ბინძური და მოუვლელი აბაზანა გულს მირევდა… ერთხელაც, ეს ხრიკი მასწავლეს

ჩვენ ყველას მოგვწონს ყოვლისშემძლე ხრიკები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ამარტივებს, ხოლო საცხოვრებელს – აწესრიგებს. საბედნიეროდ, ქალები ყოველთვის მზად არიან, მოიფიქრონ რაღაც ახალი და მაშინვე გაუზიარონ მეგობრებს. სუფთა სახლი ხომ ჯანმრთელი და ბედნიერი ოჯახის წინაპირობაა! ხოლო, როცა დალაგება იქცევა მარტივ და გასართობ საქმიანობად, ეს ნამდვილად ყველას გვიხარია.

ჩვენი რედაქცია დარწმუნებულია, რომ შემდეგი რჩევები გამოგადგებათ. უბრალოდ სცადეთ ამ ხრიკების გამოყენება დალაგების დროს.

ყოველდღიური დალაგება

1. სუფთა ჩაიდანი

ჩაასხით ჩაიდანში ძმარი და წყალი თანაბარი რაოდენობით. ჩართეთ მოწყობილობა და დაელოდეთ, სანამ წყალი საკმარისად გაცხელდება. გამორთეთ ჩაიდანი და გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე. ნადები უკვალოდ გაქრება!

2. საცხობი ფორმის სისუფთავე

გაწმინდეთ იგი სამზარეულოს მარილით და მოაცილეთ ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით. ვუალა – ჭურჭელი სისუფთავით ბზინავს.

3. სუფთა ონკანი

ცვილიანი ქაღალდი შესანიშნავი საშუალებაა ქრომირებული ონკნების გაპრიალებისთვის.

4. სუფთა ღუმელი

ღუმელი ახალივით რომ გამოიყურებოდეს, მისი ფასადი გაწმინდეთ ზეითუნის ზეთში ჩალბობილი ხელსახოცით. ზეთის ნარჩენები სუფთა ქსოვილით მოწმინდეთ.

5. არავითარი ნადები ფინჯნებში

თანაბარი რაოდენობით შეურიეთ წყალი და ძმარი. ჩაასხით მასა ფინჯანში და გააჩერეთ 1 საათით. პროცედურის შემდეგ, უბრალოდ გარეცხეთ ფინჯანი ჭურჭლის ღრუბლით. მზადაა!

6. საჭრელი დაფები

საჭრელი ხის დაფები რომ გაწმინდოთ, ასეთი ხრიკი გამოიყენეთ: მოათავსეთ დაფაზე პერგამენტის ქაღალდი, უხვად მოაყარეთ მარილი და დააუთოვეთ 1 წუთით. დაფა ახალივით იქნება!

7. ქათქათა აბაზანა

ეს მეთოდი ნამდვილად მოგეწონებათ. ღამით გაავსეთ აბაზანა ცხელი წყლით და გახსენით მასში 1 ულუფა ჟანგბადის მათეთრებელი. დატკბით შედეგით დილით.

8. უსიამოვნო სუნის მოშორება

ეს რეცეპტი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ოთხფეხა მეგობრები ჰყავს. დივანს უსიამოვნო სუნი რომ მოაცილოთ, გახსენით 1 ს.კ. სოდა და 10 წვეთი ლავანდის ზეთი 2 ჭიქა წყალში. ჩაასხით ეს მასა შხეფიან ბოთლში და გამოიყენეთ საჭიროებისამებრ.

9. სამზარეულოს სუფთა ღრუბლები

პლასტმასის კონტეინერში შეურიეთ 2 ს.კ. სამზარეულოს მარილი და 2 ჭიქა მდუღარე წყალი. მოათავსეთ ღრუბლები ამ ხსნარში მთელი ღამით. ახლა ჭურჭელს სუფთა ღრუბლით გარეცხავთ.

10. გატეხილი კვერცხი

ასეთი უსიამოვნების შემთხვევაში, მოაყარეთ კვერცხს მარილი და გააჩერეთ 15 წუთით. შემდეგ უბრალოდ მოწმინდეთ კვერცხი ზედაპირიდან ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით.

11. იდეალურად სუფთა ნიჟარა

თუ ნიჟრის ზედაპირს მარილითა და ლიმონით მოწმენდთ, იგი ახალივით იპრიალებს.

12. მიმწვარი ცხიმის მოცილება

მოაყარეთ ტაფას ცოტაოდენი მარილი და დაასხით წყალი. 15 წუთში გარეცხეთ ჭურჭელი ჩვეულებრივად.

13. მბზინავი ბოკლები

გარეცხეთ ჭურჭელი ძმრით. გაგიკვირდებათ, როცა დაინახავთ, როგორი სუფთა იქნება იგი. არ დაგავიწყდეთ, რომ ამის შემდეგ ბოკლები გამდინარე წყლით უნდა გაავლოთ.

ასეთი მარტივი ხრიკების წყალობით, სახლის დალაგება არ იქნება მოსაწყენი და მოვალეობრივი საქმე.

თქვენ იცნობთ მსგავს ხრიკებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ცხოვრების გასამარტივებლად, იხილეთ აგრეთვე ყოველდღიური ცხოვრების 15 ხრიკი, რომლის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა იციან.