
ყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს. ჩვენი დღევანდელი გმირი ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. ალექსეი – შესანიშნავი დიზაინერია ნამდვილი ოქროს ხელებით. მას ხშირად იწვევენ სახლებში სხვადასხვა პროექტისთვის, რათა მან განახორციელოს აშენებული ან ასაშენებელი სახლების პროექტები და ინტერიერები.
ცოტა ხნის წინ, ალექსეიმ უნიკალური იატაკი შექმნა ერთ-ერთი სილამაზის სალონისთვის. სხვადასხვა სახეობის ხის მასალა და მოზაიკური ინსტალაციები კერამიკისგან – თვალს ვერ მოსწყვეტთ.
როგორ გავაკეთოთ ხის იატაკი
მთელი სამუშაო ხელით, მარტომ შეასრულა. ალექსეიმ პროექტთან არავინ მიუშვა, გარდა საყვარელი ქალიშვილისა. იგი მხარს უჭერდა თავის ნიჭიერ მამას მორალურად. იატაკის დამზადების პროცესმა დაახლოებით ნახევარი წელიწადი წაიღო. 6 თვის განმავლობაში, ალექსეი შეუჩერებლად ჭრიდა, ხერხავდა, აწებებდა, ალაგებდა, რათა საბოლოო ჯამში ნამდვილი სასწაული მიეღო.
ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ ამ დიზაინერის შრომის შედეგს და, შესაძლოა, შთაგაგონებთ სახლის გარდასაქმნელად.
თავიდან, ალექსეიმ თავის სანაცნობოში მოაგროვა მორჩენილი ხის ნაჭრები. ხის სახეობასა და ზომას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მამაკაცი იმ ხესაც იღებდა, რომელიც ტყეში ქარის შედეგად წაიქცა. ასე მან 40 ტომარა დიდი და პატარა ხის ნაჭერი, ნახერხი და დაფა მოაგროვა. მათ შორის იყო მუხის, ვაშლის, მსხვილს, კედრის, გარგრისა და თხილის ხეებიც.
ასევე, ალექსეის ხელში მოხვდა ცოტაოდენი წითელი ხეც.
იატაკზე ხის სილუეეტის შესაქმნელად, ოსტატმა ნეკერჩხალი, არყი, ფიჭვი, მსხალი, ალუბალი და მუხა გამოიყენა.
ფონი კი ვაშლის, მსხლის, გარგრის, თხილის, წითელი ხეების გამოყენებით დაამზადა.
ბეტონით მოპირკეთების შემდეგ, ალექსეიმ მასზე მოათავსა ათმილიმეტრიანი ფანერი და დაიწყო მასზე გულდასმით ამორჩეული ხის ბლოკების დაწებება.
ხეზე მუშაობის დასრულების შემდეგ, ალექსეი დაკავდა კერამიკული ფილებისგან ფრინველების გამოსახულების გამოყვანით.
მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი აღმოჩნდა, ოსტატი თავისი ნაშრომის შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩა.
მამაკაცის სიყვარულს თავისი პროფესიისადმი საზღვრები არ აქვს. მას უსაზღვროდ უხარია და ამაყობს იმით, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება შეუძლია.
მოგწონთ ალექსეის ნამუშევარი? გაუზიარეთ ნაცნობებს.