
თანამედროვე სარეცხი მანქანები ნამდვილი მონაპოვარია დიასახლისებისათვის. ეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გვათავისუფლებს რუტინული რეცხვის, შრობისა და, ზოგ შემთხვევაში, დაუთავების პროცესისგანაც. სარეცხი მანქანები აღჭურვილია მრავალი სასარგებლო ფუნქციით, რომელთა შორისაც არსებობს დარღვევის დამოუკიდებლად ამოცნობის უნარი. რაზე შეიძლება განიშნებდეთ თქვენი სარეცხი მანქანა?
სარეცხი მანქანის შეცდომების კოდები
INDESIT, ARISTON
- F01 – პრობლემა მთავარ ძრავში მართვის პანელში მომხდარი მოკლე ჩართვის გამო;
- F02 – ელექტროკონტროლერზე ტექნოგენერატორისგან არ მოდის ინფორმაცია ძრავის მუშაობის შესახებ;
- F03 – პრობლემაა ტემპერატურის სენსორზე;
- F04 – მანქანა გატყობინებთ წყლის დონის სენსორის მუშაობის დარღვევის შესახებ.
- F05 – პრობლემები წყლის გადინებასთანაა დაკავშირებული.
- F06 – Ariston Dialogic-ის CM სერიაში ღილაკების გაუმართაობა.
- F07 – გამათბობელი ელემენტი არაა ჩაშვებული წყალში.
- F08 – გამათბობელი ელემენტის მუშაობა დარღვეულია.
- F09 – ელექტრონული მართვის მუშაობაა დარღვეული.
- F10 – წყლის დონის აღმქმელის მუშაობის დარღვევა.
- F11 – გამწოვი ტუმბოს მუშაობის დარღვევა.
- F12 – ელექტროკონტროლერსა და ინდიკაციის მოდულს შორის ცუდი კავშირი.
- F13 – გაწურვის ფუნქცია (გაუმართავობა t0 ქსელში).
- F14 – გაწურვის ფუნქცია (გაწურვა არ ირთვება).
- F15 – გაწურვის ფუნქცია (გაწურვა არ ითიშება).
- F16 – ჩამკეტის დაზიანება (კარი არ იხურება მჭიდროდ).
- F17 – მიკროპროცესორის მუშაობის დარღვევა.
CANDY
- E01 – კარის ჩამკეტი მექანიზმის გაუმართაობა.
- E02 – წყლის მოწოდების პრობლემა: მისი დონე ვერ აღწევს ან აღემატება ნორმას.
- E03 – წყლის გადინების პრობლემა.
- E04 – მანქანა გვანიშნებს წყლის გამოდინების პროცესის დარღვევას, წყლის დონე საჭიროზე მაღალია.
- E05 – ტემპერატურის სენსორის გაუმართაობა. არ ხდება წყლის გათბობა საჭირო დონეზე.
- E07 – პრობლემა მთავარ ძრავაში(გაუმართავია ტექნოგენერატორი).
- E09 – ძირითადი ძრავის პრობლემა (არ ტრიალებს ღერძი).
ASKO
- E01 Motor fault – ძრავის გაუმართაობა.
- E02 Water inlet fault – წყლის დაგროვების პრობლემა.
- E03 Draining fault – წყლის გადინების დარღვევა.
- E04 – მანქანა გატყობინებთ, რომ ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის წყალს.
- E05, E06 – წყლის გათბობის პრობლემა.
- Door Lock Fault – მანქანის კარები არაა მჭიდროდ დაკეტილი.
- Floaming – მეტისმეტი ქაფიანობა.
- Overfilling, Over flow – სარეცხი მანქანის ავზში წყლის გადაღვრა.
- Termistor Fault – ტემპერატურის აღმქმელის გაუმართაობა.
- Pressure Sensor Error – წყლის დონის აღმქმელი გაუმართავია.
SAMSUNG
- E1 – წყლის დაგროვების პრობლემა.
- E2 – სისტემაში წყლის გადინების პრობლემა (წყლის გადინების დრო განსხვავდება დადგენილისგან).
- E3 – წყლის დაგროვებისას დონე საჭიროზე მაღალია.
- E4 – მანქანაში მოთავსებული ტანსაცმლის წონა აღემატება დაშვებულს.
- E5, E6 – წყლის გათბობის პრობლემა.
- E7 – წყლის სენსორის გაუმართაობა.
- E8 – ტემპერატურული რეჟიმი არაა დაცული.
- E9 – სარეცხი მანქანა წყლის გაჟონვას გვატყობინებს.
LG
- PE – წყლის დონის აღმქმელის გაუმართაობა.
- FE – წყლის ავზის გადავსება.
- DE – ბლოკირატორის პრობლემა (შეამოწმეთ, მჭიდროდაა თუ არა იგი დახურული).
- IE – წყლის დაგროვების პრობლემა: სარეცხი მანქანაში არაა საკმარისი რაოდენობის წყალი.
- OE – წყლის გადინების პრობლემა (შეამოწმეთ მილისა და ფილტრის მდგომარეობა).
- UE – ბარაბნის ბალანსის დარღვევა.
- TE – ტემპერატურული რეჟიმი არაა დაცული.
- LE – დამბლოკავი მექანიზმის გაუმართაობა.
- CE – მთავარი ძრავის გადატვირთვა.
- E3 – სისტემა ვერ განსაზღვრავს დატვირთვას.
- AE – ავტომატური გამორთვის სისტემის გაუმართაობა.
- E1 – წყლის გაჟონვა პადონში.
- HE – დაზიანებულია წყლის გამათბობელი.
- SE – სისტემამ მთავარი ძრავის გადამრთველში შეცდომა იპოვა.
KAISER
- E01 – სისტემა ვერ იღებს სიგნალს ლუქის დახურვის შესახებ (რეცხვა შეჩერდება).
- E02 – ავზის წყლით ავსების დრო აჭარბებს 2 წუთს, თუმცა რეცხვა გრძელდება.
- E03 – წყლის გადინების დრო აჭარბებს 1.5 წუთს.
- E04 – წყლის დასხმის პრობლემა(ჩერდება რეცხვა და ირთვება წყლის გადინების ტუმბო).
- E05 – წყლის დასხმის პრობლემა. თუ 10 წუთში სისტემა არ მიიღებს აღმქმელისგან სიგნალს “ნომინალური დონე”, მანქანა წყვეტს რეცხვას.
- E06 – წყლის გადინების გაუმართაობა. თუ 10 წუთში აღმქმელი არ გადასცემს სიგნალს ავზის დაცარიელების შესახებ, სისტემა წყვეტს რეცხვას.
- E07 – წყლის გაჟონვა პადონში.
- E08 – ენერგიის ქსელის პარამეტი არ შეესაბამება ნორმას. მწარმოებლები გვირჩევენ 190-253 ვოლტ ძაბვას.
- E11 – აღმოჩენილია ლუქის გაუმართაობა.
- E21 – მთავარი მექანიზმის სისტემის გაუმართაობა (რეცხვა წყდება).
- E22 – წამყვანი ძრავი მოძრაობს თავისით, დაწყების ბრძანების გარეშე.
- E31 – ტემპერატურის აღმქმელის გაუმართაობა(დიდი ალბათობით, ამას ჯაჭვში მოკლე ჩართვა უსწრებდა წინ).
- E32 – ტემპერატურის სენსორის გაუმართაობა(ჯაჭვის გაწყვეტა).
- E42 – ლუქის გაუმართაობა (ლუქი ჩართვიდან 2 წუთის განმავლობაში ჩაიკეტება).
ELECTROLUX, ZANUSSI
- E11 – წყლის დასხმისის პრობლემა.
- E13 – წყლის გაჟონვა პადონში.
- E21 – წყლის გადინების პრობლემა (ავზი არ დაცარიელდა 10წუთში).
- E23 – სიმისტორის (სადინარი სატუმბის მმართველი ელემენტი) დაზიანება.
- E24 – გადინების სატუმბის გაუმართაობა.
- E33 – წყლის დონის აღმქმელის გაუმართაობა.
- E35 – წყლის დასხმის პრობლემა – წყლის დონე ავზში ნორმას აჭარბებს.
- E36 – დაზიანება აღმქმელისა, რომელიც გვაფრთხილებს მეგ-ის ჩართვის შესახებ, წყლის არასაკმარისი რაოდენობის დროს.
- E37 – წყლის I დონის აღმქმელის გაუმართაობა.
- E39 – წყლის გადინების აღმქმელის გაუმართაობა.
- E41 – მანქანის კარი არაა მჭიდროდ დაკეტილი.
- E42 – ბლოკირების სისტემა გაუმართავია.
- E43 – ჩამკეტის სიმისტორის გაუმართაობა.
- E44 – ლუქის დახურვის აღმქმელის გაუმართაობა.
- E45 – ლუქის საკეთის სამართავი ჯაჭვის გაუმართაობა(ელექტრონულ კონტროლერში).
- E51 – მთავარი ძრავის დაზიანება. სამართავ ელემენტ სიმისტორში მოხდა მოკლე ჩართვა.
- E52 – არაა კავშირი ტაქსოგენერატორსა და ელექტროკონტროლერს შორის.
- E53 – მთავარი ძრავის ჯაჭვის გაუმართაობა.
- E54 – მთავარი ძრავის რევერსული რელეს ორი კონტაქტური ჯგუფიდან ერთ-ერთის გაუმართაობა.
- E61 – ტემპერატურული რეჟიმი დარღვეულია, წყალი ვერ აღწევს პროგრამის მიერ დადგენილ ტემპერატურას.
- E66 – სისტემაში აღმოჩენილია მეგ-ის რელეს გაუმართაობა.
- E71 – ტემპერატურის აღმქმელის გაუმართაობა (მომატებული წინააღმდეგობა).
- E82 – სელექტორის (სპეციალური მოწყობილობა ციკლებისა და პროგრამების ასარჩევად) გაუმართაობა.
- E83 – შეცდომაა სელექტორში მონაცემების ამოკითხვისას.
- E84 – სარეცხი მანქანის კონფიგურაციის შეცდომა.
რა კარგია, როცა ხელთ ასეთი სუფლორი გვაქვს! აუცილებლად გაუზიარეთ ახლობლებს.