ზღაპრული სასახლე, რომელიც უბრალო საბჭოთა ქართველს ეკუთვნოდა. უბრალოდ შეხედეთ!

საბჭოთა მილიარდერი – უცნაურად ჟღერს. ფაქტი ფაქტია – იმ სასახლის მეპატრონე, რომელსაც ახლა ჩვენ დაგათვალიერებინებთ, 2014 წლამდე გახლდათ ქართველი, რომელიც 80-იან წლებში სსრკ-დან აშშ-ში გადავიდა და თავისი ქონების დაგროვება ნულიდან დაიწყო.

ამ იღბლიანს ტამირ სამპირი ერქვა. აშშ-ში ჩასვლის შემდეგ, იგი ნიუ-იორკში დასახლდა და ტაქსისტად დაიწყო მუშაობა. როგორც ჩანს, ბევრი კლიენტი ჰყავდა, რადგანაც რამდენიმე წელიწადში მან საკუთარი ელექტრონიკის მაღაზია გახსნა. საქმე სულ უკეთ მიდიოდა. მალევე, სხვადასხვა კომპანიასთან დამყარებული კონტაქტებით, მან შეძლო გასაყიდავად ხარისხიანი პროდუქციის მიღება.

წარმატებულად განვითარებადი ბიზნესისა და სწორი კაპიტალდაბანდების წყალობით, 2002 წლისთვის ტამირი მილიარდერი გახდა. ასე გაუჩნდა მას ოცნების მამულის შეძენის საშუალება. ეს სასახლეა – სხვას ვერაფერს უწოდებ. 2013 წელს, 16 მილიონ დოლარად შეძენილი სასახლე 2 წელიწადში 100 მილიონად შეფასდა. ეს ნამდვილად გამართლებული კაპიტალდაბანდება იყო.

ეს სახლი – ლონგ-აილენდზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენობაა.

მამული მანჰეტენიდან 40 კმ-ში, კინგს-ფოინთში მდებარეობს.

მდიდრული ბაღი მამულის ნამდვილი სიამაყეა.

ქვის სასახლე – მისი ცენტრალური შენობაა. იგი არ-დეკოს სტილშია შესრულებული, რაც საკვირველია, რამდენადაც შენობა გასული საუკუნის 20-იანი წლებით თარიღდება.

მიუხედავად სიძველისა, სასახლე აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და არაერთხელ გადაგეგმარდა.

ორი სასტუმრო სახლი მოგვიანებით გაჩნდა. ახლა აქ 18 საძინებელია.

მთავარი შემოსასვლელი ოქროს მონეტის სტილშია გაფორმებული.

ქვით მოპირკეთება და ვიტრაჟული ჭერი სამზარეულოს სინათლით ავსებს და მატებს მას სივრცეს.

მარმარილოსა და შუშაში შესრულებული სააბაზანო ოთახები რომაულ აბაზანებს მოგაგონებთ.

დახვეწილი მოზაიკა, ნახევრადძვირფასი ქვებისგან, მთავარი დეკორია ძირითად ჰოლში და ტერასაზე.

გარდა მდიდრული საძინებლებისა, მთავარ სახლში მოწყობილია სამეჯლისო და სპორტული დარბაზები, ღვინის მარანი, სპა, აუზები, ბოულინგი, კაზინო და ტირი.

სასახლის ტერიტორია ჩაფლულია სიმწვანეში, რათა მფლობელებმა და სტუმრებმა მეტი დრო გაატარონ ბუნებასთან ახლოს.

სასახლის გარშემო ორი ბაღია იაპონურ და ინგლისურ სტილებში. ასევე, მოწყობილია როზარიუმი.

პეტერგოფის დიდმა სასახლემ შადრევნების გაფორმებისას პროტოტიპის როლი შეასრულა.

ჩოგბურთის კორტები – ყველაზე მზიანი მოედანია მამულის ტერიტორიაზე.

განიერ ხის პირსთამ 60-მეტრიანი იახტის მიყენებაც შეიძლება.

არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, თუმცა მე საერთოდ არ მაქვს თანამედროვეობის შეგრძნება ამ მამულთან. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს ეს ზღაპრული სასახლე რენესანსის ეპოქიდანაა. საწყენია, რომ თავისი ქონებით ტკბობა ვერ შეძლო ტამირმა – იგი 2014 წელს, სასახლის შეძენიდან 1 წელიწადში გარდაიცვალა.