მამაკაცი საცხოვრებლად 250 მლნ წლის გამოქვაბულში გადავიდა. ახლა მას მყუდრო საცხოვრებელი აქვს

ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც უოცნებია ცივილიზაციისა და თანამედროვე ცხოვრების საზრუნავებისგან გაქცევაზე.

“გამოქვაბულის ადამიანმა”, ანჯელო მასტროპიეტრომ ეს ოცნება აიხდინა! იგი გადასახლდა გამოქვაბულში, რომელსაც 250 მლნ წლით ათარიღებენ, პუსტერშირში, ახლა კი, ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც ამ გამოქვაბულშია, მას თანამედროვე ქალაქური ტიპის ბინისგან ვერც გაარჩევთ. მამაკაცმა დაახლოებით 160 000 ფუნტი და ცხოვრების 1000 საათი დაახარჯა თავის ახალ საცხოვრებელს, საბოლოო ჯამში კი მიიღო კომფორტი ველურ ბუნებაში.

მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2007 წელს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. გარკვეული დროის განმავლობაში, იგი თავს დამცირებულად გრძნობდა, შემდეგ კი საკუთარ თავს შემოუძახა: “მინდა ისეთ ადგილას ვცხოვრობდე, სადაც უფრო ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრება მექნება.”

2 შვილის მამამ 80 ტონაზე მეტი ქვა გამოტეხა, სანამ ოცნებას აიხდენდა.

იგი ამტკიცებს, რომ მისი დიაგნოზი მისთვის “კატალიზატორად იქცა, რომელმაც მას შეახსენა, რომ დროა, პატივისცემით მოპყრობოდა თავის ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესს.”

ანჯელომ შეიძინა გამოქვაბული – უძველესი კლდოვანი საცხოვრებელი, შემორჩენილი ევროპაში მეოცე საუკუნემდე – 62 ათას ფუნტად.

საბედნიეროდ, მას არ დასჭირვებია ნებართა დაგეგმარებისა და მშენებლობისთვის, ამიტომ ფანტაზიას დიდი გასაქანი ჰქონდა.

100 000-ფუნტიანი ბიუჯეტით, საკუთარი შრომით, მან მყუდრო ბინა მოიწყო. უბრალოდ, მხოლოდ ქვებსშორისი კარების დამუშავებას 11 დღე დასჭირდა.

მას აქ სძინავს და, ალბათ, ეს ყველაზე მშვიდი საძინებელია მთელ სამყაროში.

მდიდრული მისაღები ოთახი გამოქვაბულში.

ანჯელოს სახლის კედლები თეთრ ფერშია გადაწყვეტილი.

ამ ფოტოზე, საცხოვრებლის მფლობელი ზის აბაზანაში, რომელიც საშხაპედ გადაკეთდა – ანჯელო მიხვდა, რომ მის გასავსებად საკმარისი წყლის გათბობას ვერ შეძლებდა.

დაბალი ჭერი საშხაპეს უნიკალურ იერს ანიჭებს, გამათბობელი საშრობი კი მას კომფორტულსაც ხდის.

სახლის კედლები და კონტურები ისევ და ისევ გვახსენებენ, რომ ოდესღაც აქ იყო გამოქვაბული, თუმცაღა საცხოვრებელი თანამედროვე მასალებითაა დამუშავებული.

ანჯელოს სახლში წყალი საკუთარი 80 მ სიღრმის წყალსაცავიდან მიეწოდება. ნიჟრების დასამზადებლად გამოიყენეს ორგანული მასალები – ხე და ქვა.

უზარმაზარი შუშის ფანჯრების დამსახურებით, სახლში მუდმივად შედის სინათლე.

სახლის ძირითადი განმასხვავებელი ნიშნებია: უზარმაზარი ტერასა, კომფორტული, განმარტოებული ოთახები და ნათელი კედლები. ამ ფოტოზე კი ბუხრის მილის ზედა ნაწილს ხედავთ.

მართალია, ანჯელოს ცივილიზაციისგან მოწყვეტა სურდა, მაგრამ არც ელექტრობაზე, არც წყალგაყვანილობასა და ინტერნეტზე არ უთქვამს უარი.

თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, “თანამედროვე კომფორტის მიუხედავად, სახლი გამოქვაბულის ერთგვარ შარმს ინარჩუნებს.”