6 რამ, რაც თქვენს ინტერიერს მორალურად და ვიზუალურად აძველებს

თუ თანამედროვე ინტერიერები არ მოგწონთ – თქვენი უფლებაა, თქვენი სახლის ინტერიერი ამ სტილში არ მოაწყოთ. თუმცა, არსებობს არსებითი განსხვავება კეთილშობილი სიძველის მფრქვეველ მოწყობას, ჭაღარა სიძველის სტილიზაციასა და უბრალოდ ლამაზ რეტრო და ღია ძველმოდურ საცხოვრებელს შორის. არსებობს ატრიბუტები, რომლებიც სახლს მორალურად აძველებს და მოსაწყენს ხდის. მათი დრო წავიდა, თუმცა, რატომღაც მაინც ჯიუტად აგრძელებენ ჩვენს ბინებში ყოფნას.

1. ძველი აბაზანა

გაყვითლებული კაფელი, გახუნებული ფერის ფარდა, ჩამოცვენილი საღებავი, დაჟანგული ან უბრალოდ დროით გაცვეთილი სანტექნიკა ასეთივე ავეჯით – ეს ყველაფერი ჩვენს აბაზანას შარმს არ მატებს. რამდენადაც სააბაზანო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ოთახია, რემონტი უფრო ხშირად უნდა გაკეთდეს, ვიდრე სახლის დანარჩენ ნაწილებში. ხშირად, დიასახლისები, რომლებიც რემონტს საკუთარი ძალებით აკეთებენ, შემდეგ შეცდომას უშვებენ: ისინი სააბაზანოს მოპირკეთებისთვის იყენებენ იმ მომენტისთვის პოპულარულ ტრენდეს, იმის ნაცვლად, რომ მიმართონ ლაკონიურ კლასიკას, ბერძნულ სტილს ან პროვანსს.

2. არაორგანიზებული სივრცე

პირველი, რაც გონებაში გაგივლთ, ესაა საწყობი, ანტრესოლი და გარდერობის ოთახი. ეს სივრცეები ერთგვარ საწყობებად იქცევა ხოლმე, რომელსაც ჰარმონია აკლია. იქ ხშირად იპოვით ძველ კოლოფებს, ორგანაიზერების ნაკლებობას, უსარგებლო ხარახურას. თუ ოდესმე ტელევიზორით გინახავთ გადაცემები ბინების რემონტის თემაზე, შეამჩნევდით, რომ დიზაინერები უდიდეს ყურადღებას უთმობენ ლოჯისტიკასა და შესანახავ ოთახებს. ის, რომ სტუმრები ამ კუთხეებს ვერ ხედავენ, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი თქვენი სახლის ნაწილი არაა. ესე იგი, იქაც ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს!

3. მოძველებული რბილი ავეჯი

ეს, პირველ რიგში, ეხება სკამებს, სავარძლებს, დივნებსა და საწოლის თავებს. თუ მათი გადაყრა გენანებათ. გადააფარეთ ავეჯს ახალი, უფრო თანამედროვე ქსოვილი, შეცვალეთ შემავსებელი. ეს მნიშვნელოვნად განაახლებს ოთახის მთელ ინტერიერს.

4. მოუწესრიგებელი აივანი

აივანიც შეიძლება (და უნდა) იყოს მყუდრო. მოიშორეთ ძველი ხარახურა, გამხმარი ყვავილები, გაარემონტეთ დახეთქილი იატაკი და განაახლეთ კედლები და ჭერით. სიმყუდროვის შეგრძნება მთელ სახლში, არამხოლოდ საცხოვრებელ ნაწილში, უნდა შეინარჩუნოთ. თუ აივანი დახურულია – დაათბეთ იგი. თუ მას რაღაც ნივთების შესანახავად იყენებთ, მოიფიქრეთ შესანახავი სისტემა, გააკეთეთ თაროები ან სტელაჟები. გააშენეთ მასზე მცირე ბაღი და შეამჩნევთ, რომ აივანზე ფინჯანი ყავით(ან ჩაით) გასვლა გაცილებით უფრო სასიამოვნო გახდება.

5. ცარიელი, ძველმოდური საძინებლები

საძინებელი – ადგილია, რომელზეც დიასახლისები სულ ბოლოს ფიქრობენ ხოლმე. ისინი თვლიან, რომ საკმარისია საწოლისა და ტუმბოს დადგმა, რომ მინიმალური პროგრამა შესრულდეს. დაგეგმეთ კედლების მოპირკეთება, დაკიდეთ ნახატები ან პოსტერები, დაუმატეთ საინტერესო ინტერიერული წვრილმანი: სარკე, სანათები, სკივრები, ხალიჩები. ოთახი გამოცოცხლდება.

6. ჭაღი უხსოვარი დროიდან

საბჭოთა ეპოქის ეს გადმონაშთი ინტერიერში ისევე ღრმადაა გამჯდარი, როგორც ნოტორიული ხალიჩები. დიახ, შესაძლოა, მისთვის დიდხანს იდექით რიგში; შესაძლოა, იგი მოგონებებითაა ძვირფასი, თუმცა, 99% შემთხვევებში მსგავსი ჭაღი ამახინჯებს ოთახის იერს. ბოლოს და ბოლოს, ეს მხოლოდ ნივთია. დაიკმაყოფილეთ ნოსტალგია 1-2 დღით, შემდეგ კი მოიშორეთ სინანულის გარეშე. მორთეთ ინტერიერი რამე უფრო ახლითა და საინტერესოთი.

გიფიქრიათ? სახლში ხომ თითქმის მთელ თავისუფალ დროს ვატარებთ. მასში ატმოსფერო ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე, სამყაროსა და ცხოვრების მიმართ ჩვენს ურთიერთობაზე. ნუთუ ეს მოტივაცია საკმარისი არაა, რომ საცხოვრებელი შეძლებისდაგვარად გაალამაზოთ?