
კაპრონის კოლგოტები… გარდერობის ეს დახვეწილი ელემენტი ქალებს ძალიან უყვართ და საკმაოდ ბევრს იხდიან ხარისხიან ნაკეთობაში. ალბათ, ამიტომაა ბევრი ლამაზმანისთვის რთული კიდევ ერთ წყვილთან გამომშვიდობება, როცა იგი იხევა. დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ ასეთი მასალით.
როგორ გამოვიყენოთ კოლგოტები
1. საავტორო თოჯინები – ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია! ცოტამ თუ იცის, რომ ისინი დამზადებულია ჩვეულებრივი კოლფოტებისა და სინთეტიკური შემავსებლით.
2. ასევე, ხელსაქმის ოსტატები ძველი კოლგოტებისგან ამზადებენ ასეთ ლამაზ ყვავილებსაც. სანამ ამ საქმეს შეუდგებოდეთ, კოლგოტები უნდა შეღებოთ.
3. თუ ძალიან ბევრი ძველი კოლგოტი და ჩულქი დაგიგროვდათ, მათგან ასეთი ხალიჩის მოქსოვაც შეგიძლიათ.
ძველი კოლგოტები გამოგადგებათ საყოფაცხოვრებო საქმიანობაშიც. ნახეთ, რამდენნაირად შეიძლება მათი გამოყენება:
1. თუ ფოტოაპარატის ობიექტივს კაპრონის ჩულქს გაუკეთებთ, მიიღებთ ნისლიანი ფოტოს ეფექტს.
2. კაპრონის ტილოები შესანიშნავი საშუალებაა შუშების დასაწმენდად. თავისი აბრაზიული შემადგენლობის წყალობით, ეს მასალა არ ტოვებს ნამცეცებს და შესანიშნავად აშორებს დაბინძურებას.
3. ასევე, კაპრონით შეგიძლიათ ხის ავეჯის გაპრიალებაც.
4. თუ ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ სპეციალური ტომარა რეცხვისთვის, გამოიყენეთ ამ მიზნით კაპრონის ჩულქები.
5. კაპრონის კოლგოტებით შეგიძლიათ ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალება დაამზადოთ: შეკერეთ ტომარა კაპრონისგან და გაავსეთ გამომშრალი ლავანდით. შედეთ იგი კარადაში და ტანსაცმელს ერთი პეპელაც არ გაეკარება.
6. კაპრონის ქსოვილი ნებისმიერ ზედაპირს გაასუფთავებს.
7. თუ მცირე ზომის რაღაც დაკარგეთ ხალიჩაზე, მას ასეთი ჭკვიანური ხრიკით იპოვით: კაპრონის ნაჭერი ჩააცვით მტვერსასრუტის მილს და დაამუშავეთ იატაკი. ნივთი, რომელიც დაკარგეთ, კოლგოტზე დარჩება.
8. თუ კაპრონის ტომარას გაავსებთ სხვადასხვა მშრალი ბალახითა და ყვავილით, გამოვა სურნელოვანი საშე, რომელსაც ნებისმიერ სასურველ ადგილას მოათავსებთ.
9. ცოცხი დიდხანს რომ გემსახურებოდეთ, შეკერეთ მისთვის ასეთი ჩასაცმელი. იგი ტოტებს გადატეხვის საშუალებას არ მისცემს.
10. მეაგარაკეები კოლგოტებს დიდი ხანია ასე იყენებენ. მისგან წნავენ გამძლე, ელასტიურ თოკებს, რომლებითაც მცენარეებს აბამენ.
11. ფუნჯის ჩასადები
შესანიშნავი საშუალება საღებავი ფუნჯის შესანახავად – კაპრონის ჩულქი. ასე ფუნჯი არ დაბინძურდება და არც გახმება.
12. დაზიანებული ბადის შეკეთება ასე შეგიძლიათ.
13. მორწყვის დროს წყალი იატაკზე ან სხვა ზედაპირზე რომ არ მოხვდეს, ჩააცვით ქოთანს კოლგოტი, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
თქვენ როგორ იყენებთ კოლგოტებს?