სად წავიღოთ ნივთები, რომლებიც არ გვჭირდება: პრაქტიკული რჩევები

რაც მეტი ადამიანი ცხოვრობს ერთ ადგილას, მით მეტი უსარგებლო ნივთი გროვდება. თანაც, სრულიად შეუმჩნევლად. მოდის დრო, როცა ამ საკითხში ყველაზე ფრთხილი ადამიანიც კი ხვდება, რომ ამ ნივთების ნაწილი სადღაც უნდა წაიღოს, სახლი ხარახურით რომ არ გაივსოს.

და, თუ ამ უსარგებლო ნივთების გადაყრა არაა საჭირო და შეიძლება მათი შეჭირვებულთათვის მიცემა, ჩვეულებრივ, ამ შესაძლებლობას იღბლად აღვიქვამთ. კარგია, როცა ხარახურას თავიდან ვიშორებთ და ამით სხვასაც ვეხმარებით, არა?

თუმცა, კარმის სპეციალისტები თვლიან, რომ აქაც არის გარკვეული ფარული ნიუანსები, რომლებზეც ადამიანთა უმრავლესობას ეჭვიც არ უჩნდება. ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ დავიცვათ თავი მოულოდნელი შედეგებისგან და სად შეიძლება წავიღოთ უსარგებლო ნივთები, რათა თავს უბედურება არ ავუტეხოთ.

სად წავიღოთ უსარგებლო ნივთები

“სხვა ადამიანისთვის ჩაცმული, ძველი ნივთების გაცემით, თქვენ ხდებით უსარგებლო ნივთების მოძრაობის წყარო, რითიც საკუთარ თავსაც უსარგებლოდ აქცევთ. ეს ხომ არაა კარგი ძღვენი? ასე, საჩუქრების გამოყენებით, თქვენ სხვა ადამიანებს ამცირებთ, ამიტომ, ადრე თუ გვიან, დამცირება უკან დაგიბრუნდებათ.” – დარწმუნებულია კარმული დიაგნოსტი და წიგნის ავტორი ნატალია მიშენკო.

-“წარმოიდგინეთ: დაქალი გთხოვთ, რომ მისცეთ მას ძველი პალტო, რომელსაც დიდი ხანია აღარ იცვამთ და საერთოდ არც გჭირდებათ. თუ კარმაში გათვითცნობიერებული ადამიანი ხართ, აუცილებლად იპოვით ტაქტიკურ მიზეზს, არ შეუსრულოთ მას ეს თხოვნა… თუმცა, თუ გადაწყვეტთ, ქველმოქმედის ნიღაბი მოირგოთ, მალევე დარწმუნდებით, რომ თქვენს საჩუქარს მეტი უსიამოვნება მოაქვს, ვიდრე სარგებელი.” – ამატებს იგი.

-“ყოველ ჯერზე, როცა ამ უბედურ პალტოს თქვენი მეგობარი ჩაიცვამს, მას თავში ერთი აზრი უტრიალებს: “რატომ ეძლევა ზოგს ყველაფერი, ზოგს კი – არაფერი! ასეთი პალტო ხომ გარდერობში უსარგებლოდ ეკიდა მაშინ, როცა მე არაფერი მქონდა ჩასაცმელი. ოხ, ეს მდიდრები… სირცხვილი სულ დაკარგეს..

და არ გეგონოთ, რომ თქვენ არ გყავთ ასეთი დაქალი და რომ ასე არ იფიქრებს იგი. იფიქრებს! რადგან, ქვეცნობიერულ დონეზე, ადამიანი ვერ გაპატიებთ საკუთარ სიღარიბეს… იგი თავს იგრძნობს იმ არსებად, რომელიც სხვების ნაცვლად ცვეთს უსარგებლო ნივთებს.”

კარმული დიაგნოსტი ამბობს, რომ ეს იმას არ ნიშნავს – ყველა უსარგებლო ნივთი აუცილებლად დაჩეხოთ ან დაწვათ. უმჯობესია, შეფუთოთ იგი და მოათავსოთ ნაგვის კონტეინერის გვერდით. ასევე, შეგიძლიათ, ნივთები ეკლესიაში წაიღოთ. ბოლო ვარიანტი კარგია იმ ადამიანის ნივთების უტილიზებისთვისაც, რომელიც გარდაიცვალა.

ნაგავზე დასატოვებელი ნივთების ნაწილის შესახებ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ განცხადება და გაყიდოთ კიდევაც. რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირდება, თუმცა ნივთები მათ ხელში მოხვდება, ვისაც ისინი ნამდვილად სჭირდება. თქვენ კი გარკვეულ თანხას მაინც აიღებთ ნივთებში, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ სახლში გიშლიდათ ხელს.

არ დაგავიწყდეთ, რომ უსარგებლო ნივთებისთვის მეორე სიცოცხლის მინიჭებაც შეგიძლიათ. ასე, ძველი სვიტრისგან, სურვილისამებრ, შეგიძლიათ ახალი შარფი მოქსოვოთ. ძველ თერმოსს ორიგინალურ ლარნაკად, ხოლო ფინჯნებს – ყვავილების ქოთნებად აქცევთ. იქნებ, ეს უკეთესია, ვიდრე ხარახურის ჩუქება ახლობლებისთვის?