
დღეს დედამიწაზე სულ უფრო პოპულარული ხდება მოდულური საცხოვრებელი სახლები. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ მოგიყევით სამსართულიანი სახლის შესახებ, რომელიც უშუალოდ მზა ოთახი-კონტეინერებისგან შენდება.
რესურსების რაციონალურად გამოყენების თანამედროვე ტენდენციებისა და ეკოლოგიაზე ზრუნვის ტალღაზე, ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ სახლების საინტერესო პროექტებს, რომლებიც ჩვეულებრივი, სატვირთო კონტეინერებით ხორციელდება.
ასეთ პროექტებში ძველი კონტეინერები გამოიყენება მოდულების სახით, რომელთაგანაც ადამიანები აწყობენ სახლებს, კონსტრუქტორის მსგავსად. ეს შეიძლება იყოს როგორც მცირე შენობები, ისე საკმაოდ დიდი ზომის კონსტრუქციები, შემდგარი მრავალი კონტეინერისგან.
გთავაზობთ შეხედოთ დანიური არქიტექტურული ფირმის, Arcgency-ის საინტერესო პროექტს. 2012 წელს, დანიელებმა ჩინეთში სახლი 3 საზღვაო კონტეინერისგან ააშენეს.
გარდა იმისა, რომ სახლი გარედან ძალიან ლამაზია, იგი შეესაბამება ეკოლოგიური უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებსაც.
სახლის სახურავზე განლაგებულია მზის ბატარეები და წვიმის წყლის დაგროვების სისტემები. ეს საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად შემცირდეს რესურსების მოხმარება.
გარდა ამისა, კონტეინერებისგან აწყობილ სახლს კარგი სეისმომედეგობა ახასიათებს.
სახლის ფასადი შესრულებულია ბამბუკში.
სახლში ტემპერატურის შესანარჩუნებლად, კედლები შეფუთულია გარე თბოიზოლაციური პანელებით.
სახლი სკანდინავიურ სტილშია შესრულებული. სრულიად თეთრი ოთახებისა და ბევრი ფანჯრის წყალობით, ოთახი შესანიშნავად ნათდება და უფრო ვრცელი ჩანს.
სახლის საერთო საცხოვრებელი ფართი 180 კვ.მ.-ს შეადგენს.
სახლში სამი საძინებელი, საბავშვო ოთახი, კაბინეტი და უზარმაზარი მისაღებია.
კიდევ ერთი საინტერესო სახლი იხილეთ სტატიაში: მამაკაცი საცხოვრებლად 250 მლნ წლის გამოქვაბულში გადავიდა.