ვერცხლის გაპრიალება, სუნის გაქრობა და კიდევ 11 საყოფაცხოვრებო პრობლემა, რომლებსაც ერთი ფხვნილი გადაჭრის

სახამებლის შესაზლებლობების შესახებ ადამიანთა ცოდნა შემოიფარგლება თეთრეულის გახამებითა და კისელის მოდუღებით. უსამართლოდ დავიწყებული ფხვნილი დევს კარადის კუთხეში, არადა, მას აქვს უნარი, გახდეს ერთგული მეგობარი ნებისმიერი დიასახლისისთვის.

ეს უნივერსალური საშუალება მალავს უამრავ თვისებას, რომლებიც დალაგებისა და წესრიგის დამყარებისთვის გამოგადგებათ. ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ უნდა გამოიყენოთ სახამებელი.

სახამებლის გამოყენება

საყოფაცხოვრებო ხრიკები

1. ტყავის ნაკეთობების მოვლა

გინდათ, ქურთუკი ქიმიურად გაწმინდოთ? მარტივია! სხვათა შორის, სახამებელი ტყავის შემცველსაც უმკლავდება. მოაყარეთ ლაქას სახამებელი და გახეხეთ ნოტიო ღრუბლით. გააჩერეთ ცოტა ხნით, რათა ფხვნილმა ლაქა შეიწოვოს.

2. ცხოველების ბეწვის გაწმენდა

თუ თქვენს შინაურ ცხოველს წყალი არ უყვარს, ეს ხრიკი თქვენთვისაა. მოაყარეთ მათ სახამებელი და გამოვარცხნეთ სპეციალური სავარცხლით.

3. კატის სუნის მოშორება

მწიკვი ფხვნილი მარტივად მოაშორებს კატის უსიამოვნო სუნს ავეჯსა და ხალიჩას. მოაყარეთ ლაქას ფხვნილი და შემდეგ გარეცხეთ.

4. ცხიმიანი ლაქების ამოყვანა

ქიმია მავნეა ჯანმრთელობისთვის, თანაც, შეიძლება თვითონ ნაკეთობაც დააზიანოს. სრულიად უსაფრთხო და ნატურალური სახამებელი ამოიყვანს ცხიმის ლაქებს ხალიჩიდან თუ დივნიდან.

5. ზამშის ნაკეთობის გაწმენდა

დასვარეთ ზამშის ჩანთა? სახამებელი ნაზად მოწმენდს სიბინძურეს. მოაყარეთ ფხვნილი, დაელოდეთ და ფრთხილად გახეხეთ ჯაგრისით.

6. შვება მზის დამწვრობის დროს

როცა პლაჟზე დაიწვებით, ტკივილის გაყუჩება საკმაოდ რთულია. ამ დროს, გახსენით სახამებელი წყალში და დაიმუშავეთ ამ მასით პრობლემური ზონები. შვებას მაშინვე იგრძნობთ.

7. თმის გასუფთავება

თუ გეჩქარებათ, თავის დაბანის დრო არ გაქვთ, თმა კი ცხიმიანია, დაიყარეთ სახამებელი თმის ძირებზე და კარგად დაივარცხნეთ. იგი შეიწოვს ცხიმს ძვირადღირებულ საშუალებებზე უკეთ.

8. უსიამოვნო სუნთან ბრძოლა

თუ ძველი კედები ყარს, ჩაყარეთ მასში სახამებელი და გააჩერეთ მთელი ღამით.

9. ფუმფულა სათამაშოების გაწმენდა

ბინძური ფუმფულა სათამაშოები ამ პროცედურის შემდეგ განახლდება. ჩაალაგეთ სათამაშოები სახამებლიან პარკში, შეანჯღრიეთ რამდენჯერმე და დატოვეთ მთელი ღამით. დილით უბრალოდ მტვერსასრუტით დაამუშავეთ.

10. ზეფირის შენახვა

თუ პაკეტში ზეფირები ერთმანეთს ეწებება, ჩაყარეთ მასში 4 კოვზი სახამებელი და შეანჯღრიეთ. ტკბილეული განცალკევდება.

11. ჭრაჭუნის ხმის ჩახშობა

თუ ხის საფარის ჭრაჭუნი გაღიზიანებთ, უხვად დაყარეთ ფხვნილი იატაკზე და მოგავეთ. სახამებელი გაავსებს ნაპრალებს და ჩაახშობს ხმას.

12. შუშების წმენდა

1 მწიკვი სახამებელი, სუფთა სახით, სასწაულებს ჩადის. იგი ფანჯრებს იდეალურ სისუფთავეს მიანიჭებს.

13. ვერცხლის გაპრიალება

უბრალოდ დაუმატეთ სახამებელი წყალს და ჩაალაგეთ ვერცხლის ნაკეთობები. ამოიღებთ ახალივით ხელსაწყოებს.

თქვენ იყენებთ სახამებელს? იცით განსაკუთრებული გზები ამისთვის?