ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი, პატარა სახლია, სანამ შიგნით შეიხედავთ…

მცირე ზომის მყუდრო, კომფორტულ სახლზე სულ უფრო მეტი ადამიანი ოცნებობს. კრის ჰენინგი ნიჭიერი არქიტექტორი და დიზაინერია, რომელიც ასეთ სახლებს 1999 წლიდან აშენებს. მისი თქმით, ასეთი მყუდრო და პატარა სახლი ბევრ ადამიანს მისცემს ცხოვრების გამარტივებასა და კომფორტულად ცხოვრების საშუალებას.

დღეს მის ერთ-ერთ ნამუშევარს გაგაცნობთ. ეს სახლი მხოლოდ 18 კვ.მ. ფართობისაა, თუმცა ეს მეტრები იმდენად რაციონალურად და ეკონომიურად გამოიყენეს, რომ მასში ეტევა ყველაფერი, რაც საჭიროა.

აი, როგორია იგი გარედან:

ასეთი სახლის დაპროექტებისას, ყველაზე მთავარია მისი დაპროექტება მაქსიმალური სიზუსტით და ფართის სწორი გამოყენება.

სახლის როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერი, ლამაზი და ორიგინალურია.

სამზარეულო საძინებელი ოთახის კიბესთან ახლოსაა მოწყობილი.

კიბის ქვეშ ბუხარია ჩაშენებული.

სახლს გააჩნია ყველა ის აუცილებელი აღჭურვილობა, რომელიც კომფორტული ცხოვრებისთვისაა აუცილებელი.

ესეც სახლის გეგმა:

გენიალურია, არა? ამ სახლში ყველაფერი ძალიან ლამაზია.. ფართის ასეთი ზუსტი და ეკონომიური გამოყენება ნამდვილად იმსახურებს მოწონებას!