
იდეები და ხრიკები, რომელთაც ჩვენი ცხოვრების გამარტივება შეუძლია, ისეთი მარტივი ჩანს… ხანდახან გვწყინს კიდევაც, რომ თავად არ მოგვივიდა თავში ასეთი აზრი.
ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, წვრილმანებს, რომლებიც პირდაპირ ჩვენს ხელთაა, სხვა კუთხით შეხედოთ და ეცადოთ მათი გამოყენება დანიშნულების ფარგლებს გარეთ.
როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება
1. ჰიგიენის დაცვისა და უსიამოვნო სუნისთვის ხელის შეშლის მინით, ტუალეტის ჯაგრისის კონტეინერში ჩაასხით სურნელოვანი უნივერსალური სარეცხი საშუალება.
2. ბაღის შლანგს აღარავინ წამოედება, თუ მას ღრმა ვარცლში ან რამე მსგავს ჭურჭელში მოათავსებთ.
3. სუფრის გაშავებული ჭურჭელი ისევ იბრწყინებს, თუ მათ ლიმონის წვენით დაამუშავებთ და ასე გააჩერებთ ცოტა ხნით. ამის შემდეგ, გაავლეთ წყლით და გაამშრალეთ.
4. მოათავსეთ 1 ნაჭერი ზეფირი შაქართან ერთად – იგი არ დაუშვებს ქვების წარმოქმნას.
5. საყოფაცხოვრებო მაღაზიაში იყიდება წებოვანი კაუჭები. იყიდეთ ორი ასეთი და მიამაგრეთ ნაგვის ურნას ორი მხრიდან: ნაგვის პაკეტი აღარ ჩაცურდება ფსკერზე.
6. მიკროტალღურ ღუმელში კი ასე ორ თეფშს ერთდროულად მოათავსებთ.
7. ეს ხრიკი კედელზე ლურსმნის დასაჭედებელ ადგილს მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრავს.
8. დროდადრო, ჭურჭლის სარეცხ მანქანასაც სჭირდება წმენდა. უბრალოდ მოათავსეთ მასში ძმრით სავსე ჭურჭელი, ცარიელი მანქანის ზედა თაროზე. ჩართეთ ჩვეულებრივი ციკლი, ხოლო დასრულების შემდეგ ამოიღეთ ძმრიანი ჭურჭელი. შემდეგ, სარეცხი საშუალების დანაყოფში ჩაყარეთ 1 ჭიქა სოდა და ჩართეთ კიდევ ერთი ციკლი. თქვენი დამხმარე ახალივით იქნება!
9. ფეხსაცმლის ხალიჩა იატაკზე რომ არ სრიალებდეს, წაუსვით ქვედა მხარეს სილიკონის წებო და გააშრეთ.
10. გამოსაწევი უჯრები დახურვისას მაგრად რომ არ ხმაურობდეს, გააკეთეთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
11. ჩვეულებრივი სუფრის ძმარი, ჭურჭლის სარეცხ საშუალებასთან ერთად, თითქმის ნებისმიერ დაბინძურებას გაწმენდს ნებისმიერ ზედაპირზე!
ეს პატარა ხრიკები დაგეხმარებათ სისუფთავის დამყარებაში, ინტერიერის განახლებასა და ყოველდღიური საქმეების გამარტივებაში. თქვენ გაქვთ მსგავსი ხრიკები? გაგვიზიარეთ!