ნახეთ, რად შეიძლება ვაქციოთ ძველი საბურავის რგოლი…

იფიქრებდით, რომ უჩვეულო და ფერადი ყვავილების ქოთანი ადრე საბურავის რგოლი იქნებოდა? ყველაზე უსარგებლო ნივთიც კი შეიძლება გამოგვადგეს, თუ ფანტაზიას ჩავრთავთ და მას უფრო პრაქტიკული კუთხით შევხედავთ. ასეთი სილამაზის დამზადება საკუთარი ხელებით შეგიძლიათ. აიკაპიწეთ სახელოები და შეუდექით საქმეს.

როგორ დავამზადოთ ყვავილების ქოთანი

დაგჭირდებათ

  • ძველი რგოლი
  • შავი საღებავი
  • კაფელის ნარჩენები
  • ქეჩის ყავისფერი ნაჭერი
  • თიხა
  • ნიადაგი

დამზადება

1. გაწმინდეთ საბურავის რგოლი ჟანგისგან.

2. შეღებეთ ზედაპირი შავად.

3. აიღეთ სპეციალური დანა(ფილამჭრელი) და დაჭერით კაფელი. დაჭერით ნებისმიერი ფორმით. ჩართეთ ფანტზია. მთავარია, ბოლოს ლამაზი სურათი მიიღოთ.

4. წაუსვით თიხა რგოლის გარეთა ნაწილს. სანამ იგი გაშრებოდეს, დააწებეთ ფილის ნაჭრები. მას შემდეგ, რაც ამას მორჩებით და თიხა ცოტათი გაშრება, გააცალეთ ზედმეტი ნაწილები ნამიანი ქსოვილით.

5. მოათავსეთ რგოლში ქეჩა(ან ქოქოსის ქსოვილი). გააკეთეთ რამდენიმე ხვრელი დრენაჟისთვის.

6. ჩაყარეთ ნიადაგი და ჩარგეთ მცენარეები.

მზადაა. ასეთი ქოთანი შესანიშნავად გამოიყურება! მისი გაფორმება თქვენი გემოვნებისამებრ, ნებისმიერ სტილში და ნებისმიერი მასალით შეგიძლიათ, იქნება ეს ნიჟარები, კენჭები, ბუსები, მაქმანები თუ სხვა.