96 წლის ქალი ყიდის სახლს: მყიდველებმა მასში 72 წლის საიდუმლო აღმოაჩინეს

გყოლიათ ისეთი მეზობელი, რომელსაც არც კი ესაუბრებით, თუმცა იმაზე გიფიქრიათ, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი სახლი?

შესაძლოა, იგი მყუდრო და სუფთა იყოს, ან მასში ნამდვილი ქაოსი და უწესრიგობა სუფევდეს. მათ უყვართ ტელევიზორის ცქეერა ან ხშირად კამათობენ. მე ვცხოვრობ ბინაში და მიყვარს ჩემს მოპირდაპირედ მცხოვრები მეზობლების ფანჯრებში შეხედვა.

ხანდახან, მშურს ბინის ლამაზი ინტერიერისა, რომელიც, თითქოს, რომელიღაც მოდური ჟურნალიდანაა. ამავე დროს კი, სხვა ბინებში ვხედავ სიბინძურესა და დისკომფორტს და არ მესმის, როგორ შეუძლიათ იქ ცხოვრება.

2014 წელს, 96 წლის ტორონტოელი(კანადა) ქალი ცდილობდა თავისი სახლის გაყიდვას ბლურ ვესთ ვილიჯში.

გარედან იგი იმ რაიონისთვის დამახასიათებელ სახლებს ჰგავდა, თუმცა მეზობლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა იმალებოდა შიგნით, რადგან მასში არც ერთი მათგანი არ ყოფილა.

თქვენ, ალბათ, უკვე წარმოიდგინეთ, რომ შიგნიდან სახლი საშინელება იქნებოდა. ხანდახან, ეს ასეცაა, როცა საქმე იმ მოხუცებს ეხება, რომელთაც არავინ ჰყავს, ვინც მის სახლს მოუვლიდა. გასაგებია, რომ, რაც უფრო მოხუცია ადამიანი, მით უფრო უჭირს სახლში სიმყუდროვისა და წესრიგის დაცვა, ამას თავიდან ვერ ავიცილებთ.

თუმცა, ეს მოხუცი ქალი თავის სახლში ისეთ რამეს მალავდა, ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა.

სახლი შესანიშნავადაა მორთული. თითოეული სურათი, ავეჯი თუ დეკორაცია გათვლილია და თავის ადგილზე დევს.

იატაკიდან ჭერამდე ყველაფერი 50-60-იანი წლების კლასიკურ სტილში იყო გადაწყვეტილი.

აქ იყო მეტალის სკულპტურები, ლამაზი ხალიჩები, ვარდისფერი ფარდები და ბევრი, ბევრი სხვა.

სახლის 96 წლის მეპატრონე აქამდე მკერავად მუშაობდა და ყოველთვის გულმოდგინედ უდგებოდა საკუთარი სახლის სილამაზის საკითხს. თავად ნახეთ, რა სიყვარულითაა მასში ყველაფერი გაფორმებული. მიუხედავად ასაკისა, ქალმა, ოჯახის რამდენიმე წევრის დახმარებით, შექმნა შესანიშნავი ინტერიერი, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს 72 წელია არავინ შეხებია.

რთულია იმის დაჯერება, რომ იქ ვინმე ცხოვრობდა – ყველაფერი ხომ შესანიშნავ მდგოამარეობაშია.

დაათვალიერეთ ქვემოთ მოცემული ფოტოები და დატკბით ამ გასაოცარი სახლის ინტერიერით:

შემოსასვლელი

ლამაზი და სტუმართმოყვარე შემოსასვლელი ოთახი. უბრალოდ შეხედეთ ამ შპალერს…

სამზარეულო

ყოფილმა მკერავმა ალბათ იცოდა, როგორ მოეწყო სამზარეულო ისე, რომ ერთბაშად ლამაზი და პრაქტიკული ოთახი მიეღო.

სასაუზმე დარბაზი

ეს პატარა, მყუდრო კუთხე თავის მეპატრონეს საშუალებას აძლევს, დატკბეს თავისი საუზმით.

სასადილო

ეს სასადილო ოთახი ძალიან ელეგანტურად გამოიყურება. აქ ჩაიზე ნებისმიერის დაპატიჟება შეგეძლებათ.

საძინებელი

საძინებელი ოთახი საკმაოდ უბრალოა, თუმცა არანაკლებ გემოვნებიანადაა მოწყობილი, ვიდრე სხვა ოთახები.

სარდაფი/ბარი

ვინ არ ოცნებობს საკუთარ ბარზე სარდაფში? დიასახლისმა აქაც მშვენივრად იმუშავა. მართალია, მისი დიზაინი განსხვავდება სახლის დანარჩენი ნაწილისგან, თუმცა აქ დალევაზე უარს არავინ იტყოდა.