უკვე ყველამ იცის, რომ ჩვენთვის ჩვეულებრივი ყოველდღიური საგნებისა და მოწყობილობების გამოყენება დანიშნულების ფარგლებ გარეთაც შეიძლება. ადამიანის ფანტაზიას ბევრი რამ შეუძლია, განსკაუთრებით, თუ საუბარი ჩვეულებრივი ნივთების არასტანდარტულ გამოყენებაზეა.

სამზარეულოს ღრუბელიც არაა გამონაკლისი. ჩვენ გთავაზობთ 7 საინტერესო ხრიკს ამ ნივთის არასტანდარტული გამოყენებისთვის.

ღრუბლის გამოყენება არასტანდარტული მიზნებით

1. მარტივი მოწყობილობა ნებისმიერი ზედაპირის გასაეცხავად

დანით გააკეთეთ ღრუბელში ისეთი ხვრელი, რომ მასში სამზარეულოს მარწუხები შეეტიოს.

მოათავსეთ მარწუხები ხვრელებში. ვუალა – ახლა თაროებისა და შუშების გარეცხვა გაცილებით მარტივია.

2. ორი ერთში: ღრუბელი და სარეცხი სასუალება

ღრუბლის ცენტრში გააკეთეთ მოზრდილი ხვრელი, რათა მასში, ჯიბის მსგავსად, საპნის მოთავსება შეძლოთ.

ახლა უბრალოდ დაასველეთ ღრუბელი და გარეცხეთ ჭურჭელი სარეცხი საშუალების დასხმის გარეშე.

3. მოსახერხებელი საშუალება მიუწვდომელი ადგილების გასაწმენდად

მოათავსეთ ღრუბელი საჭრელ დაფაზე და გააკეთეთ ვერტიკალური ჭრილები რბილ ნაწილზე.

ახლა ჰორიზონტალურადაც ჩაჭერით.

ასეთი მოწყობილობით ნებისმიერი რამის გარეცხვა შეიძლება.

4. ლაქის მოსაშორებელი საშუალება

მოჭერით ღრუბელს უხეში ნაწილი, დაახვიეთ და მოათავსეთ პატარა ქილაში. თუ ღრუბელი კედლებს მჭიდროდ არ ერგება, მოათავსეთ მასში კიდევ ერთი.

ჩაასხით ქილაში ცოტაოდენი ლაქის მოსაშორებელი საშუალება.

ლაქის მოსაშორებლად, უბრალოდ ჩაყავით თითი ამ ქილაში.

5. დამცავი ფენა ავეჯის ფეხებზე

თუ ავეჯი იატაკს ხაწრავს, დაჭერით ღრუბელი საჭირო ზომის კუბებად.

წაუსვით ავეჯის ფეხებს სუპერწებო და დააწებეთ კუბები.

6. ბალიში ქინძისთავებისა და ნემსებისთვის

უბრალოდ ჩაარჭეთ ისინი ღრუბელში, რომ არ დაკარგოთ.

7. კონვერტის დაწებება

დაასველეთ ღრუბელი, დაწურეთ და წაუსვით კონვერტის წებოვან ლენტას.

8. ღრუბლის მეორადი გამოყენება

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ერთ კვირაში უკვე ბაქტერიებითაა სავსე და მისი გამოყენება აღარ შეიძლება. ნუ გადაყრით ფულს ახალ ღრუბელში, თუ ძველი ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბაქტერიული დაავადებების დიდი ნაწილი არასაკმარისად სუფთა ღრუბლით რეცხვის ბრალია.

გააკეთეთ შემდეგი რამ: ღრუბლის გამოყენებიდან ერთ კვირაში მოაჭერით მას კუთხე და სამზარეულოდან სხვა ოთახში(მაგალითად, სააბაზანოში) წაიღეთ. ახლა შეგიძლიათ, იგი გამოიყენოთ ფეხსაცმლის, საბურავების, ეტლის ბორბლების გასაწმენდავად, მოჭრილი კუთხის წყალობით კი ბინძური ღრუბელი სუფთაში არ აგერევათ.

თუ ეს ხრიკები თქვენც მოგეწონათ, გაუზიარეთ მეგობრებს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი