გაავსეთ რეზინის ხელთათმანები ცემენტით და მიიღეთ ყველაზე ორიგინალური საყვავილე

ყველას უნდა, თავისი ციხე-სიმაგრე (სახლი) ისეთი საინტერესო ნაკეთობებით მორთოთ, რომლებიც უნიკალური, ამავდროულად კი ლამაზიც იქნება. ვაზონი წყვილი რეზინის ხელთათმანისა და ცემენტისგან – ეს ნამდვილი მონაპოვარია უჩვეულო დეკორაციების მოყვარულთათვის, თანაც ძალიან იაფად!

საქმის ბოლოს მიიღებთ უჩვეულო “ხელებს”, რომლებიც ნაზად და ალერსიანად იჭერენ ყვავილებს. ასეთი ვაზონის გაკეთება ძალიან მარტივია, შედეგი კი – ლამაზი. სცადეთ და თქვენც შექმენით ორიგინალური დეკორაცია საკუთარი ხელით.

დაგჭირდებათ:

  • რეზინის/ლატექსის ხელთათმანები
  • ცემენტი
  • მაკრატელი
  • ნიჩაბი
  • წყალი და სათლი, რომელშიც ცემენტს მოზელთ
  • ფორმა, რომელშიც ვაზონი უნდა გაშრეს (თუნდაც მუყაოს ყუთი)

შეუდექით საქმეს:

1. მოზილეთ ცემენტი მწამროებლის ინსტრუქციის თანახმად.

2. ფრთხილად გაავსეთ ამ მასით ხელთათმანები.

3. მოათავსეთ ცემენტიანი ხელთათმანი გასაშრობ ფორმაში. მოათავსეთ მომავალი ვაზონი ისე, რომ “ხელები” ოდნავ მოიხაროს, თითქოს ხელის გულზე რაღაც უდევთო. შეგიძლიათ, ისინი კუთხეებით ქვებს დააყრდნოთ. გააჩერეთ სრულად გაშრობამდე და გამყარებამდე.

4. როცა ცემენტი გაშრება, მოაშორეთ ხელთათმანი და მოქლიბეთ წვეტიანი კუთხეები. სურვილისამებრ, შეღებეთ და დადგით სასურველ ადგილას.

დაწვრილებით პროცესს  იხილავთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში: