უხილავი სახლი: ბუნებასთან შერწყმული შენობა სარკისებრი ფასადით

მექსიკურ ქალაქ მონტერეის ტყით დაფარულ ტერიტორიაზე გაჩნდა უჩვეულო სახლი. შემთხვევითი გამვლელებისთვის რთული იქნება მისი შემჩნევა, რადგან თავისი სარკისებრი ფასადის გამო, შენობა თითქმის შეუმჩნეველია. სამაგიეროდ, სახლის მფლობელები, სახლში ყოფნისას, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ტკბება სიმწვანით, გამჭვირვალე შუშის გავლით.

არქიტექტორი ტატიანა ბილბაო (Tatiana Bilbao) გახდა პროექტის “ლოს ტერენოს” (Los Terrenos) ავტორი. დამკვეთმა ტატიანას 2200 კვ.მ. ნაკვეთი წარუდგინა. მან გადაწყვიტა, საქმეს არასტანდარტულად მისდგომოდა და ერთი სახლის ნაცვლად, სამი დააპროექტა: სასტუმრო სარკის ფასადით, საძინებელი, აშენებული აგურით, და კიდევ ერთი სტრუქტურა ნატურალური ხისგან, რომელიც ჯერ ისევ დამუშავების სტადიაზეა.

ყველაზე დიდ ინტერესს წარმოადგენს სამზარეულო და სასადილო. საქმე ისაა, რომ პრაქტიკულად მთელი შენობა მეტალის ჩონჩხისა და შუშისგანაა აგებული. შენობის შიგნით ყოფნისას, მეპატრონეები დაუბრკოლებლად ტკბებიან შესანიშნავი ხედებით, რამდენადაც გამჭვირვალე შუშები თითქოს შლის ზღვარს შიდა სივრცესა და გარემოს შორის. მინიმალისტური ინტერიერი ანაზღაურებს გასაოცარ ექსტერიერს.

გარედან კი სახლი პრაქტიკულად შეუმჩნეველია შემთხვევით გამვლელებისთვის, რამდენადაც მას სარკისებრი ფასადი აქვს – ირეკლავს მწვანე ტყეს. სახურავის ფორმა უახლოესი ბორცვის მწვერვალის იმიტაციას ახდენს.

განსხვავებული, თუმცა ასეთივე უჩვეულო სახლი იხილეთ სტატიაში: მამაკაცმა ყოველგვარი სამშენებლო ნაგავი შეაგროვა და 4 თვეში ოჯახს ზღაპრული სახლი აუშენა.