მამაკაცმა ყოველგვარი სამშენებლო ნაგავი შეაგროვა და 4 თვეში ოჯახს ზღაპრული სახლი აუშენა

გაიცანით – ეს საიმონ დეილია უელსიდან. მან კრეატიულად გადაწყვიტა საცხოვრებლის საკითხი, რომელიც ასე მწვავედ დგას დღევანდელ გაერთიანებულ სამეფოში. იმის ნაცვლად, რომ ხელ-ფეხი იპოთეკით შეეკრა, მან შეიძინა მიწის მცირე ნაკვეთი დასავლეთ უელსში, შეაგროვა ბუნებრივი წარმომავლობის სამშენებლო ნაგავი(ხის ნარჩენები, ქერქი) და ხელები აიკაპიწა.

აგერ უკვე 10 წელია, ოჯახი ბედნიერად ცხოვრობს მყუდრო, ბუნებასთან ახლო საცხოვრებელში.

ასე გამოიყურება სახლის გეგმა. ამ ყველაფრისთვის მამაკაცმა სულ 3 000£ დახარჯა, რაც ნამდვილად არაა ბევრი ინგლისური საზომით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თანხაში მიწის ნაკვეთის საფასურიც შედის. სახლთან ახლოს საიმონმა მოაწყო სათბური, რომელშიც ცოლთან ერთად მოჰყავს საკვები.

დეილს არავითარი სპეციალური განათლება არ აქვს – მხოლოდ მოხერხებული ხელები. მას მეგობრებიც დაეხმარნენ. პრაქტიკულად ყველა სამშენებლო მასალა მეზობელი ტყიდან მოიტანა, რამდენადაც სახლი 100%-ით ეკოლოგიურია. მის აშენებას დაახლოებით 4 თვე დასჭირდა.

დასაწყისისთვის, პირდაპირ მორცვზე ამოთხარეს ორმო. ქვა და ნიადაგი, რომელიც აქედან ამოიღეს, საფუძვლისა და კედლების ასაშენებლად გამოიყენეს. იატაკი, სახურავი და კედლები საიმონმა დაათბო თივით, რომელიც, როგორც ცნობილია, კარგად ინარჩუნებს ტემპერატურას.

უნდა ითქვას, რომ “სოროს” შიდა სამზარეულოც გონივრულადაა მოწყობილი. ოჯახში მაცივარს ანაცვლებს ტევადი თხრილი, რომელშიც ყოველთვის გრილა, ხოლო ელექტრობას მზის ელემენტები გამოიმუშავებს.

სახლის სახურავი ყრუ არაა, მოპირკეთებულია ფანჯრით, რომელიც დღით მთავარ ოთახს ანათებს. სახლში შეშის ბუხარი ასრულებს გამათბობლის ფუნქციას. კვამლის მილი დიდ ქვაში გადის, რომელიც დიდხანს ინახავს სითბოს.

ამ ზღაპრულ საცხოვრებელში ყველა კედელი სუნთქავს. სპეციალიზებული მოპირკეთებისა და აშენების პრინციპის წყალობით.

ასე გამოიყურება სახლი ზამთარში.

მოგწონთ ასეთი სახლები? იცხოვრებდით მსგავსში?