
ბოლო დროს, ხშირად დავდივარ მივლინებით პრაღაში. ორჯერ გავჩერდი სასტუმროში, მესამე ჯერზე კი ჩეხმა კოლეგამ, მარტინამ მიმიწვია თავის სახლში.
როცა ამ გასაოცარი ქალის სახლში აღმოვჩნდი, მისი სახლის ინტერიერს თვალს ვერ ვწყვეტდი. ყველაფერი, ერთი შეხედვით, მარტივად და ზომიერად, ამავდროულად – მოდურად და მყუდროდ გამოიყურებოდა. ძალიან მომხიბლა, ასევე, ბოთლისგან დამზადებულმა სანათებმა, რომლებიც წარმატებით ავსებდა სამზარეულოს ინტერიერს.
მარტინას ვკითხე, თუ სად იყიდა ეს დეკორაცია და გამიკვირდა, როცა მითხრა, რომ იგი მისმა ქმარმა გააკეთა.
როგორ გამოვიყენოთ შუშის ბოთლები
ალბათ, ყველას აქვს სახლში ცარიელი შუშის ბოთლები. მათი გადაყრა გვენანება ხოლმე, არადა, გამოყენების პოვნა, ერთი შეხედვით, მარტივი არაა. თუმცა, თუ ფანტაზიას მოუხმობთ ან უკვე მზა იდეებით იხელმძღვანელებთ, შუშის ბოთლებისგან ძალიან საინტერესო ნაკეთობებს დაამზადებთ, რომლებიც ყველაზე მოდურ ინტერიერში მკვეთრი აქცენტი გახდება.
ჩვენმა რედაქციამ მოამზადა 14 იდეა ცარიელი ბოთლის პრაქტიკულ ნაკეთობად გადასაქცევად.
1. სარწყავი
გაუკეთეთ ბოთლს ყელზე სპეციალური ტერაკოტის მოწყობილობა და ვუალა! თქვენი მცენარეები დამოუკიდებლად მოირწყვება.
2. წიგნების თარო
აი, ასე შეიძლება შექმნათ მოდური სტელაჟი, თუ ხელთ მსგავსი ხის დაფები და ათი ბოთლი გაქვთ. ნუ იღელვებთ – შუშის ბოთლები დაუჯერებლად გამძლე მასალაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი კონსტრუქციის წონას მარტივად გაუძლებს.
3. მოდური ლარნაკი
მე პირადად ძალიან მომწონს ასეთი მარტივი და, ამავდროულად, მოდური გადაწყვეტილება მაგიდის მოსართავად.
4. სასანთლე
ყველაზე მარტივია ასეთი სასანთლეების დამზადება გადაჭრილი ბოთლებისგან. თუ სახლში შუშის საჭრელი არ გაქვთ, გადაჭერით ბოთლი თოკით: გაჟღინთეთ თოკი აცეტონით, შეახვიეთ ბოთლი ქაღალდში გადასაჭრელ ადგილას და წაუკიდეთ ცეცხლი.
დაელოდეთ, სანამ შუშა გაცხელდება, შემდეგ ჩადეთ იგი ყინულიან წყალში – შუშა გასკდება ზუსტად იმ ზოლზე, სადაც თოკი იყო შემოხვეული, ტემპერატურის ცვლილებების გამო.
ბოთლის გრძელი ყელი სანთელს არ მისცემს ჩაქრობის საშუალებას, ხოლო შუშა დაიცავს მას ქარისგან.
5. მაგიდის დეკორი
სანთლები ინტერიერში განსაკუთრებულ რომანტიკულ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. შუშის ბოთლებით შეგიძლიათ სხვადასხვანაირი სასანთლე დაამზადოთ.
რას იტყვით სადღესასწაულო მაგიდის ასეთ გაფორმებაზე?
6. დეკორატიული სანათი
ძალიან ლამაზი საახალწლო სანათი ღვინის ბოთლებისგან. ასეთი სილამაზის შესაქმნელად შრომა მოგიწევთ – უნდა შეღებოთ ბოთლი და უკნიდან გახვრიტოთ იგი კაბელისთვის, თუმცა შედეგი ნამდვილად ღირს ამად.
7. საახალწლო გირლანდები
ეს იდეა ძალიან მომწონს და ახალ წელს აუცილებლად განვახორციელებ!
8. ქარის სიმღერა
ეს ერთგვარი ღვინის ბოთლი, სპეციალური ჩხირებით, მზადაა ქარის დასახვედრად.
9. ფრინველების საკვები მოწყობილობა
გაავსეთ ბოთლი ხორბლით ან ფრინველის საკვებით, გადააბრუნეთ და დაამაგრეთ ხის ასეთ კონსტრუქციაზე. შემდეგ დადგით ბოთლის ქვეშ თეფში ან ჭიქა. დადგით მოწყობილობა ბაღში. ფრინველები აკენკავენ საკვებს და, აუცილებლობისამებრ, იგი ისევ ჩამოიყრება ბოთლიდან.
10. სანათები
მაგიდის ჭრაქებისა და ჭაღების პლაფონების სახით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ღვინისა და ლუდის ბოთლები.
11. ორიგინალური თეფშები
ასეთი მოდური და უჩვეულო დიზაინის თეფშის გაკეთება სახლის პირობებში არ შეიძლება. თუმცა, თუ გყავთ ნაცნობი, რომელიც შუშაზე მუშაობს, სთხოვეთ მას ღვინის ან ლუდის ბოთლის ქცევა ასეთ ორიგინალურ თეფშად.
12. კედლის დეკორი
კედლის უჩვეულო დეკორი – ეს ყოველთვის საინტერესო რამაა. მე ძალიან მომეწონა ასეთი გული, დამზადებული ორი ბოთლისგან. აღნიშნული კომპოზიცია ნამდვილად მოუხდება თანამედროვე სამზარეულოს.
13. საყვავილე
დიდი ზომის ყვავილი ბოთლში ნამდვილად ვერ ჩაეტევა, თუმცა მომცრო კომპოზიცია ქვებით, სილითა და სუკულენტებით – სავსებით შეთავსებადია შუშის ბოთლთან. მთავარია, ფრთხილად ამოჭრათ ბოთლის ერთი მხარე სიგრძეზე.
14. საკაფეტე
მოსახერხებელი და ლამაზია, არა?
როგორც ხედავთ, როცა ადამიანს გენიალური იდეები ებადება, ხელოვნებას საზღვრები არ აქვს; აბსოლუტურად ნებისმიერი მასალა, მოხვედრილი ნიჭიერი და კრეატიული ადამიანის ხელში, შეიძლება ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად იქცეს!