ახალგაზრდა წყვილმა სახლი მინიმალური ხარჯით ააშენა, თუმცა თავს აქ მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობს

როცა საუბარი საკუთარ სახლზე მიდის, ბევრ ადამიანს უკანკალდება ფეხები იმის გააზრებისას, თუ რამდენი დაუჯდება ეს წამოწყება, თუმცა, პემბროკშირელი (დიდი ბრიტანეთი) ოჯახი ამტკიცებს, რომ ღირსეული საცხოვრებლის აშენება დიდი ხარჯის გარეშეც შეიძლება.

thesun.co.uk

ოჯახური წყვილი, საიმონ და ჟასმინ დეილები ყოველთვის ოცნებობდნენ “მიწაზე” ცხოვრებაზე. ამისათვის, მათ გადაწყვიტეს, ორ შვილთან ერთად ლამასში (პემბროკშირის საგრაფოში) დასახლებულიყვნენ. ღია სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთზე ცხოვრებისა და სახლის აშენების უფლების მოსაპოვებლად, წყვილს უნდა დაემტკიცებინა, რომ მას შეეძლო საკუთარი თავის რჩენა 2.8 ჰა მიწით, 5 წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეილებს ამ მიწის დატოვება მოუხდებოდათ. ასეთი ავანტურის მოლოდინში, საიმონმა და ჟასმინმა იპოთეკის აღება გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელ სახლზე მინიმალური თანხა დაეხარჯათ.

thesun.co.uk

თავიდან ამოითხარა საძირკველი. მიწის კედელი კუთხეებში გამაგრდა თიხისა და ქვიშის ნარევით სავსე ტომრებით. ამ მისიის შესრულებაში წყვილს მეზობლები დაეხმარნენ. სახლის იატაკი შესრულდა დატკეპნილი მიწით, რომელიც გაჟღინთეს სელის ზეთით და გულდასმით მოაპრიალეს. ზემოდან ხის დაფები დალაგდა.

thesun.co.uk

სახურავისთვის ჩონჩხის ფუნქცია შეასრულა ნატურალური ხის მასალამ. სახურავად კი ჰერმეტული მემბრანა გამოიყენეს, ზემოდან დაალაგეს თივა და ცხვრის ტყავი, დასათბუნებლად. შემდეგ, ზედაპირი დაფარეს ბალახითა და ნიადაგით, რათა სახურავი ისე გამოიყურებოდეს, როგორც მწვანე ბორცვის გაგრძელება.

thesun.co.uk
thesun.co.uk

ფანჯრის ადგილებზე საიმონმა და ჟასმინმა ჩასვეს მეორადი შუშები. კედლების თბოიზოლაციისთვის გამოიყენეს ცხვრის ტყავი და თივის ზვინები. ავეჯი მეორად გადაყიდვებსა და ინტერნეტ-მაღაზია еBay-ზე შეიძინეს.