომპლექტი.

შეძენილი ბინის დათვალიერებისას, მამაკაცმა კაპიტალური რემონტის გაკეთება დაისახა მიზნად. მან ბინისგან მხოლოდ “ყუთის” დატოვება გადაწყვიტა: კედლების გამოტეხვა, იატაკის ამოყრა, შემდეგ კი ამ ყველაფრის ხელახლა აშენება. ჩვენმა გმირმა წინასწარ დათქვა ვადები და საქმეს შეუდგა.

მამაკაცი ამ ბინაში თავად აპირებდა ცხოვრებას, ამიტომ ყველაფერი თავის გემოვნებას მოარგო. ასე, მაგალითად, სამზარეულო შეუერთა მისაღებს, გაზარდა სააბაზანოსა და საწყობის მოცულობა. ამ უკანასკნელში გარდერობის მოწყობა გადაწყვიტა, რათა ტანსაცმლის კარადების პრობლემა სამუდამოდ გადაწყვეტილიყო.

მან მინიმალიზმი გააზრებულად შეარჩია. არ სურდა ახალ ცხოვრებაში ძველის ბალასტი შეეტანა და გადაწყვიტა: მომავალ სახლს მხოლოდ ის ნივთები დაამშვენებენ, რომლებიც პირადად მისთვისაა ძვირფასი.

თანაც, ზოგიერთი უცნაური და მიმზიდველი წვრილმანი სახლში უკვე განთავსდა. მაგალითად, კომპიუტერის მაგიდაზე ამ ღიპიანმა ბეჰემოტმა დაიკავა ადგილი.

გარდერობი უბრალოდ და მოსახერხებლადაა მოწყობილი. აქ საჭირო არაა საათობით ერთი და იმავე ნივთის ძებნა. ყველაფერი საჭირო ადგილზე, უტილიტარულადაა.

საძინებლის მყუდრო განლაგება ეჭვს არ იწვევს: სწორედ აქ მოიწყობს სახლის მეპატრონე დამსახურებელ დასვენებას. აქაც, პრაქტიკულად არანაირი დეკორაცია არ დევს – მხოლოდ კომოდი.

არავითარი ზედმეტი ნივთი – მხოლოდ ელეგანტური დიზაინი და მაქსიმალური ფუნქციურობა. მფლობელის შრომისმოყვარეობა დიდ პატივისცემას იწვევს, რადგან ამ ყველაფრისთვის მხოლოდ 4 თვე დასჭირდა.

მართლაც, ასეთ ბინაში ცხოვრება ერთი სიამოვნებაა! აი, ასეთი იქნება რემონტი, როცა მან, ვინც მას აკეთებს, კარგად იცის, როგორი შედეგის მიღება სურს.