
თუჯის ტაფა დიასახლისების ყველაზე ერთგული მეგობარია. თუ კერძს მასში მოამზადებთ, იგი არასდროს მიიწვება და მადისაღმძვრელიც გამოვა. თუმცა, სამწუხაროდ, თუჯის ტაფა სწრაფად ისვრება და მისი გაწმენდა არც ისე მარტივია. გთავაზობთ ხრიკს, რომელიც დაუბრუნებს ტაფას პირვანდელ ელვარებას არც მეტი, არც ნაკლები, ათ წამში. ესაა შეუცვლელი ხერხი მათთვის, ვისაც სამზარეულოში ზედმეტი წამის გატარება არ სურს.
როგორ გავწმინდოთ თუჯის ტაფა
დაგჭირდებათ:
- მარილი
- მცენარეული ზეთი
- წყალი
- სამზარეულოს ხელსახოცი
1. დააყარეთ დაბინძურებული ტაფის ზედაპირს მარილი. ოდნავ გახეხეთ ზედაპირი.
2. დაუმატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და კარგად შეაზილეთ მასა თუჯს.
3. ჩაასხით ტაფაში წყალი და მოავლეთ.
4. გადაღვარეთ წყალი და გაამშრალეთ ტაფა ტილოთი. დატკბით მოელვარე შედეგით!
ნახეთ, როგორი სუფთაა ტაფა! ქვემოთ მოცემულ ვიდეოში კი ნახავთ, თუ როგორ უნდა გაწმინდოთ კატასტროფულად ბინძური ტაფა ყოველგვარი ქიმიის გარეშე.
ამ საშუალებებით დაბინძურებულ თუჯის ჭურჭელს ძალიან მარტივად გაწმენდთ. ეს ხერხი საკუთარ სამზარეულოშიც გამოვცადე და გაამართლა!