აზიის თვალწარმტაცი არქიტექტურა: მომავლის შენობებისა და უძველესი ციხეების კონტრასტი ავიატორის თვალით

შესანიშნავი აზიური კულტურა ყოველთვის იწვევდა მაღალ ინტერესს და აოცებდა ხალხს დაუჯერებელი კონტრასტებით, რომლებიც განსაკუთრებით შესამჩნევია არქიტექტურაში.

მეტ უცნაურობას იხილავთ მეგაპოლისებში, რამდენადაც აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობს ულტრათანამედროვე ცათამჯებენბი, რომლებიც გვაოცებს თავისი ფუნქციური და ფუტურისტული იერით, და დიდებული ციხე-სიმაგრეები უძველესი ისტორიებით.

განსაკუთრებით საინტერესოა ასეთი უჩვეულო კონტრასტის დათვალიერება სიმაღლიდან. ამის საშუალება მოგვცა ბრიტანელმა ავიატორმა და ფოტოგრაფმა, რომელმაც გასაოცარი კადრები გადაუღო ჩინეთის, იაპონიის, ტაივანისა და სინგაპურის არქიტექტურულ შედევრებს.

hashtaglegend.com/ Lee Mumford

რიტანელი პილოტი ლი მამფორდი, რომელმაც თავისი ბავშვობის დიდი ნაწილი ჰონგკონგში გაატარა, იმდენად აღტაცებული იყო ქალაქითა და მისი უჩვეულო არქიტექტურით, რომ, როცა გაუჩნდა რეგულარული ფრენების შესრულების შესაძლებლობა, გადაწყვიტა, ფოტოგრაფიით პროფესიონალურად დაკავებულიყო. დროთა განმავლობაში, იგი ამ საქმით ისე გაერთო, რომ დაიწყო ისეთი ფოტოების კოლექციების შექმნა, რომლებიც აზიის სხვადასხვა ქალაქს ეძღვნებოდა. ამ ფოტოებში ირეკლება ჰონგკონგის განცხრომა და აქაური ცხოვრების გარკვეული ქაოსიც, იაპონიის ძველი ციხეების მისტიკა, სინგაპურისა და ტაივანის საოცრად ორიგინალური შენობები…

hashtaglegend.com/ Lee Mumford

საინტერესოა: ლის მუდმივი ლტოლვა, შეექმნა მაღალხარისხიანი სურათები, დაეხმარა მას მრავალი ჯილდოს მოპოვებასა და ცნობადობაში. მისი ნაშრომი ითვლის 14 000-მდე ფოტოს და იგი გაგზავნილია საუკეთესო თრეველ-ფოტოგრაფის კონკურსზე, რომელიც ინტერნერ-პლატფორმა AGORA-მ გამოაცხადა.

hashtaglegend.com/ Lee Mumford

ფოტოების სხვადასხვა რაკურსით და მოულოდნელი წერტილებიდან გადაღებისთვის, ახალგაზრდა იყენებდა დრონს, რომელიც მოგზაურობისას სულ თან დაჰქონდა. მისი საქმის დამსახურებით, ლი თითქმის ყოველ დღე სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაშიც კია, თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ გამომფიტავი გადაფრენებისგან დაისვენოს და სასტუმროს ნომერში გამოიკეტოს, იგი სასეირნოდ მიდის დრონთან და ფოტოაპარატთან ერთად, “რათა შეისწავლოს კულტურა და ღირსშესანიშნაობები, რომლებსაც ახალი ადგილსამყოფელი სთავაზობს.”

hashtaglegend.com/ Lee Mumford

პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს შემოვლის შემდეგ, ლი აღიარებს: “აზიაში ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი არქიტექტურაა მათ შორის, რომლებიც ოდესმე მინახავს… როცა მთელ აზიაში ახალ და თვალწარმტაც ადგილებს ვათვალიერებდი, ვკონცენტრირდეოდი არქიტექტურაზე, ვეძებდი და ფოტოზე ვბეჭდავდი უნიკალურ კუთხეებს ყველგან, სადაც არ უნდა წავსულიყავი”.

hashtaglegend.com/ Lee Mumford

ნიჭიერი მოგზაურის უნიკალური ფოტოები რომ გაგაცნოთ, ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე თვალწარმტაცი ნაშრომები, რომლებიც თვალსაჩინოს ხდის უმსხვილესი აზიური ქვეყნების არქიტექტურული მიღწევების სილამაზესა და იდუმალებას.

hashtaglegend.com/ Lee Mumford
hashtaglegend.com/ Lee Mumford
hashtaglegend.com/ Lee Mumford
hashtaglegend.com/ Lee Mumford
hashtaglegend.com/ Lee Mumford
instagram.com/ Lee Mumford.
instagram.com/ Lee Mumford.
instagram.com/ Lee Mumford.
instagram.com/ Lee Mumford.
instagram.com/ Lee Mumford.

თქვენ აზიის რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდით და რატომ?